ჯანმრთელობა
მოწევაზე უარის თქმა ფილტვის უჯრედებს აცოცხლებს – ისინი რეგენერირდება
ბრიტანელი მეცნიერების კვლევებმა აჩვენა, რომ მოწევაზე უარის თქმა საგრძნობლად აუმჯობესებს მწეველების ორგანიზმის მდგომარეობას, ხოლო დადებითი შედეგები მარტო დაზიანებული უჯრედების აღდგენით არ შემოიფარგლება. შედეგები აქტუალურია ყველა მწეველისთვის და მათთვის ვინც ათწლეულების მანძილზე ეწეოდა.
მოწევისას ფილტვის უჯრედებს დნმ უზიანდება. ამ მუტაციამ უჯრედი დროდადრო შეიძლება ავთვისებიანად გადააქციოს და სიმსივნე ჩამოაყალიბოს.
ახლა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანი თუ მოწევას თავს დაანებებს, მის ფილტვებში მეტი გენეტიკურად ჯანმრთელი უჯრედები გაჩნდებიან. ამის დასამტკიცებლად მეცნიერებმა მწეველების, ყოფილი მწეველების, ბავშვების და იმ ადამიანების დნმ შეისწავლეს რომლებსაც არასდროს მოუწევიათ.
მწეველთა სასუნთქი გზებიდან აღებულ უჯრედებს მუტაცია ჰქონდათ გავლილი და მათში დაახლოებით 10 000 გენეტიკური ცვლილება აღმოჩნდა.
“ისინი ისე უნდა განვიხილოთ, როგორც შენელებული მოქმედების მინი-ბომბები, რომელიც შემდგომ დარტყმას ელოდება, დარტყმას რომელიც მათ კიბომდე პროგრესირებაში დაეხმარება” – წერს კვლევის ერთ-ერთი ავტორი კეიტ გაუერსი
ზოგიერთი უჯრედი უვნებელი რჩება, თუ როგორ უძლებენ ისინი მოწევით გამოწვეულ მუტაციას – დაუდგენელია. ისინი თითქოს “თავშესაფარში” იმყოფებიან.
მას შემდეგ რაც ადამიანი მოწევას წყვეტს, სწრედ ეს დაცული უჯრედები იზრდებიან და ანაცვლებენ დაზიანებულებს.
ჩვენ საერთოდ არ ვიყავით მზად მსგავსი აღმოჩენისთვის – ამბობს კვლევის ავტორი პიტერ კემპბელი – არსებობს უჯრედების პოპულაცია, რომლებიც ჯადოსნური გზით ავსებენ სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს. იმ პაციენტებსაც კი, რომლებმაც მოწევას 40 წლის შემდეგ დაანებეს თავი – უჯრედების რეგენერაცია აღენიშნებოდათ.
მოწევისთვის თავის დანებება ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერი სტაჟით – ანელებს უჯრედში დეენემის დაზიანებას და ააქტიურებს ჯანმრთელ უჯრედებს რომელბიც ორგანიზმს სიმსგივნისგან იცავენ.