Connect with us

ჯანმრთელობა

მე 57 წლის ვარ და ყოველ დილას გოგრის თესლს მივირთმევ. აფთიაქი აღარაფერში მჭირდება

გოგრა ითვლება ერთ-ერთ უძველეს მცენარედ, რომლის მოხმარებაც ადამიანმა საკვების სახით დაიწყო. გარდა მისი უგემრიელესი რბილობისა, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს გოგრის თესლი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. ერთი მუჭა მზეზე გამშრალი ან მოხალული გოგრის თესლი საკმარისია შიმშილის დასამარცხებლად. გარდა მაღალი საკვები ღირებულებისა, ამ პროდუქტს დადებითი, სასარგებლო გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე.

გოგრის თესლის სასარგებლო გავლენა

მოცემული პროდუქტი ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟვებისა და E ვიტამინის საკმაოდ დიდი ბუნებრივი წყაროა. ორივე ნივთიერება აუცილებელია ჩვენი თმის, ფრჩხილებისა და კანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა გოგრის სასარგებლო თვისებები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

გოგრის თესლი მდიდარია ფიტოესტროგენებით – ნივთიერება, რომელიც გვიხანგრძლივებს ახალგაზრდობას და გვიუმჯობესებს ჯანმრთელობას. არაერთი სამედიცინო კვლევით დადასტურებულია, რომ ამ პროდუქტის რეგულარულად მიღება რამდენჯერმე ამცირებს მკერდის კიბოს განვითარების რისკს.

ის ძალიან სასარგებლოა მოზარდებისთვისაც, რადგან თუთიის მაღალი შემცველობის ხარჯზე, გოგრის თესლი გვაშორებს აკნეს და თავიდან გვარიდებს კანთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებსაც. პროფილაქტიკური მიზნებისთვის, საკმარისია ამ პროდუქტის მირთმევა დღეში მხოლოდ 1 სუფრის კოვზის ოდენობით.

გოგრის თესლი ამარცხებს ღებინების შეგრძნებასაც. თუ მგზავრობა არ გიყვართ და ტრანსპორტში ყოველთვის ცუდად გრძნობთ თავს, ყოველთვის იქონიეთ თან მცირეოდენი გოგრის თესლი.

კუკურბინიტის ამინომჟვების შემცველობის ხარჯზე, გოგრა ეფექტურად გვეხმარება ჰელმინთების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ რეგულარულად გოგრის თესლს მიირთმევთ, საიმედოდ შეძლებთ თავის დაცვას პარაზიტებისგან.

ჩვენი ტვინი მუმდივად კარგ ფორმაში რომ იყოს, მას კარგი კვება ესაჭიროება. 70 გრამი თესლი შეიცავს ფოსფორის დღიურ ნორმას, რომელიც აუცილებელია ტვინის გამართული ფუნქციონირებისთვის და ჩვენი ძვლების ჯანმრთელობისთვის. მოცემული პროდუქტი აძლიერებს ძვლებს, სახსრებსა და ხერხემალს. ცნობისთვის, თევზში ფოსფორის შემცველობა 2,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე გოგრის თესლში.

გოგრის თესლს სასარგებლო გავლენა აქვს პროსტატის ჯირკვალზეც. თუთიის მაღალი შემცველობის ხარჯზე, მოცემული პროდუქტი თავიდან გვარიდებს პროსტატისა და უნაყოფობას. მამაკაცებისთვის ძალზედ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გოგრის თესლი მოქმედებს ძლიერი აფროდიზიაკის სახით და სასარგებლო გავლენა აქვს მათ შესაძლებლობებზე.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, გოგრის თესლის მირთმევა ძალიან სახალის პროცესია. საქმე იმაშია, რომ ეს პროდუქტი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ტრიფტოფანს – ღირებული ამინომჟავა, რომელიც სტიმულირებს სეროტონინის, ე.წ. ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას. თუ სტრესი და დეპრესია გაწუხებთ, გაინებივრეთ თავი გოგრის თესლით.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რაც უფრო მაღალ ტემპერატურაზე მუშავდება გოგრა, მით უფრო ნაკლები სასარგებლო ნივთიერება რჩება მასში. საუკეთესო ვარიანტი თესლის მზეზე გაშრობა და ამის შემდეგ მისი მირთმევაა.

ახლა თქვენ უკვე იცით, რამდენად სასარგებლოა უბრალო, ყველასათვის ხელმისაწვდომი გოგრის თესლი. თუ ჯანმრთელობისა და სიმხნევის მრავალი წლით შენარჩუნება გსურთ, რეგულარულად აუცილებლად გაინებივრეთ თავი ამ პროდუქტით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!