კულინარია
მოიშორეთ უსიამოვნო სუნი მაცივარში
მაცივარში სპეციფიკური სუნი საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც კარგი წმენდის და ძველი პროდუქტების დროული მოშორების პირობებშიც კი ხშირად ჩნდება. უსიამოვნო სუნის მოშორების რამდენიმე მეთოდი არსებობს. ამისთვის მარტივი შინაურული საშუალებები დაგჭირდებათ.
ზოგჯერ, როცა მაცივარი ახალია, სუნს პლასტმასის ან ლითონის დეტალი იწვევს. ამ შემთხვევაში, უბრალოდ ნებისმიერი სარეცხი საშუალებით კარგად გაწმინდეთ და რამდენიმე საათით კარღია დატოვეთ, რომ კარგად განიავდეს.
თუ მაცივარს უკვე დიდი ხანია იყენებთ, სავარაუდოდ, საქმე გაფუჭებულ პროდუქტში ან ძლიერ დაბინძურებაშია. ამ შემთხვევაში მაცივარი რამდენიმე საათით გამორთე, რომ ბოლომდე გაალღოთ. ყველა პროდუქტი გამოიღეთ და გარეცხეთ. მაცივრის ქიმიური საშუალებით გარეცხვა სახიფათოა, რადგან შეიძლება პროდუქტზე მოხვდეს. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ ხალხური საშუალებები გამოიყენოთ, რომლებიც არა ნაკლებ ეფექტურია.
ხალხური საშუალებები, რომლებიც მაცივარში უსიამოვნო სუნს გააქრობენ
ლიმონის წვენი
ლიმონის წვენი მაცივარს კარგად გაწმენდს და უსიამოვნო სუნს გააქრობს. რამდენიმე ცალი ლიმონი საკმარისია, რომ ყველა პათოგენი გაანადგუროთ და ზედაპირს სასიამოვნო არომატი მიანიჭოთ. წვენი გაწურეთ და მასში ღრუბელი ან ქსოვილის სალფეთქი დაასველეთ. ყველა დეტალი და ხვრელი კარგად გაწმინდეთ. ამის გარდა, საწმენდი ხსნარი მოამზადეთ – 1 ნაწილ ლიმონს წვენს 10 ნაწილი არაყი ან სპირტი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და სარეცხ საშუალებად გამოიყენეთ.
ნიშადურის სპირტი
1 ჩ/კ ნიშადურის სპირტს 1 ლ წყალი დაუმატეთ და მაცივრის შიდა ნაწილები კარგად გაწმინდეთ.
სუფრის ძმარი
ეს საშუალება მწვავეა, ამიტომ მისი გამოყენების დროს ხელთათმანების გაკეთება არ დაგავიწყდეთ. 9% ძმარი წყალს თანაბარი პროპორციით აურიეთ და ზედაპირები დაამუშავეთ.
სოდიანი ხსნარი
სოდის დახმარებით არა მხოლოდ უსიამოვნო სუნს მოიშორებთ, არამედ უსაფრთხოდ გაწმენდთ და მთელ ზედაპირს დეზინფექციას გაუკეთებთ. 1 ლიტრ თბილ წყალში 1 ს/კ სოდა გახსენით და ამ საშუალებით მაცივრის შიდა ნაწილები კარგად გაწმინდეთ. სოდის ხსნარი ჩამჯდარ ლაქებსაც გააქრობს.
როგორ ავიცილოთ თავიდან უსიამოვნო სუნი მაცივარში
უსიამოვნო სუნის გაჩენა თავიდან რომ აიცილოთ, შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ:
- ძველი პროდუქტები დროულად მოიშორეთ, რადგან მისგან საჭმელს მაინც არ მოამზადებთ;
- დაღვრილი სითხე იმწამსვე გაწმინდეთ და მისი გაშრობა არ დაუშვათ;
- ყურადღება მიაქციეთ, რომ მაცივარში ობი არ გაჩნდეს;
- პერიოდულად, სრულად გაალღვეთ;
- პროდუქტების შესანახად დახურული კონტეინერები გამოიყენეთ ან საკვები ცელოფანი დააფარეთ;
უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად მაცივრის სისუფთავის დაცვა აუცილებელია. ეს ერთადერთი მეთოდია, რომელიც მოწამვლისგან დაგიცავთ და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. თუ დიდი ხნით გამგზავრებას აპირებთ, მაცივარი სჯობს გამორთოთ და ამ დროში კარები ღიად დატოვოთ.