Connect with us

ყვავილები

მებოსტნეების მიერ პატივნაცემი არყის კუპრი: სად და როგორ გამოვიყენოთ

არყის სუნის დავიწყება შეუძლებელია. თუ ერთხელ მაინც არყის კუპრი გამოგიყენებიათ, იცით, რამდენად სპეციფიკური სუნი აქვს. ბებიები ამ ხელმისაწვდომ სამკურნალო საშუალებაზე გიჟდებოდნენ. ბევრი მის გამოყენებაზე უარს სწორედ მძაფრი არომატის გამო ამბობს, ოღონდ არა მეაგარაკეები. ყველაზე გამოცდილები არყის კუპრს ქიმიკატების ნაცვლად მცენარეებისთვის იყენებენ.

კუპრის სასარგებლო თვისებებზე ლეგენდები დადის. დადებით გავლენას მხოლოდ თმასა და კანზე არ ახდენს. მავნებლებთან ბრძოლაში შეუცვლელია.

როგორ გამოვიყენოთ არყის კუპრი მცენარეებისთვის

როგორ დავიცვათ ხეები გაზაფხულზე

დროა, ებრძოლოთ მწერებს და სხვა ცხოველებს, რომლებიც თქვენი ხილის ხეებით პირის ჩატკბარუნებას ცდილობენ. ამისთვის გაზაფხული შესანიშნავი დროა. როგორც კი თოვლი გადნება, ქილა კუპრი ხელში აიღეთ. ჩვარში ამოსვარეთ და ვაშლს, ქლიავს და ბუჩქებს შემოახვიეთ, რომ ჭიანჭველები თავიდან მოიშოროთ.

ტოტი მიწიდან 20-30 სმ სიმაღლეზე შეახვიეთ. 1 თვეში პროცედურა გაიმეორეთ, მაგრამ უკვე წყალში გაზავებული კუპრით (1:1).

როგორ დავაფრთხოთ თხუნელები და სხვა მიწისქვეშა მავნებლები

ჩვრები არ მოქმედებს მიწისქვეშა მავნებლებზე – თხუნელები, მახრასებრნი და თაგვები. აქ, პრობლემა უფრო ღრმად იმალება. ამისთვის მიწაში 0,5 მ სიგრძის მილები ჩადეთ არყის კუპრის და წყლის ნარევით გაავსეთ. მილები ნაკვეთზე თანაბრად გადაანაწილეთ (3-4) და პატარა მღრღნელები აღარ შეგაწუხებთ.

არყის კუპრი კოლორადოს ხოჭოს საწინააღმდეგოდ

თუ პატარა ბოთლ არყის კუპრს 10 ლ წყალში გააზავებთ, დასანამად საჭირო სითხეს მიიღებთ. ასე პომიდორს, ბადრიჯანს, კარტოფილს, ხახვს და ნიორს კოლორადოს ხოჭოსა და სხვა მავნებლებისგან დაიცავთ. მცენარე ყვავილობამდე დანამეთ.

ამავე მიზნით შეგიძლიათ კვლებში ჯოხები ჩაარჭოთ და პერიოდულად არყის კუპრი წაუსვათ.

სასწრაფო დახმარება მცენარეებისთვის

გაზავებული არყის კუპრის ქონა ძალიან კარგია. წყალს დაუმატეთ და რამდენიმე დღე დააყენეთ, რომ ცოტა გაიხსნას. შემდეგ ბოთლში გადაიტანეთ და ნაკვეთის სხვადასხვა ადგილას დატოვეთ. როგორც კი ჭიანჭველების გამოჩენას შენიშნავთ, იმწამსვე გადაასხით.

კუპრი კარგია იმით, რომ ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. პესტიციდებისგან განსხვავებით მწერებს არ კლავს, უბრალოდ მძაფრი სუნით აფრთხობს. შეგიძლიათ ტკიპებისა და კოღოებისგან თავდასაცავად გამოიყენოთ, უბრალოდ ფეხსაცმლის ძირს არყის კუპრი წაუსვით, სანამ ტყეში გაისეირნებთ. ვიმედოვნებთ, ეს ხრიკი გამოგადგებათ.