Connect with us

საკითხავი

მარტივი ხსნარი, რომელიც ცხიმს შლის და ტაფას ბზინვარებამდე წმენდს

ბევრ დიასახლისს ტაფის გაწმენდის სირთულე აწუხებს. არა უახლესი ტეფლონის საფარით, არამედ ბებისეული ტაფა, რომელიც კიდევ არა ერთი ათწლეული გემსახურებათ. ფოლადის და თუჯის ტაფიდან ნამწვის და ცხიმის მოშორება ყველაზე რთულია. ოღონდ არა მათთვის, ვინც შემდეგ ხრიკს იყენებს.

ხაზგასასმელია, რომ სასიკვდილო ქიმია ან რეზინის ხელთათმანები არ დაგჭირდებათ. ყველა ინგრედიენტი აბსოლუტურად უსაფრთხოა, როგორც მინიმუმ, გარე გამოყენებისთვის. მით უფრო, სამზარეულოში მარტივად იპოვით!

როგორ გავწმინდოთ ტაფა და ქვაბი სწრაფად

ეს ხრიკი მთელ ინტერნეტ სივრცეს მოედო. ალბათ, „კოკა–კოლას“ ჯადოსნური თვისებების შესახებ გსმენიათ. არა ორგანიზმისთვის, არამედ საოჯახო საქმეებში. კოკა–კოლა ჩვენი მთავარი ინგრედიენტია. მთელი ბოთლი არ გჭირდებათ, მხოლოდ 50 მლ სასმელი. გაითვალისწინეთ, რომ სასმელი ახალი უნდა იყოს, რადგან გაზები მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ამ გაზიან სასმელთან ბევრი ექსპერიმენტია დაკავშირებული. უმეტესობა მათგანი ჟანგის ან ნაქაფის მოშორებას მიზნად ისახავს. როცა საქმე დიდი ხნის წინ გაშავებულ ქვაბს ეხება, მხოლოდ გაზიანი სასმელი ვერ გიშველით. Alltime.ge-ს რედაქცია უფრო ეფექტურ მეთოდს გიზიარებთ.

დაგჭირდებათ:

  • 5 ს/კ სოდა
  • 50 მლ „კოკა–კოლა“

მოქმედების ეტაპები:

  1. პატარა ქვაბში სოდა ჩაყარეთ.
  2. გაზიანი სასმელი დაასხით. აუჩქარებლად დაასხით და აურიეთ. ნარევი უნდა აქაფდეს.
  3. მიღებული ფაფა ღრუბლით ტაფის ან ქვაბის ჭუჭყიან ზედაპირს წაუსვით.
  4. 10 წუთით გააჩერეთ.
  5. ჯერ თბილი წყლით გარეცხეთ, შემდეგ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით. მზადაა!

არა მხოლოდ მარტივი, არამედ ძალიან სწრაფი მეთოდია. ამ ფორმულით შეგიძლიათ გაწმინდოთ გაზქურის და ღუმელის გისოსები, ასევე ზოგიერთი სამუშაო ზედაპირი, რომელიც ცხიმით დაბინძურებულია. სოდა ნახშირორჟანგთან ერთად ცხიმს შესანიშნავად შლის, თან საფარს არ აზიანებს.

Advertisement