Connect with us

სხვა

კვადრატული თუ წრიული სახე? როგორ განვსაზღვროთ სახის ფორმა სწორად

სტილისტები სახისთვის შესაფერის ვარცხნილობას ძირითადად სახის ფორმის მიხედვით ირჩევენ. იმისთვის, რომ სახის ფორმა მარტივად და სწორად განსაზღვროთ ეს ტესტი გამოიყენეთ.

რა თქმა უნდა სახეს გულის ან ამოტრიალებული სამკუთხედი ფორმა ვერ ექნება მაგრამ, სტილისტები ამ შედარებებს მაინც იყენებნ. მოდით გავერკვიოთ თუ რომელ ფორმას მიეკუთვნება თქვენი სახის ოვალი.

1. განსაზღვრეთ სახის ყველაზე ფართო ნაწილი

შეადარეთ 3 პარამეტრი: შუბლის სიგანე, ყვრიმალების სიგანე და სახის ქვედა ნაწილის სიგანე (ყბის ერთი სახსრიდან მეორემდე)

  • თუ ყველაზე ფართო ნაწილი შუბლია, დიდი ალბათობით თქენი სახის ფორმა ამობრუნებული სამკუთხედია
  • თუ ყვრიმალებია ყველაზე ფართო ნაწილი მაშინ შეიძლება წრიული, რომბისებური ან გუსი ფორმის სახე გქონდეთ.
  • თუ სახის ქვედა ნაწილი – მსხლის ფორმის ან წრიული სახე გაქვთ.
  • თუ სახის ყველა ნაწილი მეტ-ნაკლებად ტოლია, დიდი ალბათობით თქვენი სახის ფორმა კვადრატია.

გადადით შემდეგ ეტაპზე!

2. განსაზღვრეთ ნიკაპის ფორმა

თუ თქვენი ნიკაპი მრგვალია, მაშინ მრგვალი, ოვალური ან სამკუთხედის ფორმის სახე გექნებათ.

თუ ოდნავ წაწვეტებული ნიკაპი გაქვთ, სახის ყველაზე ფართო ნაწილი კი ყვრიმალებია, აშინ დიდი ალბათობით თქვენი სახის ფორმა – რომბისებურია. თუ ყველაზე ფართო ნაწილი შუბლია მაშინ ამოტრიალებული სამკუთხედის ან გულის ფორმის სახე გაქვთ.

თუ კვადრატული ნიკაპი გაქვთ, მაშინ თქვენი სახის ფორმა ან კვადრატულია ან ოვალური.

3. განსაზღვრეთ სახის სიგრძე

ერთმნეთს შეადარეთ სახის სიგრძე შუბლის ცენტრიდან – ნიკაპამდე და ყვრიმალების სიგანე:

  • თუ სიგანე სიმაღლეზე მეტია – მაშინ თქვენი სახიე გულის ან წრის ფორმის არის
  • თუ ისინი ტოლები არიან – მაშინ ოვალური, გადმოტრიალებული სამკუთხედის ან კვადრატის ფორმის სახე გაქვთ
  • თუ სიმაღლე სიგანეზე მეტია – მსხლის, გრძელი ოვალის ან რომბის ფორმის სახე გაქვთ.

4. “ორმაგი პიკი” გაქვთ?

ეს ოდნავ უცნაური სახელი – შუბლთან თმის ზრდის ხაზს გულისხმობს. თმის ზრდის ასეთი ხაზი გულის ან ამობრუნებული სამკუთხედის ფორმის მქონე სახეებისთვისა რის დამახასიათებელი და სხვა ფორმის სახეებში იშვიათად გვხვდება.

5. ფინალი

დიდი ალბათობით თქვენი სახის ფორმა რამდენიმე აღწერას ემთხვევა. ეს პრობლემა არ არის, რადგან ქვემოთ თითოეული სახის ფორმა ფოტოებით არის განხილული, ამიტომ შეგიძლიათ თქვენი სახის ფორმა რომელიმე მ

სახის სიგანე სიგრძეზე ოდნავ მეტია, არ აქვს გამოკვეთილი ყვრიმალები და ნიკაპი.

მრგვალი სახე აქვთ: ელიზაბეტ ოლსენს, მილა კუნისს, ქეით აპტონს, ჯენიფერ გუდვინსა და სელენა გომესს.

მოგრძო ოვალი

სახის სიგრძე, მის სიგანეზე შესამჩნევლად დიდია, დანარჩენი პროპორციები რბილია: შუბლის სიგანე ყვრიმალების სიგანეს შეესაბამება, ნუკაბი კი მრგვალია.

ასეთი ფორმის სახე აქვთ: ალექს ჩანგს, მოლი სიმს, ჯოან სმოლს, ლივ ტაილერს, სარა ჯესიკა პარკერს და მეგი ქიუს.

გულის ფორმის სახე

“ორმაგი პიკი” და მკვეთრად წაგრძელებული ნიკაპი – ასე გამოიყურებიან – კეტ გრეჰემი, ელისონ ჰანიგანი, ბლეიქ ლაივლი, კორტნი კარდაშიანი და კერი ვაშინგტონი.

კვადრატი

ფართო შუბლი, ფართო ყვრიმალები, დიდი ნიკაპი. მსგავსი ფორმის სახე აქვთ: კირა ნაითლის, როზარიო დოუსონს, ანჯელინა ჯოლის, ოლივია უაილდს და ლუსი ლუს.

რომბი

სახის ყველაზე გამოკვეთილი ნაწილი ყვრიმალებია. შუბლი და ნიკაპი მცირე ზომისაა. ამგვარი სახის ფორმის მქონეთ დასამახსოვრებელი ნაკვთები აქვთ: ფრიდა პინტო, ჰოლი ბერი, ეშლი გრინი, ვანესა ჰადჯენსი და სელმა ბლერი.

ამობრუნებული სამკუთხედი

ფართო შუბლიდან გამოკვეთილ, წვეტიან ნიკაპამდე: ფორმა გულისას გავს, უბრალოდ ორმაგი პიკი არ გვაქვს სახეზე. კიდევ ერთი ნიუანსი: სამკუთხედი ჩვეულებრივ, უფრო გამხდარს აჩენს სახეს ვიდრე გულის ფორმა.

ვარსკვლავებს შორის მსგავსი სახე აქვთ: სკარლეტ იოჰანსონს, რაშიდა ჯონსს, ძესიკა ზორს, რიზ უიზერსპუნს, ჯენიფერ ლავ ჰიუიტს.

მსხლის ფორმის სახე

იშვიათი ტიპია და ის მცირე ზომის შუბლითა და ფართო სახის ქვედა ნაწილით გამოირჩევა. ასეთი ფორმის სახემი აქვთ: ელი კემპერს, კელი ოსბორნს და მინი დრაივერს.

ოვალი

იდეალური ფორმა რომელზეც უამრავი გოგო ოცნებობს და მის მიღებას როგორც პლასტიკური ჩარევით, ასევე მაკიაჟითაც ცდილობენ. მსგავსი ფორმის სახე აქვთ: პოლა პატტონს, სიენა მილერს, კამილა მელს, ჯესიკა ალბასა და კეტი პერის.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.