Connect with us

ჯანმრთელობა

მილიონობით ადამიანი ამ მომაკვდინებელი დაავადების მატარებელია და ამის შესახებ არც კი იცის. ყური უგდეთ სპეციალურ ნიშნებს

უსიმპტომო დაავადება არაპროგნოზირებადი შედეგით – ასე საუბრობენ ქირურგები ანევრიზმის შესახებ. ანევრიზმა – არტერიის ან ვენის კედლის გამობერვაა მისი შეთხელების ან გაწელვის შედეგად. ეს იწვევს ანევრიზმატული ტომარის გაჩენას, რომელიც გარშემო ქსოვილებს აწვება.

ეს დაავადება ყველაზე ხშირად ასაკოვან ადამიანებს აწუხებთ. ანევრიზმის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ის პაციენტებიც, რომელთაც ათეროსკლეროზი ან ჰიპერტონია აწუხებთ, გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქი ან სიფილიფსი.  ახალგაზრდებში ანევრიზმის გაჩენის რისკი ტრავმის შემდეგ იზრდება.

სისხლძარღვების ანევრიზმის ნიშნები

ადამიანი წლების მანძილზე შეიძლება ცხოვრობდეს ისე, რომ არც კი დაეჭვდება ამ შენელებული მოქმედების ნაღმის არსებობის შესახებ. ნებისმიერ მომენტში, დაზიანებული სისხლძარღვი შეიძლება გასკდეს, რაც სიკვდილს გამოიწვევს… გახეთქვის მომენტში, ადამიანი შეიგრძნობს მწვავე ტკივილს, სისხლის წნევა კი სწრაფად მცირდება.

ხშირად, ანევრიზმა შემთხვევით აღმოჩნდება ხოლმე, შინაგანი ორგანოების ულტრაბგერითი კვლევის დროს. ამ დიაგნოზს კი დაუყოვნებლივი სამედიცინო ჩარევა უნდა მოჰყვეს.

მიუხედავად ამისა, არსებობს ზოგიერთი სიმპტომი, რომლებიც არ უნდა უგულებელვყოთ, რადგან ისინი ამა თუ იმ ფორმის ანევრიზმაზე შეიძლება მიგვითითებდეს.

  1. თავის ტვინის არტერიის ანევრიზმა
    ამ დაავადების ყველაზე საშიში ფორმა. გახეთქვის შემთვევაში, ადამიანი მწვავე ტკივილს შეიგრძნობს და გონებას კარგავს. მუდმივი თავის ტკივილები – შაკიკის მსგავსად, ერთადერთი შესაძლო სიმპტომია.
  2. აორტის ანევრიზმა
    ეს ფორმა – ყველა ანევრიზმის შემთხვევათა 85%-ს შეადგენს. გვიანდელ სტადიებზე, პაციენტები სხეულის ამა თუ იმ ნაწილში დაწოლით ტკივილებს გრძნობენ. მუცლის ღრუს მონაკვეთის აორტის ანევრიზმა ხილული ნიშნების გარესე ვითარდება. ზოგ შემთხვევაში, პაციენტები, მუცელზე ხელის შეხებისას, შეიგრძნობენ პულსაციას იმაზე უფრო ძლიერად, ვიდრე სხვა მონაკვეთებში.
  3. პერიფერული სისხლძარღვების ანევრიზმა
    კიდურების სისხლძარღვების დაზიანების დროს, პაციენტები ხელებსა და ფეხებში მძლავრ რკივილებს განიცდიან.
  4. გულის ანევრიზმა
    ანევრიზმის ეს ფორმა ინფარქტგადატანილი 20 პაციენტიდან ხუთს აღენიშნება. იშვიათად ახლავს კონკრეტული სიმპტომები. ხანდახან, დაავადების არსებობაზე მიუთითებს ხვრინვა ღამით, მკერდისა და გულის არეში წნევის შეგრძნება, დისკომფორტი ყლაპვის დროს.

აუცილებლად უნდა გაიაზროთ, რომ ანევრიზმის არც ერთი ფორმა არ იკურნება არც მედიკამენტოზური და არც ხალხური მკურნალობის მეთოდებით. ერთადერთი გამოსავალი – ქირურგიული ჩარევაა.

გახსოვდეთ, ცოდნა ყველაზე დიდი იარაღია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერიოზული პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად. ყური უგდეთ იმ ნიშნებსა და სიგნალებს, რომელთაც ორგანიზმი მაშინ გვიგზავნის, როდესაც მის თავს რაღაც რიგზე ვერ არის. თუ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.