სხვა
კლინიკური ფსიქოლოგის მოსაზრება: როგორ არ აჰყავთ ადამიანებს შინაური ცხოველები
ადამიანი და შინაური ცხოველი ყველაზე ერთგული მეგობრები არიან. ამ მეგობრობამ საუკუნეებს გაუძლო, ერთმანეთს ხშირად ვეხმარებოდით. ახლაც კი იპოვით ისეთებს, რომლებსაც საყვარელი ცხოველის გარეშე ერთი დღის გაძლებაც არ შეუძლიათ.
ადამიანი და შინაური ცხოველი
ასეთი გრძნობა ყველას არ აქვს. ზოგიერთი შინაური ცხოველების მიმართ გულგრილია. ამას პრაქტიკული მხრიდან უყურებენ: თითქოსდა შინაურ ცხოველთან ერთად ცხოვრება კომფორტული არაა. თუ უბრალოდ საყვარელ ოთხფეხა მეგობრებთან ღრმა კავშირი არ აქვთ? აქ, ყველაფერი ბუნდოვანია. რთული სათქმელია, ეს კარგია თუ ცუდი. დღეს Alltime.ge ამ საინტერესო თემაზე პრაქტიკოსი ფსიქოლოგის მოსაზრებას გიზიარებთ.
„ჩვენს ბინაში რომელიღაც ოთხფეხა ცხოველი ყოველთვის ცხოვრობდა. ძაღლები, კატები, ზღარბები და ზაზუნებიც კი. მთელი ზოოპარკი იყო და არა ბინა, მაგრამ ძალიან მოგვწონდა. ერთხელ ზაზუნას ერთი ამბავი გადახდა. ქილიდან თავი გაითავისუფლა და დერეფანში გაიქცა. დღემდე წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოახერხა სავენტილაციო მილებს შორის ხვრელში ჩავარდნა. მის წრუწუნზე ყველა მეზობელი მოვარდა“ – ჰყვება ფსიქოლოგი.
ასეთ სიტუაციაში ყველა დახმარებას ცდილობს. მხოლოდ გულქვა ადამიანი რჩება გულგრილი. მაშინ პატარა ზაზუნას დასახმარებლად მთელი სამეზობლო მოვიდა. ის ხომ პატარა, ცოცხალი, ნამდვილი არსებაა და მას დახმარება სჭირდება. ამასთან მოთვინიერებული ცხოველის წინაშე პასუხისმგებლობა გვაკისრია – შინაური ცხოველები თითქმის ბავშვები არიან. როგორც ცნობილია, ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი კარგად იყოს.
სიმართლე რომ ვთქვათ, შინაური ცხოველების ყოლას უამრავი პრობლემა ახლავს. ესაა კვების ხარჯები, მუდმივი გასეირნება, სათამაშოები, მკურნალობა, ასევე გარკვეული საფრთხე. ცხოველი მაინც ცხოველია – მან შეიძლება სახლში ან მეზობლად შპალერი გახიოს ან ვინმეს უკბინოს. და მაინც, ბევრს ეს ხელს არ უშლის, რომ ოთხფეხა მეგობარი სახლში მიიღოს. ყველაფერი იმიტომ, რომ ამას დიდი უპირატესობა და სარგებელი მოაქვს.
რატომ უნდა გყავდეთ შინაური ცხოველები
ბავშვები შინაურ ცხოველებთან ერთად ფსიქიკური და ფიზიკური კუთხით უფრო ჯანმრთელები იზრდებიან. ცხოველის არსებობა ბავშვში ემპათიის, პასუხისმგებლობის და თავდაჯერებულობის განვითარებას ხელს უწყობს. ასევე ბავშვები მათში საუკეთესო მეგობრის პოვნას შეძლებენ. გარდა ამისა, ოთხფეხა ცხოველი სხვადასხვა ბაქტერიების და ვირუსების მიმართ ერთგვარი ვაქცინააა. სხვათა შორის, ეს დიდი ხანია მეცნიერებამ დაამტკიცა.
ოჯახში, სადაც შინაური ცხოველები ჰყავთ, ყველაზე ძლიერი ურთიერთობა ყალიბდება. შინაური ფუმფულები ოჯახის წევრებს აერთიანებს. როგორც ძაღლი, ასევე კატა ჯადოსნური ძალით პატრონის სტრესს აქრობს. საკმარისია, ცხოველი ხელში აიყვანოთ, ცოტა ხელი გადაუსვათ ან თვალებში ღრმად ჩახედოთ. შინაური ცხოველების დახმარებით მოხუცების ჯანმრთელობა გაუმჯობესდება. აიღეთ, თუნდაც ის ფაქტი, რომ საყვარელი ცხოველის ყოლისას გარეთ უფრო ხშირად გახვალთ. ეს კი ყოველთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით ჰიპოდინამიის და მცირე ფიზიკური აქტივობის დროს.
შინაური ცხოველი დეპრესიისგან დაგიცავთ. სავარაუდოდ, ასე იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხალხმა ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდნენ. შეუძლებელია თქვენს მუხლებზე თბილი, ცოცხალი არსება სიხარულს არ გვრიდეთ. შინაური ცხოველი დაგამშვიდებთ, სიყვარულს და სითბოს მოგანიჭებთ. სხვათა შორის, მხოლოდ ძაღლს შეუძლია უანგარო სიყვარული. მისთვის პატრონი ყველაფერია. აი, ასეთია წმინდა, ნამდვილი სიყვარული.
სავარაუდოდ, ადამიანებს, რომლებსაც შინაური ცხოველის ყოლა არ სურთ, უბრალოდ არც უცდიათ. როცა გაიგებთ, თუ რამხელა სიხარულია ოთხფეხა არსებებთან დამეგობრება, უკვე მათ გარეშე ცხოვრებას ვერ წარმოიდგენთ. თუმცა პასუხისმგებლობა არ უნდა დაგავიწყდეთ. თუ ამისთვის ჯერ მზად არ ხართ – არ ინერვიულოთ, დრო მოვა და თავად მოგინდებათ სახლში ვიღაც შეიფაროთ.