Connect with us

ყვავილები

იის გამრავლება ფოთლებით: ამერიკელი სელექციონერების მეთოდი

სხვა პრეტენზიული, ეგზოტიკური მცენარეებისგან განსხვავებით ია ყოველთვის მომწონდა. მას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, მისი სასუქიც იაფი ღირს. ახლახანს, იის გამრავლება ყველაზე მარტივი მეთოდით ვცადე. ნახეთ, რა გამომივიდა!

სინამდვილეში, იის გამრავლება ისეთი ადვილია, როგორც მათი გაზრდა. ამისთვის საბაზისო ბოტანიკური ცოდნა და რამდენიმე პლასტმასის ჭიქა დაგჭირდებათ. ახალგაზრდა მცენარეს კომფორტული პირობები შეუქმენით და უკვე 4,5-5 თვეში ყვავილებით გაგახარებთ.

ჩვეულებრივ, იის ყვავილობას გამრავლებიდან 9 თვეში უნდა ელოდოთ. ამ მეთოდით მცენარე პირველი ყვავილით უკვე 5 თვეში გაგახარებთ. რა არის მისი საიდუმლო?

თქვენ ახალგაზრდა მცენარის ზრდას მნიშვნელოვნად დააჩქარებთ, თუ ფოთოლს ტარამდე გადაჭრით. ამრიგად, ფესვების სისტემის განვითარებას ხელს შეუწყობთ.

პირველ რიგში, გასამრავლებლად შესაფერისი ფოთლები შეარჩიეთ. ფოთოლი არც ძალიან ძველი და არც ახალგაზრდა არ უნდა იყოს. აიღეთ ის, რომელიც ზედა ნაწილთან ყველაზე ახლოსაა.

სუფთა, გაწმენდილი დანით 45 გრადუსიანი კუთხით გადაჭერით. ტარის სიგრძე მინიმუმ 2 სმ უნდა იყოს. ფოთოლი შუაზე გაჭერით (ან როგორც სურათზეა ნაჩვენები).

თუ ფოთოლს გადაჭრით, ის არ გაიზრდება. მთელ ენერგიას ფესვების სისტემის გაზრდაზე დახარჯავს. გადანაჭერ ადგილას აუცილებლად ნახშირი წაუსვით, რომ დაინფიცირებისგან დაიცვათ.

კალამი სველ, ფხვიერ მიწაში (ტორფი და აგროპერლიტი, 1:3 პროპორცია) ჩარგეთ. ამისთვის ფანქრით ჩააღრმავეთ. კალამი ფოთლამდე ჩარგეთ.

თქვენ შეგიძლიათ ერთ კონტეინერში რამდენიმე კალამი ჩარგოთ ან თითოეული ცალ–ცალკე. მცენარეს პოლიეთილენის პარკი დააფარეთ და ნათელ, თბილ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით მოათავსეთ.

მოკლედ, სათბურის ეფექტი შექმენით. რამდენიმე თვეში (თითოეულს ინდივიდუალურად) უკვე როზეტი უნდა შეიქმნას. როგორც კი გაძლიერდება, დედა ფოთოლს მოაშორეთ.

ეს როზეტი იის მიწაში ჩარგეთ. ლამაზი ბუჩქი რომ მიიღოთ, ფოთლები საყრდენებით დააფიქსირეთ. მის გაკეთებას სკრეპებით შეძლებთ.

ახალგაზრდა როზეტი მინი–სათბურში გაზარდეთ, სანამ არ გაძლიერდება. დროთა განმავლობაში მცენარე ჯანსაღ, მწვანე მეგობრად გადაიქცევა, რომელიც ყვავილებით აუცილებლად გაგახარებთ.

იის გამრავლება ავადმყოფი და დასუსტებული მცენარიდან არ სცადოთ. ექსპერიმენტისთვის მხოლოდ ძლიერი, აყვავებული ნიმუში გამოიყენეთ. თუ ცდა გადაწყვიტეთ, შედეგები აუცილებლად გაგვიზიარეთ. თქვენს კომენტარებს ველოდებით!