Connect with us

ჯანმრთელობა

მოდურ ყავის სახლებში ყავას აქტივირებულ ნახშირს უმატებენ

ბევრი მოდური ყავის სახლი ყავას საინტერესო დანამატით ამზადებს. ყავის მაღაზიებში შეგიძლიათ ნახოთ ყავა ლიქიორით, სანელებლებით და მარილით. გულწრფელად გითხრათ, ამით უკვე ვერავის გააკვირვებთ. აი, ისეთი უჩვეულო კომბინაცია, როგორიცაა ყავა ნახშირით, ახლახანს გამოჩნდა. ბევრი ადამიანი მზადაა, რომ ასეთ სასმელში ბევრი გადაიხადოს. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რატომ უმატებენ ყავას აქტივირებულ ნახშირს.

ასეთი საინტერესო კომბინაცია არა გემოთი, არამედ სასარგებლო თვისებების რაოდენობით გვაოცებს. ნახშირით მომზადებული ყავა ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს.

რატომ უნდა დავუმატოთ ყავას აქტივირებული ნახშირი

ნახშირი თეთრებად ღირებული საშუალებაა, რომელიც სორბენტის როლს ასრულებს. ორგანიზმს წიდებისა და ტოქსინებისგან წმენდს. ყავა ნახშირით კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს.

ასეთ სასმელს მოქმედების ფართო სპექტრი აქვს. გარდა ამისა, ყავა ნახშირით ორგანიზმს მოწამვლისგან იცავს, ასევე ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. მის დალევას ვურჩევთ მათ, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

შავი ყავა ნახშირით: გამოცდილი რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 10 გ დაფქული ყავა
  • 180 მლ წყალი
  • 30 მლ პასტერიზებული რძე
  • 1 აბი აქტივირებული ნახშირი

მომზადების წესი:

  1. ყავის ჩვეული მეთოდით მოხარშვა დაიწყეთ.
  2. 1 აბი ნახშირი დააქუცმაცეთ.
  3. მომზადების პროცესში მიღებული ფხვნილი ყავას დაუმატეთ, მუდმივად აურიეთ.
  4. მზა სასმელი ფინჯანში ჩაასხით. სურვილის შემთხვევაში პასტერიზებული რძე დაუმატეთ.

აღსანიშნავია, რომ ასეთი სასმელის დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება. ყოველდღე მისი დალევა არ ღირს. ყავაში დამატებული ნახშირი ორგანიზმიდან როგორც მავნე, ასევე სასარგებლო ნივთიერებებს გამოდევნის. ნივთიერებათა ცვლა რომ არ დაარღვიოთ, უჩვეულო სასმელი ყოველდღე არ დალიოთ. თუ მოგწონთ, მოდურ ტენდენციას აყევით, მაგრამ ჯანმრთელობა და ზომიერების დაცვა არ დაგავიწყდეთ.

Advertisement