Connect with us

კულინარია

მოაგროვეთ ფორთოხლის ცედრა და მოამზადეთ მისგან ტკბილეული

თუ ფორთოხალი გიყვართ – ან მეტიც, თუ ბავშვები გყავთ, რომლებსაც ფორთოხალი უყვართ – ზუსტად გეცოდინებათ, რომ ფორთოხლის წონის მესამედი მაინც ნაგავში მიდის. ეს წვნიანი, სასარგებლო ხილი დაფარულია ნარინჯისფერი კანით, რომელსაც, მეტესწილად, ნაგავში ყრიან. ეს დიდი შეცდომაა!

ფორთოხლის კანისგან შეიძლება არამხოლო ცუკატების, არამედ გემრიელი კანფეტების მომზადება მთელი ოჯახისთვის.

თუ “ჯანსაღი კანფეტის” ცნება ოქსიმორონად გეჩვენებათ, უნდა დავაზუსტოთ: მასში შაქარი მაინც იქნება. თუმცა, მაღაზიის ჯანფეტებთან შედარებით, ეს საუკეთესო არჩევანია.

ფორთოხლის კანფეტები

1. ჯერ კარგად გარეცხეთ ფორთოხალი გამდინარე წყლით, შეგიძლიათ, ოდნავ გახეხოთ სუფთა ჯაგრისით ან ღრუბლით. ეს აუცილებელია, რათა მოაშოროთ ცედრას ცვილოვანი გარსი, რომელსაც მაღაზიებში უსვამენ მეტი მიმზიდველობისთვის. გაჭერით თითოეული ფორთოხალი შუაზე, შემდეგ კი – ყოველი ნახევარი კიდევ ერთხელ დაყავით ორად.

2. მეოთხედებს ფრთხილად მოხსენით კანი, რბილობი კი შეჭამეთ, ან სხვა კერძისთვის შეინახეთ. გაამახვილეთ ყურადღებე ცედრის შიდა ზედაპირზე: თუ მას ძალიან ბევრი თეთრი გარსი აქვს, ფრთხილად გააცალეთ დანით. ცედრა დაჭერით წვრილ ზოლებად ისე, რომ ორივე ბოლოში ვიწროვდებოდეს.

შენიშვნა: არ მოაშოროთ თეთრი ზედაპირი მთლიანად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცედრა ჯემად იქცევა ხარშვის დროს.

3. ახლა ადუღების დრო მოვიდა. მოათავსეთ კანი ქვაბში, ცივ წყალთან ერთად, და აადუღეთ. გადაასხით ცხელი წყალი, დაასხით ცივი და ისევ აადუღეთ. ეს სულ სამჯერ უნდა გააკეთოთ. ასე კანს სიმწარე აღარ შერჩება.

4. გახსენით 2.5 ფინჯანი შაქარი 2.5 ფინჯან წყალში, აადუღეთ ცალკე ქვაბში. როგორც კი შაქარი გაიხსნება, დაუმატეთ ცედრაც.

5. მას შემდეგ, რაც მასა ადუღდება, შეამცირეთ ცეცხლი. აცადეთ მასას ბუშტუკების ამოსვლა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში. აუცილებლად ურიეთ დროდადრო. როცა კანი ოდნავ გამჭვირვალე გახდება, ხოლო შაქრის მასა დიდი ზომის ბუშტუკებს ამოუშვებს, ყველაფერი მზად იქნება.

6. გადაასხით სიროფი, მოათავსეთ კანი საწრეტზე და აცადეთ ოთახის ტემპერატურაზე გაშრობა. მოაყარეთ შაქარი და შეინახეთ შუშის ქილაში.

გემრიელად მიირთვით!