კულინარია
იდეალური ბლინის მომზადების 10 საიდუმლო
ბლინების მირთმევა ყველას უყვარს, მათი ცხობა კი ნაკლებად… ნამდვილად გემრიელი ბლინების მომზადებას და გამოცხობას ბევრი შრომა ჭირდება. იმისთვის, რომ ბლინი იდეალური გამოვიდეს ყურადღება რამდენიმე მომენტს უნდა მიაქციოთ. მიყევით ამ წესებს აუცილებლად გამოგივათ!
როგორ მოვამზადოთ იდეალური ბლინები
1. ყოველთვის ხარისხიანი პროდუქტი აარჩიეთ მის მოსამზადებლად. ბლინის ცომი ძირითადად სამი კომპონენტისგან შედგება: კვერცხი, რძე და ფქვილი. ყურადღება მიაქციეთ კვერცხის ვადას, კვერცხი და რძე ახალი უნდა იყოს. ნუ აირჩევთ ძალიან ცხიმიან რძზეს.
2. დაიცავით სწორი ბალანსი ცომის ინგრედიენტებს შორის, ეს სწორი კონსისტენციის მირებაში დაგეხმარებათ. პირველი ნაბიჯი კვერცხის მწიკვ შაქარსა და მარილთან ერთად ათქვეფაა. აჯობებს კვერცხის ათქვეფა ჩანგლით დაიწყოთ.
ფქვილი ნელ-ნელა დაუმატეთ, ისე, რომ ცომი არ დაკორკოშელავდეს. როდესაც კვერცხს ფქვილთან კარგად აურევთ დააკვირდით ცომს, თუ ზედმეტად სქელი გამოვიდა – ცოტაოდენი რძით გაათხელეთ.
3. აუცილებელია მოცდა იცოდეთ. ეს ეხება როგორც ცხოვრებისეულ სიტუაციებს, ასევე ბლინების ცხობასაც! ყველაზე გემრიელი ცომი ის არის, რომელიც მთელი დღე დააყოვნეს მაცივარში. შეამოწმეთ და დარწმუნდებით.
4. პირველი ბლინი ყოველთვის ულკამაზო გამოდის, ამას ვერაფერს ვუზამთ! მთავარია ცომი იწვება, ნუ იჩქარებთ ამ შემთხვევის გამო თქვენს კულინარიულ შესაძლებლობებს ჯვარი გადაუსვათ.
5. სწორად შერცეული ტაფა – ბლინების წარმატებული ცხობის განუყოფელი ელემენტია. ნუ დაიშურებთ ფულს და შეიძინეთ ბლინების საცხობი ტაფა. ცხოვრებას წარმატებით გაიუმჯობესებთ.
6. ნაკლები ზეთი! იმისთვის, რომ ბლინი გემრიელი გამოვიდეს ისინი ზეთით არ უნდა გაპოხოთ. საკმარისია ტაფას ზეთი უბრალოდ თხლად მოუსვათ.
7. ხილიანი ბლინების იდეალურად გამოსაცხობად – ბლინის გულსართი ხილის სახეობის მიხედვით უნდა მოამზადოთ. მაგალიტად, ვაშლი სასურველია ოდნავ მოხარშოთ ან მოთუშოთ დარიჩინთან ან შაქართან ერთად. ეს ყველა მყარ ხილს ეხება.
8. ბლინის სწორად გადმობრუნებაც ერთგვარი ხელოვნებაა. ისწავლეთ მარტივი გადამწყვეტი მოძრაობების კეთება და ეჭვი ნუ შეგეპარებათ თქვენს უნარებში.
9. ტკბილ ბლინებს ლიმონის წვენი შეასხურეთ. ეს ცომის გემოს გაუსვამს ხაზს.
10. წვრილმანებზე ეკონომიას ნუ გააკეთებთ! თუ ბლინებს გამოაცხობთ, მასზე მოსასხმელად ხარისხიანი შოკოლადი და ღირსეული მურაბა შარჩიეთ. მოამზადეთ გულით და ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.
გამოიყენეთ ეს უბრალო რჩევები და თქვენი ბლინები განსაკუთრებული გამოვა!