Connect with us

ჯანმრთელობა

მარცვლეული ჭარბი წონის მოშორებაში დაგეხმარებათ

თითოეულმა სკოლის მოსწავლემ იცის, როგორი სასარგებლოა ფაფა ორგანიზმისთვის. თუმცა ყველამ არ იცის, რომ მარცვლეული თმაზე, ფრჩხილებსა და კანზე მოქმედი ზოგადი დადებითი გავლენის გარდა წონის კლებას ხელს უწყობს. პრაქტიკულად, ყველა მარცვლეულის ფასი ხელმისაწვდომია, ხოლო მომზადების პროცესი დიდ დროს და ძალას არ წაგართმევთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი მარცვლეულია ყველაზე ეფექტური წონის ჯანსაღად დასაკლებად.

ზოგადად, თითოეული ცნობილი მარცვლეული ვიტამინების და რთული ნახშირწყლების საწყობია. ფაფა, როგორც გარნირი, ადვილად შეიწოვება და ორგანიზმი სწრაფად ნაყრდება. საკმარისია, რამდენიმე კოვზი და ჭამის შემდეგ ფუნთუშის დაყოლების სურვილი მნიშვნელოვნად შემცირდება.

გახდომის მსურველები დიეტის დროს ფაფის მიღებას ეჭვის თვალით უყურებენ, მით უფრო მისი კალორიულობის გათვალისწინებით. გახსოვდეთ, რომ პროდუქტის კვებითი ღირებულება მშრალ პროდუქტზეა მითითებული. მომზადების დროს მარცვლეული იშლება, მოცულობაში იზრდება და აუცილებელი რაოდენობის სასარგებლო მიკროელემენტებს „თითქმის არაფრიდან” შეძლებთ. თუ ნოყიერ გარნირს მოხარშულ თევზს/ხორცს და ბოსტნეულს დაუმატებთ, რამდენიმე საათით შიმშილის გრძნობას დაივიწყებთ.

მარცვლეულის „გამწმენდი“ თვისებების ზედმეტად შეფასება რთულია. მასში შემავალი უხეში უჯრედისი, როგორც ჯაგრისი ორგანიზმს წმენდს და ტოქსინებს და სხვა ნარჩენებს გამოდევნის. ეს ნაწლავების სრულად გაწმენდას ხელს უწყობს. აქედან მოდის სახის ფერის და კანის მდგომარეობის გაუმჯობესება, ბზინვარე თმა, ჯანმრთელი კბილები და ფრჩხილები. არც თუ ისე ცუდი ბონუსი მოხდენილ წელთან, ასე?!

მარცვლეულით გახდომის ყველა უპირატესობის გაცნობიერების შემდეგ გაიგეთ, რომელი მარცვლეულია ყველაზე ეფექტური.

წიწიბურა თავისი სამკურნალო თვისებებით დიდი ხანია ცნობილია. კულტურა მდიდარია B და P ვიტამინებით, ასევე რუტინით და რკინით, რაც სისხლძარღვების საერთო სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს.

ბევრი დაგვეთანხმება, რომ ხორბლის ფაფას ბავშვობის გემო აქვს. პროდუქტი თავისი მკვებავი თვისებებით ცნობილია, ასევე მოხდენილი ფორმებისთვის ბრძოლაში შეუცვლელია. ხორბლის ფაფა შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც განტვირთვის დღის მთავარი კერძი, ასევე დიეტის ნაწილად.

ქერი ორგანიზმს ამდიდრებს ფოსფორით, რაც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს. სწორი მომზადებისას ყველაზე მომთხოვნ გურმანსაც დააკმაყოფილებს. ქერის მთავარი უპირატესობაა სისხლში შაქრის დონის დარეგულირება. ასე დიაბეტიკები ზედმეტი კილოგრამების მოშორებას შეძლებენ.

თუ იდეალური ფორმების მიღება გსურთ, ქერის ბურღულს გვერდს ვერ აუვლით. მის ანტიასაკობრივ და გამაჯანსაღებელ თვისებებს ოდას უძღვნიან. ქერის ბურღულში შედის ამინომჟავა ლიზინი, რომელიც კანის მოქნილობასა და ხავერდოვნებაზე გავლენას ახდენს. მარცვლეული წონის კლების და ამავდროულად გაახალგაზრდავების შესაძლებლობის გამო სათანადოდ უნდა დააფასოთ.