ჯანმრთელობა
თუ ქუთუთოებზე ყვითელი ლაქების გაჩენა შენიშნეთ, იმოქმედეთ დროულად. ეს მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის
თვალის ქუთუთოებზე ყვითელი წამონაზარდი ადრე კოსმეტიკური პრობლემა მეგონა, რომელიც ექიმის დახმარებით უნდა მომეშორებინა. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი გაცილებით უფრო სერიოზულადაა.
თუ თქვენს ან თქვენი ახლობლის ქუთუთოზე ასეთი წამონაზარდი შენიშნეთ, დაუყონებლივ უნდა იმოქმედოთ.
ქუთუთოს ქსანტელაზმა
ერთი შეხედვით უვნებელი წარმონაქმნია, ის ძალიან მკრთალი და თითქმის შეუმჩნეველია. თუმცა, მათი აღმოჩენის შემთხვევაში ექიმთან დაუყონებლივ გაიქეცით.
ქუთუთოს ქსანტელაზმა შეიძლება ათეროსკლეროზის და გულის სერიოზული პრობლემის მანიშნებელი იყოს, მაგალითად, გულის იშემიური დაავადება. დიაბეტი, ჰიპერტონია, გასუქება, ღვიძლის დაავადება ქსანტელაზმის ხშირი თანამგზავრები არიან.
თვალში ასეთი უსიამოვნო წარმონაქმნის მიზეზი ორგანიზმში ლიპიდური ცვლის დარღვევაა, რასაც თავის მხრივ არასწორი კვება, ცხოველური ცხიმების მიღება და შაქრის მაღალი დონე იწვევს.
ცდუნების მიუხედავად, ქსანტელაზმის თვითნებურად მოშორება არ შეიძლება. არანაირი ხალხური საშუალება. ასეთი დელიკატური პროცედურა მხოლოდ ექიმს უნდა ანდოთ.
თავად ცხიმოვანი წამონაზარდი ამაზრზენად გამოიყურება და საფრთხის შემცველი არაა, მაგრამ ორგანიზმში პროცესების სერიოზულ დაღვევაზე მიუთითებს. მასზე ყურადღების მიქცევით ინსულტის და სხვა სასიკვდილო დაავადების თავიდან აცილებას შეძლებთ.
ქსანტელაზმა რამდენიმე მეთოდით შეგიძლიათ მოიშოროთ, მათ შორის ქირურგიული გზით, ელექტროკოაგულაციით ან ლაზერით. თავად პროცედურა საშიში არაა და ნერვიულობად არ ღირს. მთავარია სიტუაცია, რომლის დროსაც ასეთი საშინელი წარმონაქმნი გაჩნდა. სწორედ ამიტომ სისხლის საერთო ანალიზი გაიკეთეთ და დარწმუნდით, რომ ორგანიზმში ყველაფერი წესრიგშია.
უმჯობესია, თუ მიღებული ცხიმების რაოდენობას დაარეგულირებთ, რომ ეს უსიამოვნო დაავადება არ განმეორდეს. დაბალანსებული კვება სხულისთვის ყველაზე დიდ სარგებელს წარმოადგენს.
ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ, თუ ქუთუთოზე ასეთი წარმონაქმნი შენიშნეთ. ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.