Connect with us

კულინარია

იდეალური გამწმენდი საუზმე მათთვის, ვისაც მუცლის ხშირი შებერილობა აწუხებს

ჩვენ გთავაზობთ მკვებავი და დაბალანსებული საუზმის ვარიანტს, რომლის რეგულარული მირთმევაც დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში, იმუნური სისტემის გაძლიერებასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შლაკებისგან გაწმენდაში.

კერძი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. მისი 1 თვის განმავლობაში მოხმარების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კანის მდგომარეობა და სახის ფერი, თმისა და ფრჩხილების ხარისხი. შეძლებთ 2.5 კგ-მდე დაკლებას, თუ, რა თქმა უნდა, არ გაზრდით დღეში ჩვეულებრივ მოხმარებული კალორიების რაოდენობას.

იდეალური საუზმე

ინგრედიენტები

  • 4 ს.კ. შვრიის ფანტელი
  • 1 ჭიქა კეფირი ან უცხიმო მაწონი
  • 7 ც შავი ქლიავის ჩირი
  • 1 ს.კ. სელის ზეთი ან სელის სრული თესლები
  • 1 ჩ.კ. კაკაო

მომზადება

  1. დაიწყეთ საუზმის მომზადება საღამოს. ქლიავს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი.
  2. შეურიეთ კაკაო, სელი და შვრია. დაუმატეთ მასას რძის პროდუქტი.
  3. დაჭერით ქლიავი და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. შემდეგ მოათავსეთ კერძით სავსე თეფში მაცივარში. დილამდე იგი მზად იქნება მოხმარებისთვის.

გემრიელად მიირთვით!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.