Connect with us

ჯანმრთელობა

მკვლელი პროდუქტი, რომელიც აქტიურად რეკლამირდება და ყოველდღიურად გამოიყენება

საქმე რაფინირებულ ზეთს ეხება. ემოციების გარეშე, მხოლოდ ფაქტები!

მომზადების მეთოდი:

1. ექსტრაქცია. თესლს ნავთობქიმიურ გამხსნელს (უფრო ხშირად ჰექსანს) ასხამენ. ინტერნეტი დაგეხმარებათ, რომ ამ შხამიანი ნარკოტიკული გამხსნელების შესახებ დეტალური ინფორმაცია ადვილად იპოვოთ. აორთქლების მიუხედავად, ზეთში ჰექსანი რჩება.

2. რაფინირება. ყველა სასარგებლო ნივთიერების მოშორება, რის გამოც ზეთისთვის თესლის გაზრდას აზრი აქვს: ლეციტინი, ქლოროფილი, E ვიტამინი და მინერალები.

3. გაწმენდა. ტუტე ხსნარებით ზემოქმედება.

4. გაუფერულება. დიატომიტით ან წყლის ორთქლით ვაკუუმის ქვეშ.

5. ფილტრაცია. აქ ზეთი კაროტინს და სხვა დარჩენილ სასარგებლო ნივთიერებებს კარგავს.

6. დეზოდორაცია. არომატული ნივთიერებების მოშორება წყლის ორთქლის გაშვებით ვაკუუმის ქვეშ. ამასთან მას ბოთლებში ასხამენ და ზეთს უწოდებენ. მარკეტოლოგების ხრიკებზე, რომლებიც ხალხში მის პოპულარობას ზრდიან, სათქმელიც არაფერია.

ასეთი „წმენდის“ შემდეგ ცხიმოვანი მჟავების დაშლა და გადახრა ხდება, რაც მახინჯი მოლეკულების შექმნას იწვევს – ტრანსიზომერული ცხიმოვანი მჟავა ან ტრანსცხიმი. რაფინირებული ზეთი 25% ტრანსცხიმს შეიცავს! ეს ნივთიერება ბუნებაში არ არსებობს! სწორედ ამიტომ, ორგანიზმმა არ იცის, თუ მას როგორ გაუმკლავდეს და გამოდევნოს. წლების განმავლობაში ტრანსცხიმები გროვდება და დიდ პრობლემას ქმნის. ტრანსცხიმები საკმაოდ ტოქსიკურია და მძიმე შედეგებს იწვევს: სტრესი, ათეროსკლეროზი, იშემია, გულის დაავადებები, სიმსივნე, ჰორმონალური დარღვევები (მაგალითად, სიმსუქნე) და ა.შ.

და შემდეგ ვამბობთ, რომ დაავადებები უფრო გაახალგაზრდავდა. ყველაფერი მარტივია! რატომ არ მოსწონს ბევრ ადამიანს არა რაფინირებული ზეთის სუნი? სამწუხაროდ, ჩვენ ნატურალურ არომატებს გადავეჩვიეთ. ქიმიურმა არომატიზატორებმა ბუნებრივი სუნები მთლიანად ჩაანაცვლა.

ეს საშინელება.., ეს ტექნოგენური მომავლის შესახებ ფილმებს ჰგავს, სადაც ბალახის არომატს მყრალს უწოდებენ, წვიმის სუნს – ობს, ხოლო მზის სინათლეს – არასტაბილურ მავნე განათებას.

რომელ ზეთში შეიძლება უსაფრთხოდ შეწვა?

სამწუხაროდ, სრულად უსაფრთხოდ ზეთში წვა არ არსებობს. თუმცა ნაკლებად საზიანო ზეთი ნამდვილად არსებობს. ახლა გავარკვიოთ, რომელი ზეთებია ნაკლებად უსაფრთხოა.

ქოქოსის ზეთი

პირველ ადგილას ქოქოსის ზეთია. ეს ერთადერთი ზეთია, რომელიც არ იშლება და გახურების დროს ტოქსიკური არ ხდება. ის 90%-ით მცენარეული წარმოშობის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებისგან შედგება. ამის გამო 350 გრადუსამდე ტემპერატურის გაძლება შეუძლია, ასე რომ შეგიძლიათ თქვენი საყვარელი კერძების გამოსაცხობად გამოიყენოთ.

ამ ზეთის ერთი მინუსი – ის იაფი არაა. თუ ეს თქვენთვის პრობლემა არაა, თამამად შეგიძლიათ იყიდოთ და ქოქოსის ზეთზე შეწვათ ყველაფერი, რაც გსურთ. სხვათა შორის, მას საცხობად და ცხელი კერძების მოსამზადებლად იყენებენ.

ყურძნის კურკის ზეთი

ოლეინის მჟავის მაღალი შემცველობის და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის დაბალი შემცველობის წყალობით ყურძნის ზეთი მაღალ ტემპერატურაზე გახურების დროს გამძლეობით გამოირჩევა. ამ ზეთის კვამლის წერტილი 216 გრადუსია. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ შესაწვავად ან ღუმელში ცხობის დროს გამოიყენოთ (მითითებულ ტემპერატურამდე, უფრო მაღალზე არა).

ზეითუნის ზეთი

შემდეგი ზეთი, რომელზეც პროდუქტები შეგიძლიათ შეწვათ, ზეითუნის ზეთია. იმის გამო, რომ ზეითუნის ზეთი 76% მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავისგან შედგება, ის ერთ-ერთ უსაფრთხო ზეთად ითვლება, რომელიც შეგიძლიათ წვის დროს გამოიყენოთ.