ჰოროსკოპი
მთელი მსოფლიო ზოდიაქოა: რომელი ქვეყანა ხართ ჰოროსკოპის მიხედვით
დღეს ჩვენი ჯადოსნური ბურთი გლობუსზე გადავიდა და გვატყობინებს, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი ხასიათი აქვს, ზოგიერთი – ზუსტად ისეთი, როგორც ზოდიაქოს ნიშნებს! ნახეთ, რომელი ქვეყანა ხართ ჰოროსკოპის მიხედვით.
თხის რქა – გერმანია
კანონი და წესრიგი. ძლიერი სოციალური სტრუქტურა – მსოფლიოში საუკეთესო. სიზუსტე. პედანტურობა. სისუფთავე. ბიბლიოთეკაში სიჩუმე! თითქმის სამხედრო დისციპლინა. ხუმრობას ითხოვთ? ხუმრობენ ლუდის ფესტივალებზე, რომ იცოდეთ, ახლა – არბაიტენ უნდ დისციპლირენ! მოკლედ, გასაკვირი არაა, რომ სწორედ გერმანიაში დაიბადა მესამე რეიხი და ნახევარი მსოფლიო დაიპყრო. შემდეგ ყველაფერს მიხვდნენ, გააცნობიერეს, კომპენსაციები გადაიხადეს და დღემდე დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობენ თან არა სიტყვით, არამედ საქმით. რაც სწორია: როცა გერმანულად რაღაც სასიამოვნოს გეუბნებიან, მაინც გეჩვენებათ, რომ გწყევლიან და თქვენს სულში სატანას იწვევენ. ასეთი ენა აქვთ. საერთოდ, პიონერია, ყველასთვის მისაბაძი, როგორც თხის რქა.
მერწყული – ისრაელი
სრულიად უძირავი სახელმწიფო. დაპყრობილი იყოს ასირიის, ბაბილონის, რომის, არაბეთის, ჯვაროსნების და ოსმალეთის იმპერიის მიერ. მაცხოვრებლები ამას ყოველთვის ერთი ფრაზით პასუხობდნენ: „ოჰ, ნუ გაგვიჩენ თავის ტკივილს“ და უფრო შორს გადადიოდნენ, ასე მთელი მსოფლიო დაიპყრეს, მაგრამ ეროვნული კულტურა არ დაკარგეს. შემდეგ ხელსაყრელი მომენტი შეარჩიეს და საკუთარი ისრაელი თავიდან დაარსეს. მართალია, დაარსებიდან მეორე დღეს ხუთმა სახელმწიფომ ომი გამოუცხადა და შეუტია, მაგრამ ისრაელმა მაინც ყველას აჩვენა. ომი ომია, მაგრამ სიმდიდრე არავის გაუუქმებია. ისრაელი უფრო მდიდრდება, ყვავდება და დაბრუნების პროცედურებს ართულებს, რადგან აქ წასვლა ყველას სურს. ყველას თაფლი წაგისვეს იქ ისრაელმა და აქ მერწყულმა?
თევზები – იაპონია
კუნძულოვანი სახელმწიფო, რომელიც პლანეტა ნიბირუდან ჩამოგდებულ და ოკეანში მიტოვებულს ჰგავს: ყველამ იცის, რომ დასავლეთის ხალხს აღმოსავლეთის ხალხის გაგება უჭირს, მაგრამ იაპონელებს საერთოდ არავის ესმის. იაპონელებს ეს არ აღელვებთ, მათ უფრო მნიშვნელოვანი რამ აწუხებთ. მაგალითად, ფუძიამის ფერდობზე საკურას ყვავილობა. თქვენ უკვე ააწყვეთ ქვების ბაღი და კიმონოს სახელური ცრემლებით დანამეთ? იჩქარეთ, თქვენ ჰენტაიც უნდა წაიკითხოთ და შრომისმოყვარეობით სამსახურში მოკვდეთ. მოკლედ, ვერავინ ხვდება, თუ როგორ ეტევა ასეთ პატარა იაპონიაში ამდენი ტექნიკური პროგრესი „ღმერთების“, „მკვლელი ტყის“, „გეიშების“, „სამურაების კოდექსის“, ჰაიაო მიაძაკის მულტფილმების და ბონსაის დონეზე, თან ეს ყველაფერი აბსოლუტურად ჰარმონიულია. თავად იაპონელები ვერ ხვდებიან, რა აკვირვებთ სხვებს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გაიჯინებს თავისთან არ უშვებენ: იაპონიაში უცხოელები 2 პროცენტია. ზუსტად ამდენ პროცენტს აქვს უფლება თევზების მდიდარი სამყაროს პატარა ნაწილი ნახოს.
ვერძი – ირლანდია
პატარა, მაგრამ ამაყი სახელმწიფო. სადღაც ღრმად ვაკე და ზომიერი კლიმატი, გარედან – გაუვალი კლდოვანი ნაპირები და სახიფათო ყურეები. მოსახლეობაც ასეთია: ელფების და ჯუჯების გულწრფელად სჯერათ, რილს მხიარულად ცეკვავენ, წმინდა პატრიკის დღეს აღნიშნავენ და მუდმივად ლუდს სვამენ, სახლში. სახლის გარეთაც სვამენ, თან ხულიგნობენ და შემთხვევით გამვლელებს სახეში მუშტს არტყამენ. იტყვი, „ირლანდიელივით ფიცხი“ და ყველასთვის გასაგებია. მოკლედ, ირლანდიელები კარგები არიან. თუ არ შეეხებით, დათვრებიან და სიმღერებს იმღერებენ. მშვენიერ ხალხურ ირლანდიურ სიმღერებს, თუ რა კარგი იქნება ყველა ინგლისელის მოკვლა, რადგან ამაყი ირლანდიის დამოუკიდებლობის ხელყოფა საჭირო არ იყო! ვერძების დამოუკიდებლობასაც არ უნდა შეეხოთ, თუ არადა მიიღებთ ელფებს, ჯუჯებს და ახალ გინესს თქვენი ცოდვილი სულისთვის.
კურო – შვეიცარია
შვეიცარია მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაა. მათთვის, ვისაც ესმის. ერთი მხრივ, პასტორალური პეიზაჟები, სუფთა სოფლები, ჯანსაღი ალპური ჰაერი, სილამაზე, სიმყუდროვე, ნემსიწვერები ყველა ფანჯარასთან. მეორე მხრივ – აქ, ყველაფერი მაღალი ხარისხისაა: საიმედო კონსერვები, ზუსტი საათები, უგემრიელესი შოკოლადები. შვეიცარიაში ცხოვრება ზომიერი და მშვიდია: ადგილობრივებს მტკიცე ხასიათი, მაგრამ არა მოჩხუბარი. სადაც არ თხოვენ, იქ თავს არ ყოფენ, მაგრამ გაბრიყვების უფლებასაც არავის აძლევენ. მოკლედ, მართლაც მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაა, სადაც ყველას ცხოვრება სურს. კუროსთანაც ცხოვრება ყველას სურს, ამის გვესმის, მაგრამ რამდენიმე დეტალი არსებობს: რა კურო და რა შვეიცარია – იცოდეთ, ეს ძვირია. არა ვერ მიმიხვდით, ეს ძვირია. არა, როგორ გინდოდათ? საუკეთესო ყველასთვის არაა.
ტყუპები – ინდოეთი
კონტრასტების ქვეყანა. აქ, შეგხვდებათ სამოთხის კუთხე ნაზი ოკეანის სანაპიროზე, დიდებული ტაძრები, მშვიდობიანი და ბრძნული რელიგია, სიმღერები, ცეკვები, ბოლივუდი. აქვეა ნაგავსაყრელი, ვირთხები მაიმუნებს ებრძვიან, მამაკაცები მატარებლის სახურავზე სხდებიან და ისე მგზავრობენ, ქალები თეთრეულს განგაში რეცხავენ, გვერდით კმაყოფილი ბაბუა ცურავს. დიახ, ბაბუას არ შეეხოთ, ის ჯერ კიდევ გუშინ საწოლში გარდაიცვალა! რას ამბობთ? ოჰ, მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ვერავინ იგებს, რას ამბობთ: ინდოეთში 447 ენა, 2 ათასი დიალექტი და მილიარდი მოსახლეობაა. გარდა იმისა, რომ როგორღაც არსებობენ, იმასაც ახერხებენ, რომ უმეცარ დასავლელ ხალხს იოგას და აიურვერდს ასწავლიან. ამბობენ, რომ ინდოეთი ან გიყვარდება ან ამბობ „აღარასდროს!“ მოკლედ, როგორც ტყუპების შემთხვევაში. მაგრამ განსაკუთრებულად ანათებენ, ამას ვერ წაართმევთ. ზოგი ტყუპებთან შეხვედრის შემდეგ დაბნელებას ვერ ახერხებს და სამუდამოდ აშრამში წასვლა უწევს.
კირჩხიბი – დანია
მკაცრი კლიმატი ხელს არ უშლის, რომ თავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ერად მიიჩნიონ. საპასუხოდ მსოფლიო ცდილობს გაიგოს, ნამდვილად ყველაფერი ისე მარტივადაა, როგორც დანიელები ამბობენ: უბრალოდ „ჰიუგეში“ უნდა იცხოვროთ. ყველაფერი სანთლებში, პლედებში, ბუხრებსა და კაკაო ზეფირშია. უბრალოდ კომფორტი მოიწყვეთ და ბედნიერი იყავით! ზუსტად ასე ცხოვრობენ კირჩხიბები: საკუთარ თავს და ახლობლებს კომფორტს უწყობენ და ყველას ეუბნებიან, რომ ეს ბედნიერი ცხოვრების საიდუმლოა. დიახ, დიახ, გვჯერა. უდავოდ, ერთ–ერთი უმდიდრესი და სოციალურად კეთილმოწყობილი ძველი ევროპული ქვეყნის მოსახლეობის ბედნიერება სწორედ სანთლებიდან მომდინარეობს. სხვათა შორის, თუ სადმე ქალ კირჩხიბთან ახლოს გადასვლას აპირებთ, გახსოვდეთ: სადღაც ღრმად ვიკინგები ჰგავს.
ლომი – ამერიკა
მსოფლიოში ყველაზე, ყველაზე ქვეყანა. ყველაზე ძლიერი, ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე თავისუფალი, ყველაზე დიდებული და კიდევ მილიონი ეპითეტი დაწყებული სიტყვით „ყველაზე“. იცით, რომ ამერიკაში თითოეული მოქალაქე შეიძლება პრეზიდენტი გახდეს? აი, ნახეთ: ამერიკის ერთ–ერთი მოქმედი პრეზიდენტი ტვიტერში მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული ღილაკით ტრაბახობდა. ამერიკა მიგრანტების ქვეყანა, აქ, ყველას სიხარულით ხვდებიან. მოკლედ, ეს ნამდვილად ლომია. უბრალოდ აღიარეთ, რომ მსოფლიოში საუკეთესოა და ყველაფერი კარგად იქნება! თითქმის ყველაფერი! ამ გაგებით, ინდიელებთან შეთანხმებაა, მექსიკელებთან – კედელი, დამნაშავეებისთვის – სამუდამო პატიმრობა, ყველა არასაკმარისად დემოკრატიულ ქვეყნებში სასწრაფოდ სიკეთე და სამართლიანობა უნდა დაამყარონ. თქვენ როგორ ფიქრობდით? ნახეთ თავისუფლების ქანდაკება? ეს ლომის სიმბოლოა. თავისუფლება! რაც სურს, იმას აკეთებს!
ქალწული – სინგაპური
კუნძული, სახელმწიფო, ქალაქი და დედაქალაქი – ყველაფერი ერთდროულად. სინგაპურში არაფერია. იმდენად არაფერი, რომ მტკნარი წყალი და ქვიშაც კი ინდონეზიიდან შემოაქვთ. ამასთან სინგაპური ქალაქი ბაღია: კანონის მიხედვით, საქმიან უბნებში ნებისმიერი შენობა 30% სიმწვანისგან უნდა შედგებოდეს. სინგაპურში მარტივი კანონებია: ქუჩაში ფურთხისთვის არ ჩამოგკიდებენ (აქ სხვა რამისთვის ჩამოგახრჩობენ), მაგრამ ისეთ ჯარიმას გამოგიწერენ, რომ შარვლის გარეშე დარჩებით. სწორედ ამიტომ, სინგაპურში ყველა კანონმორჩილია და ყოველთვის იღიმის (სად წავლენ, ეს ხომ კუნძულია). მეორე მხრივ, რატომ არ გაიღიმებენ, თუ სინგაპურში ჯურღმულები და ღარიბები არ არიან. (არადა აზიაა!), ხოლო ქვეყნის მოსახლეობის 3% დოლარიანი მილიონრები არიან. მოკლედ, ქალწულს იდეალური წესრიგის დამყარების უფლება მიეცით და იქნება საყოველთაო ბედნიერება და კეთილდღეობა. ვინც ჰაერს გააფუჭებს, მას მთავარ მოედანზე ბამბუკის ჯოხებით ცემენ (საცემი ჯოხები ნებისმიერ სუპერმარკეტში იყიდება).
სასწორი – ინგლისი
ქვეყანა – სიმბოლო. განსაკუთრებული ინგლისური იუმორი, განსაკუთრებული ინგლისური ზრდილობა, ქალბატონები და ჯენტლმენები, 5 საათი, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამეფო ოჯახი, ჯეიმს ბონდი, შექსპირი, პურიტანული მორალი და ჰიუ ლორი. მოკლედ, ინგლისი ყველას უყვარს (ირლანდიელების გარდა), ყველა ინგლისურად ლაპარაკობს, აქ ყოფნა ყველას სურს, აი, ინგლისს არაფერი სურს და ევროკავშირიდან გამოსვლასაც აპირებს. საერთოდ არ გვიკვირს. პირველ რიგში, „ინგლისი დამარცხებულის მხარეს არასდროსაა. ამიტომაა ინგლისი“. მეორეც, იდეალური ინგლისური რეპუტაცია ძვირი ღირს. იმ გაგებით, რომ ინგლისმა თითქმის ნახევარი მსოფლიო თავის კოლონიებად აქცია და არაფერი. დიდად არავინ აღშფოთებულა. როგორ შეიძლება სასწორის საქციელმა აღგაშფოთოთ, ისინი ხომ ძალიან მაგრები არიან!
მორიელი – კამბოჯა
დაიპყრო ყველა, მათ შორის ანჯელინა ჯოლი, რომელიც კამბოჯაში ისე დადის, როგორც აგარაკზე. ქვეყანა წარმოუდგენლად ლამაზი, საოცარი და იდუმალებით სავსეა! აქ, საოცარი ხალხი ცხოვრობს: გულახდილი, მხიარული, მთელი მსოფლიოს მოყვარული. მართალია, აქ, პოლ პოტმა მოაწყო კომუნიზმი, გადატრიალება, სამოქალაქო ომი, გენოციდი და „წითელი ქმერების“ მოძრაობა, სადაც ბავშვები ეწერებოდნენ – მაგრამ ხომ იცით, ასე ხდება. როგორც მორიელთან. მოკლედ, კამბოჯა დედამიწაზე სამოთხეა. მორიელთანაც სამოთხეა, თუ შემთხვევით პოლ პოტის დროინდელ ნაღმზე არ დააბიჯებთ.
მშვილდოსანი – ავსტრალია
საოცარი ქვეყანა–კონტინენტი, სადაც ყველაფერი თავდაყირა დგება და სადაც ბევრი, ბევრი გარეული კენგურუა. სამაგიეროდ, ავსტრალია ძალიან მეგობრულია: ეს მიგრანტების ქვეყანაა, სადაც თითქმის ყველას სიამოვნებით იღებენ – მათ, ვისაც ბილეთის ფულის დაგროვება შეუძლიათ. ამასთან ჭკვიანი, განათლებული, ავსტრალიური საზოგადოების პრინციპებს შესაბამისი და არა სქელი (ჭარბწონიანი მხოლოდ ტურისტული ვიზით შეიძლება ჩამოვიდეს, რომ იცხოვრო – ჯერ უნდა დაიკლო. არ იდარდოთ, ჯარიმები არსებულ უსიამოვნებას კურნავს). ავსტრალიაში ცხოვრების მსურველთა ნაკადი არასდროს წყდება. როგორც ჩანს, ავსტრალია ნამდვილი სამოთხეა მაგარი ბიჭებისა და გოგოებისთვის. აქ, ყველა შენს მოკვლას ცდილობს: მზე ულტრაიისფერ სხივებს მომაკვდინებლად ასხივებს, სანაპიროს გასწვრივ ზვიგენები სერფერებს მიირთმევენ, ჩუსტებში შხამიანი ობობები და მორიელები ძვრებიან, უნიტაზშში შეიძლება გველი აღმოაჩინოთ. აქ, შხამიანი არაა მხოლოდ კენგურუ და ძაღლი დინგო: ნაკლებად სახიფათო, მაგრამ უფრო თავხედები, როგორც დარტანიანი. მოკლედ, ავსტრალია არა ქვეყანა, არამედ ერთი დიდი თავგადასავალია, როგორც მშვილდოსნის ცხოვრება და თავად მშვილდოსანი.