ჯანმრთელობა
თქვენს ირგვლივ ყველა გაციებულია? იმუნიტეტის ეს ნარევი ორგანიზმის თავდაცვის უნარებს გაააქტიურებს
ცივ ამინდში ყველა ირგვლივ სურდოს დაავადებებით ავადდება. სურდოს გადადება არავის სურს. სწორედ ამიტომ, დღეს საიდუმლო ხრიკს გიზიარებთ: საზიზღარი ვირუსი რომ არ გადაგედოთ, საკმარისია ნატურალური პროდუქტებისგან სასარგებლო და გემრიელი ნარევი მოამზადოთ.
თქვენ დაგჭირდებათ კოჭა, ლიმონი და თაფლი. მათ არა მხოლოდ სურდოს დაავადებისგან დაცვა, არამედ იმუნიტეტის გაზრდა შეუძლიათ. ნატურალური საშუალება ცხოვრებისეულ ტონუსს აგიმაღლებთ, გონებრივი და ფიზიკური შრომისთვის ძალებს შეგმატებთ. გასაოცარია, მაგრამ ეს შესანიშნავი გასახდომი საშუალებაცაა. ჯანმრთელობის ნამდვილი ელექსირი!
ვიტამინების ნარევი იმუნიტეტისთვის
ინგრედიენტები:
- 120 გრ კოჭის ფესვი
- 4 ლიმონი
- 150 მლ თაფლი
მომზადება:
1. კოჭის ფესვები ქერქისგან გაათავისუფლეთ, შემდეგ სახეხზე გახეხეთ. მასა თასში მოათავსეთ. ახალი ლიმონი ქერქისგან გაათავისუფლეთ და კუბებად დაჭერით. ლიმონი კოჭის ნარევს დაუმატეთ.
2. მასა დააბლენდერეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველაფერი ერთმანეთში თანაბრად აირიოს.
3. ნარევს თაფლი დაუმატეთ. შეგიძლიათ ცოტა მეტი თაფლი დაუმატოთ იმის მიხედვით, თუ თქვენ როგორ გიყვართ.
4. მასა მოსახერხებელ ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ. ჯადოსნური ნარევი მზადაა!
ყოველ დღე 1 ს/კ ნატურალური საშუალება მიიღეთ. ის თქვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს და სურდოს ინფექციების საწინააღმდეგოდ ძალებს შეგმატებთ. გემრიელი ნარევი შეგიძლიათ ჩაის დაუმატოთ – ის არომატული გახდება და თავის სასარგებლო თვისებებს შეინარჩუნებს.
დაე, ძლიერი ჯანმრთელობა გქონდეთ! ახლობლებზეც იზრუნეთ – იმუნიტეტის გასაძლიერებელი რეცეპტი სოციალურ ქსელში ახლობლებს აუცილებლად გაუზიარეთ.