ყვავილები
მიზეზი, რატომ კვდება პომიდვრის ნერგი და ზრდას წყვეტს
დამწყები მებაღეებისთვის პომიდვრის ნერგის გაზრდა შეიძლება რთული იყო. ბევრი კითხვა აწუხებთ, თუ როგორ დარგონ, როგორ მოუარონ, რით გამოკვებონ და ა.შ. მაისში დასარგავად კარგი პომიდვრის ჩითილები რომ გქონდეთ, დათესვა უკვე მარტში უნდა დაიწყოთ. Alltime.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ გაზარდოთ ჯანმრთელი და ძლიერი პომიდვრის ნერგი.
პირველ რიგში, დათვალეთ რამდენიმე თესლი, მიწა და კონტეინერი დაგჭირდებათ. მწარმოებლების და გამყიდველების რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ. სიტყვაზე, ბევრი მწარმოებელი შეფუთვაზე აწერს, თუ როდის შეიძლება სახლში დათესვა, როდის გარეთ გადარგვა.
კონტეინერებს აუცილებლად სადრენაჟო ხვრელები უნდა ჰქონდეს, ზედმეტი წყლის დაგუბება არ შეიძლება. ორგანულით გამდიდრებული მიწა ან პომიდვრის, ძაღლყურძენასებრთა ოჯახისთვის განკუთვნილი სპეციალური მიწა შეიძინეთ.
თესლი მოამზადეთ. სპეციალური დამუშავებით ნერგი სხვადასხვა ტემპერატურის და უამინდობის მიმართ უფრო გამძლე ხდება. თესლი თბილ წყალში მთელი ღამით ჩაალბეთ. ამის შემდეგ 2 საათით მარგანცოვის სუსტ ვარდისფერ ხსნარში გადაიტანეთ. ასე მავნებლებისა და სხვა პოტენციური საფრთხისგან დაიცავთ. 2 საათში ბამბის დისკზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი სითხისგან დაიწუროს.
1,5 სმ სიღრმეში დათესეთ. უფრო ღრმად არა, რადგან გაღვივებას მეტი დრო დასჭირდება. თავიდანვე სათანადო ინტერვალით დათესეთ, რომ ერთმანეთს გაზრდაში ხელი არ შეუშალონ. დათესვის შემდეგ მიწას პარკი დააფარეთ და თბილ ადგილას გაიტანეთ.
პირველი აღმონაცენის გამოჩენას დაელოდეთ. ახლა პარკი მოაშორეთ, რომ ზოგიერთი თესლი არ ამოიწვეროს. კომფორტისთვის +24 – +26 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება. უფრო დაბალ ტემპერატურაზე თესლის გაღვივების დრო 5-10 დღით გაიზრდება.
პომიდვრების ჩითილებად დაყოფა მნიშვნელოვანი ეტაპია. როცა ნერგზე სრულფასოვანი ფოთოლი განვითარდება, შეგიძლიათ დაიწყოთ. ასე ფესვებს მცირე ზიანს მიაყენებთ და მომავალში ფესვების სისტემის განვითარებას და გაძლიერებას ხელს შეუწყობთ. კარგად მორწყეთ, სანამ მიწიდან ამოიღებთ. ცალკეული კონტეინერები გამოიყენეთ. სუბსტრატი სწორად შეარჩიეთ, რადგან ღია ნაკვეთზე გადარგვამდე აქ უნდა გაიზარდოს. ახალ ქოთანში ჩარგვის შემდეგ მორწყეთ.
ახალ ქოთანთან შეგუების შემდეგ გამოკვებეთ. ჩვეულებრივ, ამას 7-10 დღე სჭირდება. ყურადღება მიაქციეთ, რომ არ ამოიწვეროს. თუ რაღაც რიგზე არაა, მორწყვა შეამცირეთ, ტემპერატურას დაუწიეთ და ნერგი ჩრდილში გაიტანეთ. თუ ყველაფერი რიგზეა პირველი სასუქი მიაწოდეთ. სპეციალურად პომიდვრის ნერგისთვის მინერალური სასუქის ნაკრები შეიძინეთ. უნდა შეიცავდეს ისეთ მიკროელემენტებს, როგორიცაა რკინა, თუთია, ფოსფორი, კალიუმი. დახმარებისთვის მაღაზიაში კონსულტანტს რჩევა ჰკითხეთ.
კომფორტული პირობები, სწორი მოვლა და მორწყვა, დროული გამოკვება საკმარისია, რომ ჯანმრთელი და ძლიერი ნერგი გაზარდოთ. ასეთი ნერგი ღია ნაკვეთზე ადვილად გადარჩება და მდიდარი მოსავლით გაგაბედნიერებთ. გაითვალისწინეთ, რომ ღია ნაკვეთზე გადარგვამდე 10 მსხვილი ფოთოლი უნდა ჰქონდეს. მიწის გუნდაც ადვილად უნდა შორდებოდეს. ეს მცენარის სიმწიფის და მზადყოფნის ნიშანია. ფრთხილად ამოიღეთ, ქოთანი გადააბრუნეთ და ძირში ხელი დაარტყით.
ამ წესების გათვალისწინებით გემრიელ პომიდვრებს საკუთარი ხელით გაზრდით. განვითარების თითოეულ ეტაპზე მცენარეს ყურადღება სჭირდება. თუ მცენარე საეჭვოდ გამოიყურება, სიტუაციის გამოსწორება სცადეთ. ზედმეტი მორწყვის შემთხვევაში დროებით მორწყვა შეწყვიტეთ. არ შეგეშინდეთ, არასწორი მოქმედების კორექტირება შეიძლება, მთავარია, გარისკოთ. ასეთი შეცდომებით უკეთ ისწავლით და გამოცდილებას შეიძენთ.