სხვა
ლიმონის ძმარი დალაგებისთვის
ინგლისში ამბობენ, რომ როდესაც ცხოვრება გაძლევთ ლიმონს – ლიმონათი უნდა გააკეთოთ, თუმცა თუ სახლში ბევრი ლიმონი გაქვს, მაშინ გენერალური დალაგების მოწყობასაც შეძლებ! არაერთხელ გვითქვამს, რომ ლიმონი სახლის დალაგების დროს საუკეთესო დამხმარეა. ამ სტატიაში კი კიდევ ერთ ხერხს გასწავლით.
როგორ მოვამზადოთ ლიმონის ძმარი
როგორც უკვე მიხვდით, საუბარი ლიმონზე და ძმარზე გვექნება და იმაზე თუ როგორ გამოვიყენოთ ეს კომბინაცია. პირველ რიგში ის უნდა მოვამზადოთ.
დაგჭირდებათ:
- 500 მლ ძმარი
- 2-3 დიდი ლიმონი
- 2 პაწაწინა ტოტი როზმარინი (ან პიტნა)
1. გამოწურეთ ლიმონის წვენი და გადაასხით შუშის ქილაში. ჩაუმატეთ ლიმონის დაქუცმაცებული ქერქი და ცოტა როზმარინი.
2. გააცხელეთ ძმარი ადუღებამდე და ჩაასხით ლიმონის წვენში. კარგად აურიეთ.
3. შემდეგ ჰერმეტულად დახურეთ ქილა, გააჩერეთ დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღებთ საწმენდ საშუალებას.
ამგავრად ძმარი ეთერზეთებით გაჯერდება (რომელსაც ობი ვერ იტანს) და სასიამოვნო არომატსაც დატოვებს. ის აშორებს უსიამოვნო სუნს რომელიც ცხოველების ან სხვადასხვა დაბინძურებებისგან ჩნდება.
მაცივრის, მიკროტალღური ღუმელის, ქურის გასაწმენდად გამოიყენეთ წყალში გაზავებული ლიმონის ძმარი, შეფარდებით 1:2
ფანჯრების ეფექტური წმენდისთვის ლიმონის ძმარი წყალთან 1:1 შეფარდებით გააზავეთ. იგივე შეფარდება დაგჭირდებათ პლასტმასის ბოთლებისა და სხვა ჭურჭლისგან სუნის მოსაშორებლად.
ობი ძალიან ხშირაც ჩნდება სარეცხ მანქანაში. ნუ ჩაყრით იქ ლიმონმჟავას. აჯობებს ერთი ჭიქა ლიმონის ძმარი ჩაასხათ და ტანსაცმლის გარეშე მაღალ ტემპერატურაზე დაატრიალოთ.
ყველაზე სასიამოვნო კი ის გახლავთ, რომ ლიმონის ძმრით ჩატარებული დასუფთავების შემდეგ გარშემო ძალიან სასიამოვნო არომატი ისადგურებს! ის შეგიძლიათ საჭრელი დაფების გასარეცხად, ფანჯრების გასაწმენდად, იატაკის მოსაწმენდად და ნაგვის ყუთის რეცხვისთვისაც კი გამოიყენოთ.