Connect with us

ჯანმრთელობა

მეცნიერებმა დაადგინეს: გულძმარვა სიმსივნის მომასწავებელია!

მეცნიერების თქმით, გულძმარვა ყელის ან ხმის მყესების სიმსივნის განვითარების რისკს ზრდის, მაგრამ დროული მკურნალობით ამ დაავადების წარმოქმნის ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდება.

ასე რომ, გულძმარვის მკურნალობა არა მხოლოდ საჭიროა, არამედ რაც უფრო ადრე იმკურნალებთ, მით უკეთესი.

როგორ მოვიშოროთ გულძმარვა მედიკამენტების გარეშე?

იმის მიუხედავად, რომ ხშირად სოდის ხსნარის გამოყენებას გვირჩევენ, ეს ძალიან სახიფათოა არა თუ კუჭისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვის. ამ დროს წყალი-მარილის ბალანსი შეიძლება დაირღვეს და რიგი სხვა დაავადებები განვითარდეს. სოდის ხსნარი სიმპტომებს სწრაფად აქრობს და წვა აღარ შეგაწუხებთ, მაგრამ სჯობს შემდეგი მეთოდები გამოიყენოთ:

  • ზეითუნის ზეთი დალიეთ, მაგრამ მაქსიმუმ 1 ჩაის კოვზი;
  • თესლი ბევრ სქელ ცხიმს და ვიტამინებს შეიცავს, თესლი შეჭამეთ და წვა გაქრება;
  • სტაფილო ან ვაშლი შეჭამეთ;
  • ცხიმიანი რძე, აუცილებლად თბილი დალიეთ;
  • ბოსტნეულის წვენის ნარევი ჭამის წინ დალიეთ. მაგალითად ჭარხლის და სტაფილოს წვენი;
  • ხმელი კოთხუჯის ფესვები მოხარშეთ და დღეში ნახევარი ჭიქა დალიეთ;
  • შემდეგი ბალახების ნახარშები დიდი სიფრთხილით უნდა დალიოთ: კრაზანა, გვირილა, ფარსმანდუკი, პიტნა და კამა.

მკურნალობის დროს რაღაც ცუდზე ფიქრი და ნერვიულობა არ შეიძლება. ჩვენი განწყობა კუჭის წვენის მჟავიანობაზე გავლენას ახდენს, ამიტომ ყოველთვის რაღაც კარგზე იფიქრეთ და ირწმუნეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ. ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები ნერვული შეტევის დროს ჩნდება, რომელიც წლების მანძილზე მეორდება.

თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ან ძლიერი ტკივილები გაქვთ, კონსულტანციისთვის ექიმს მიმართეთ. თვითმკურნალობა თქვენი ჯანმრთელობისთვის შეიძლება სახიფათო იყოს.