საკითხავი
იდეები, როგორ გამოიყენოთ ჩაის პაკეტები ხელმეორედ
ჩაის პაკეტი გამოყენებისთანავე სანაგვე ურნაში არ ჩააგდოთ. სახლში ნამდვილად გამოგადგებათ. Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ საინტერესო იდეებს, როგორ გამოიყენოთ ჩაის პაკეტი ხელმეორედ.
ჩაი პაკეტში
ბევრმა არ იცის, რომ ჩაის პაკეტის ორ ნაწილად გაყოფა შეიძლება. ზოგიერთი მწარმოებელი ორ ტომარას აერთიანებს. მათი დაცალკევება მარტივად შეიძლება. ასე უფრო ეკონომიური გამოდის.
განმეორებითი გამოყენება
სახლში ძველი ჩაის პაკეტის გამოყენების ბევრი მეთოდი არსებობს. თან თავის ამოცანას შესანიშნავად ასრულებს. გიამბობთ, რას ვგულისხმობთ.
მაგალითად, მისგან არომატიზატორი შეგიძლიათ გააკეთოთ. პაკეტი თეფშზე დადეთ და გაშრობას დაელოდეთ, შემდეგ ნებისმიერი არომატული ზეთი დააწვეთეთ. მზადაა. სასიამოვნო სუნი დიდხანს გაძლებს.
მავნებლებთან ბრძოლა
სასარგებლო ჩაი ოთახის მცენარეს საძაგელი ცხოველისგან დაიცავს. კატას ქოთანში მიწის ქექვა ძალიან უყვარს. პიტნის ჩაი, რომლის არომატი ცხოველს არ უყვარს, მცენარეს დაიცავს.
ახალი და იაფი პიტნის ჩაის შეფუთვა შეიძინეთ. ჩაი მოადუღეთ, საჭირო რაოდენობის პაკეტები გამოიყენეთ. ოდნავ შეგრილებას დაელოდეთ, შემდეგ ქოთანში ჩადეთ. ასე მცენარეს ფუმფულა ცხოველებისგან დაიცავთ.
ქინქლების მოსაშორებლად ჩაის პაკეტები სამზარეულოში თაროებზე დააწყვეთ. გაშრობის მიხედვით პაკეტები გამოცვალეთ. ასე ჩაის არომატი არ გაქრება და ეფექტი შენარჩუნდება. მშრალი ჩაის პაკეტი ქიმიურ დამატენიანებელს ჩაანაცვლებს. ფეხსაცმლის, მაცივრის ან ნაგვის ურნის უსიამოვნო სუნი დაგავიწყდებათ.
ბიუჯეტური არომატიზატორი
სველი ჩაის პაკეტი თევზს სუნს მოგაშორებთ. თევზის მომზადების შემდეგ საჭრელ დაფას, დანას და ხელს თბილი ჩაის პაკეტი წაუსვით. პრობლემა სწრაფად მოგვარდება.
ჩაის პაკეტი შესანიშნავი სასუქია, ამიტომ მეაგარაკეებმა უნდა მოიმარაგოს. ჩაი კომპოსტის მომზადებას აჩქარებს. გამოყენებული ჩაი საჭირო ადგილას ჩამარხეთ. ჩაი მიწის მჟავიანობას ზრდის, ამიტომ არ გამოიყენოთ მცენარეებთან, რომელთაც მჟავე მიწა არ მოსწონთ.
ჩაის პაკეტი სახლის დალაგებისას დაგეხმარებათ. მინასა და ხის ზედაპირს ჭუჭყს მარტივად აშორებს. ქვაბსა და ტაფას ჩამჯდარი ცხიმისგან წმენდს. როგორც ხედავთ, ჩაის პაკეტის გამოყენების ბევრი მეთოდი არსებობს.