Connect with us

თავის მოვლა

კოსმეტოლოგმა თვითნაკეთი კაკაოს პატჩების გაკეთება მასწავლა

თუ ცოტა ხნის წინ ისიც არ ვიცოდით, რა იყო პატჩები, ახლა ბევრი მას შინაურულ კოსმეტოლოგიაში აქტიურად იყენებს. ყველაფერი მარტივია: თვალების ქვეშ სასარგებლო ნარევებით გაჟღენთილი ორი ტომარა დაიფინეთ, ნახევარ საათში კი მოვლილი კანით დატკბით.

ალბათ, შინაურული პატჩების მომზადების იდეა ბევრს გაუჩნდა. რა თქმა უნდა, ამაში რთული არაფერია. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რით გაჟღინთოთ ბამბის დისკები. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ თვალის პატჩებს კაკაოთი – ხელმისაწვდომი და გავრცელებული პროდუქტი.

როგორ გავაკეთოთ პატჩები კაკაოთი საკუთარი ხელით

დაგჭირდებათ:

  • 2 ჩ/კ კაკაო
  • წყალი
  • ბამბის დისკები

მომზადება და გამოყენება:

1. კაკაოს ფხვნილს თბილი წყალი დაასხით, რომ ძალიან თხელი მასა მიიღოთ. წყალი შეგიძლიათ რძით ან ნაღებით ჩაანაცვლოთ.

2. ბამბის დისკები შუაზე გაჭერით. 2 ბამბის დისკიდან 4 პატჩი უნდა მიიღოთ.

3. თვალების ქვეშ კრემ–გელი ან შრატი წაისვით. ზემოდან კაკაოს ნარევში დასველებული პატჩები დაიფინეთ.

4. 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ მოიშორეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

პატჩებს გამოშრობის საშუალება არ მისცეთ. თუ ხედავთ, რომ შრება, განმეორებით დაასველეთ. შეგიძლიათ ორი გაჭრილი ბამბის დისკი გამზადებული გქონდეთ.

კაკაოს სუპერფუდს ტყუილად არ უწოდებენ. ის მთელი ორგანიზმისთვის სასარგებლოა. პროდუქტს სახის კანსა და კუნთებზე გამაახალგაზრდავებელი და მოსადუნებელი ეფექტი აქვს. უკვე პირველივე პროცედურის შემდეგ შედეგით დატკბით.