თავის მოვლა
იდეალური წარბები: 7 მთავარი შეცდომა რომელსაც გოგონები უშვებენ
მსხვილი წარბის მოდა თავის წესებს გვკარნახობს – ბევრი ქალბატონი უბრალოდ შეპყრობილია ასეთი წარბის ქონის სურვილით, თუმცა სამწუხაროდ რეალური შედეგი სრულიად განსხვავებული გამოდის. ჩვენ შევაგროვეთ 7 მთავარი შეცდომა რომლებსაც ყველაზე ხშირად უშვებენ.
არასწორად შერჩეული ფერი
ეს ყველაზე ფართოდ გავრცელებული შეცდომაა, რომელსაც ნებისმიერი ლუქის გაფუჭება შეუძლია. წარბები არც ზედმეტად მუქი უნდა იყოს და არც ზედმეტად ღია ან ჟღალი. იდეალურ ვარიანტში წარბი თმის ფერზე 1-2 ტონით მუქი უნდა იყოს.
ტატუაჟი
არასწორად გაკეთებულ ტატუაჟს სახის დამახინჯება შეუძლია. ის ასაკსაც მატებს, ცვლის სახის ფერს და ხშირ შემთხვევაში იაფფასიანად გამოიყურება. რა თქმა უნდა არსებობს ლამაზი შედეგებიც თუმცა ეს რისკად არ ღირს.
არ იკეთებთ კორექციას
იმისთვის, რომ თქვენი წარბები იდეალურად გამოიყურებოდენ აუცილებელი არ არის მათ ფორმა თავად მისცეთ. გარწმუნებთ კარგი ოსტატი ნამდვილად ფლობს წარბის გაოყვანის ყველა წესსა და ხრიკს და შედეგად ძალიან ლამაზი ფორმის წარბებს მიიღებთ, შეიარეთ კორექციაზე და შემდეგ თავად შეინაჩუნეთ მიცემული ფორმა.
იყენებთ უხარისხო პინცეტს
წარბის პინცეტი – ეს უმნიშვნელოვანესი ხელსაწყოა რომელშიც ფული არ უნდა დაგენანოთ. უხარისხო პინცეტს მოჭიდება არ აქვს, ზედმეტად ბასრი კი მოჭიდების დროს ბეწვს შუაზე ჭრის.
ძალიან მაგარი ფანქარი
წარბის ფანქარი რბილი უნდა იყოს რათა მას ძლიერად დაჭერა არ ჭირდებოდეს გახსოვდეთ: ქუთუთოს ყავისფერი, ფანქარი ამ მიზნით არ გამოგადგებათ!
წარბს მაკრატლით იჭრით
კიდევ ერთი პროცედურა რომლის შესრულებაც დამოუკიდებლად გაგიჭირდებათ. ვარცხნიობას ხომ თავად არ იკეთებთ, მაშინ წარბსაც ნუ შეეხებით და ეს საქმე პროფესიონალს მიანდეთ.
ზედმეტად მახვილ კუთხეებს ხატავთ
წარბების შიდან ნაწილი კვადრატული არ უნდა იყოს, აჯობებს მას ტალღოვანი ფორმა ქონდეს. კუთხოვანი ფორმა მაკიაჟს ვულგარულს გახდის, გამოხედვას კი აგრესიულს.