ყვავილები
მასტერ კლასი: შინაურული ბოსტანი ფანჯრის რაფაზე
გაზაფხული საუკეთესო დროა სახლში ახალი მწვანილის დასარგავად, რომელიც ძალიან მალე თქვენს სუფრას დაამშვენებს! თუ აგარაკი არ გაქვთ (მაშინაც კი, თუ გაქვთ) ოლგა დუმკინოს დეტალური მასტერ კლასი ნამდვილი აღმოჩენა გახდება.
როგორ გავზარდოთ სახლში „სწრაფი“ მწვანილი
სწრაფ მწვანილს უწოდებენ ისეთ მცენარეებს, რომლებიც დათესვიდან ზუსტად რამდენიმე კვირაში მოხმარებისთვის მზადაა. ამ ნომინაციაში ლიდერია წიწმატი და მდოგვი. სასარგებლო მწვანილი შეგიძლიათ ბამბაზე (სალფეთქი), უმიწოდ დათესოთ.
ნუტრიენტების შემცველობით წყალობით წიწმატის და მდოგვის რეგულარული მიღება ორგანიზმს ტონუსს შემატებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს გააუმჯობესებს, კანის, თმის და ფრჩხილების პრობლემებს აღმოფხვრის, დაღლილობას გააქრობს და ორგანიზმს მხნეობას შემატებს.
დარგეთ წიწმატი და მდოგვი
თქვენ დაგჭირდებათ:
- წიწმატის და მდოგვის თესლები
- ლამბაქი მწვანილის გასაზრდელად
- წყალი
- ბამბის ან სალფეთქის ნაჭერი
- საკვები პარკი
ინსტრუქცია წიწმატის სახლის პირობებში გასაზრდელად:
- ლამაზი ჭურჭელი შეარჩიეთ. ჭურჭლის ძირში ბამბა დააფინეთ. ბამბა წყლით დაასველეთ.
- დასველებულ ბამბაზე თესლი თანაბრად მიმოყარეთ. აღმონაცენები თანაბარი რომ იყოს, თესლი წყალში ჩაყარეთ და კოვზით ბამბაზე გადაიტანეთ.
- შემდეგ ჭურჭელს საკვები პარკი გადააფარეთ და ფანჯრის რაფაზე რამდენიმე დღე გააჩერეთ.
- უკვე მეორე დღეს შეამჩნევთ, რომ თესლი გაღვივდა. 2 დღის შემდეგ, როცა მწვანილი პარკზე შეხებას დაიწყებს, პარკი მოაშორეთ. 3-4 დღეში ჭურჭლის ძირში თესლის ნაცვლად საკმაოდ ნაცნობი მწვანე აღმონაცენები გაჩნდება.
- 5 დღის შემდეგ, როცა წიწმატის თესლი გაიზრდება, ამავე ჭურჭელში ფოთლოვანი მდოგვის თესლი დათესეთ. ფანჯრის რაფაზე ნაზი მწვანილის ზრდას თვალყური ადევნეთ.
- როცა წიწმატის აღმონაცენი 5-7 მმ იქნება, შეგიძლიათ საჭმელად მოჭრათ. 1 კვირაში მდოგვიც გამოსაყენებლად მზად იქნება.
რა თქმა უნდა, ერთი შეფუთვიდან გაზრდილი მწვანილი ერთ ვახშამზე გეყოფათ. თუ წიწმატს დიდი მოცულობით დარგავთ, 10 დღეში ერთხელ მულტივიტამინებით მდიდარი მწვანილის ჭამას და დასუსტებული ორგანიზმის დახმარებას შეძლებთ.
როგორ გავზარდოთ ხახვი და ნიორი
ხახვის გაზრდა სახლის პირობებში
ხახვის და ნივრის ახალი მწვანილი ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებით აავსებს და ჰიპოვიტამინოზის (კანის ანთება და აქერცვლა, თმის, ფრჩხილების პრობლემები, დაქვეითებული მეხსიერება და ა.შ.) ნიშნებს გაუმკლავდება.
ხახვის გაზრდა წყალში
ამ საკითხს შემოქმედებითად მიუდექით. იოგურტის და პლასტმასის კონტეინერების გამოყენება საჭირო არაა.
ხახვის ბოლქვი ლამაზ, გამჭვირვალე ჭურჭელში მოათავსეთ, რომელიც სავსე იქნება, მაგალითად, ნიჟარებით. ასეთი კომპოზიცია ჟურნალის მაგიდაზე დადეთ. ხახვმა მწვანილის გასაზრდელად სინათლე აუცილებლად არ სჭირდება, ამიტომ დეკორატიული კომპოზიცია შეგიძლიათ ოთახის ნებისმიერ ადგილას დადოთ და სტუმრების ყურადღება მიიზიდოთ.
ხახვი შეგიძლიათ დეკორატიული მინის კენჭებით სავსე ჭურჭელში მოათავსოთ. დამეთანხმეთ, უჩვეულო და მიმზიდველია?!
ხახვის გაზრდა მიწაში
ასევე ხახვი შეგიძლიათ მიწაში დარგოთ. ოთახის ყვავილისთვის შესაფერისი ფერის ქოთანი შეარჩიეთ და მიწით აავსეთ. ნებისმიერი ბოლქვი შეარჩიეთ და ერთმანეთთან მჭიდროდ ჩარგეთ. შეგიძლიათ გაღვიძებული ბოლქვი აიღოთ, ასე მწვანილს უფრო ადრე მიიღებთ. შეგიძლიათ მძინარე ბოლქვი გამოიყენოთ, რომლის აღმოცენებას ცოტა დიდხანს უნდა ელოდოთ.
როგორ გავზარდოთ ნიორი სახლში
ნივრის მიწაში გაზრდა უფრო მოსახერხებელია. არაფერი რთული არაა. ლამაზი საყვავილე მიწით გაავსეთ, კბილები დარგეთ, ოდნავ ჩააღრმავეთ.
შეგიძლიათ გაღვივება დაწყებული ან მძინარე ნიორი დარგოთ. თუ ნიორი გაღვივების არანაირ ნიშანს არ იძლევა, კბილებს უხეში გარსი მოაშორეთ და მწვანილი ადრე გამოჩნდება. გვერდითა ფოთლები მოჭერით და ასე შუაგულიდან ახალი მწვანილი გამოჩნდება და მოსავლის აღება გაიზრდება.
სასარგებლო ფოჩი – ძირნაყოფს ვაგდებთ
დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ საგაზაფხულო ჭარხლის და სტაფილოს ფოჩი უფრო მეტ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს, ვიდრე ძირნაყოფი. ამ ვიტამინებით მდიდარი ფოჩის მიღება ქრონიკული დაღლილობის, მოთენთილობის, დეპრესიის დამარცხებაში, ნერვების გაძლიერებაში და დასუსტებული იმუნიტეტის მხარდაჭერაში დაგეხმარებათ.
დასარგავად გამოდგება სტაფილო, ჭარხალი, ოხრახუში, ნიახური.
თქვენ დაგჭირდებათ:
- თესლი
- მიწა
- კერამზიტი
- ლამაზი საყვავილე ქოთანი
ინსტრუქცია:
- ქოთნის ძირში კერამზიტი ჩაყარეთ, ზემოდან მიწის ფენა დააყარეთ და წყლით კარგად მორწყეთ.
- შემდეგ ძირნაყოფები ერთმანეთთან მჭიდროდ ჩარგეთ და რამდენიმე დღე გრილ ადგილას გაიტანეთ.
- რამდენიმე დღის შემდეგ ფანჯრის რაფაზე დადეთ და ნაზი მწვანილის აღმოცენებას თვალყური ადევნეთ.
- მწვანილის მოჭრას და სალათებსა და ჩვეულ საკვებში დამატებას შეძლებთ, როცა მისი სიმაღლე 15 სმ-ს მიაღწევს.