Connect with us

თავის მოვლა

ინა+კეფირი+ცილა = ლამაზ, მოელვარე და გლუვ თმას

ინის სამკურნალო თვისებები ძველი დროიდანაა ცნობილი მთელი მსოფლიოსთვის. მას ანტისეპტიკური, გამაძლიერებელი და აღმდგენი მოქმედება აქვს. ხელს უშლის თმისცვენას, აძლიერებს თმის ფოლიკულებს. ასევე, იგი შესანიშნავი საშუალებაა ქერტლის წინააღმდეგ. ინდოელი და ირანელი ქალები ინას თმის მოსავლელად იყენებენ და გამოირჩევიან სქელი და ლამაზი დალალებით.

ალბათ, კეფირის სარგებლის შესახებაც ბევრი გსმენიათ. როგორც ჩანს, ეს სასმელი თმას ძალიან სჭირდება – ესაა სუფთა პროტეინი, იგივე ცილა, რომელიც აძლიერებს, კვებავს, სიცოცხლის ძალით ავსებს, აგლუვებს და აბზინვარებს თმას. თუ დაზიანებული თმის გაცოცხლება გსურთ, გამოიყენეთ კეფირი.

ხოლო კვერცხის ცილა – ვიტამინების ნამდვილი ნაღმია. ქათმის კვერცხის ცილა ვიტამინებისა და მკვებავი ნივთიერებების მარაგია. იგი დიდი რაოდენობით კალციუმს, რკინას, მარგანეცს, თუთიას, A, E, B ჯგუფის ვიტამინებსა და ცილებს.

მხრებამდე სიგრძის თმისთვის, აიღეთ 1 შეკვრა ნატურალური, უფერული ინა, ჩაყარეთ ღრმა თეფშში, დაუმატეთ თბილი ცილა, 2/3 თბილი კეფირი და კარგად ათქვიფეთ ჩანგლით. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი თბილი მასა, რომელსაც საშუალო სისქის არაჟნის კონსისტენცია ექნება.

თუ მასა მეტისმეტად სქელია, დაუმატეთ ცოტაოდენი ცხელი წყალი(2-4 ს.კ.).

ჩაიცვით ისეთი მაისური, რომელიც არ გენანებათ, დაიფინეთ მხრებზე ცელოფანი. დაიტანეთ ნიღაბი ჯერ თმის ძირებზე, შემდეგ კარგად დაიზილეთ თავის კანი და გადაინაწილეთ დარჩენილი მასა თმაზე. დაიფარეთ ცელოფანი, შეიხვიეთ პირსახოცში(გირჩევთ, მუქი ფერისა გამოიყენოთ – ინა საღებავია).

პროცედურის შემდეგ, კარგად დაიბანეთ ხელები, ჩამოიწმინეთ ინა ბამბის დისკით, სახესა და კისერზე. ნიღაბი გაიჩერეთ მინიმუმ 1 საათით, ხოლო მაქსიმუმ – რამდენ ხანსაც გინდათ.

ჩამოიბანეთ ნიღაბი ჯერ თბილი წყლით, ხოლო შემდეგ – შამპუნითა და ბალზამით.

ნიღაბი კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ, რადგან კარგი შედეგი მხოლოდ 3-4 პროცედურის შემდეგ მიიღება. თმის ჭარბი ცვენის შემთხვევაში, იგი კვირაში ორჯერაც უნდა გაიკეთოთ. 5-6 პროცედურის შემდეგ, თავიდან არც ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდება, თმისცვენა სრულად შეწყდება.