Connect with us

საკითხავი

თუ ტანსაცმელში ცხიმის ლაქები ღრმად არის ჩამჯდარი, სანერვიულო არაფერია. მარტივი საშუალება პრობლემას მყისიერად გაუმკლავდება

ტანსაცმელზე ცხიმის წვეთის გაჩენისთანავე ვცდილობთ მის მოცილებას, ოღონდ ლაქა არ ჩაჯდეს და ტანსაცმელი სამუდამოდ არ გააფუჭოს. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ გამოგვდის, რადგან ცხიმიანი ლაქის ამოყვანა საკმაოდ რთულია და ნებისმიერი საშუალება მას ვერ გაუმკლავდება.

ჩვენ გთავაზობთ ცხიმიანი, როგორც ძველი, ისე ახალი ლაქების ამოყვანის რამდენიმე მარტივ საშუალებას.

როგორ ამოვიყვანოთ ცხიმიანი ლაქა ტანსაცმლიდან

1. დააწვეთეთ ლაქას ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ოდნავ გახეხეთ და ჩამოწმინდეთ ძმრის ხსნარში ამოვლებული ღრუბლით, აცადეთ გაშრობა.

2. ძველი ცხიმიანი ლაქა მოაშორეთ შემწოვი ქაღალდის გამოყენებით. ერთი ფურცელი მოათავსეთ დაზიანებული მონაკვეთის ქვეშ, მეორე კი ზემოდან დაახურეთ და დაამუშავეთ უთოთი.

3. ახალ ლაქას მოაყარეთ მარილი, დაელოდეთ 5-10 წუთით, შემდეგ დაფერთხეთ და ისევ მოაყარეთ, აუცილებლობის შემთხვევაში, გაიმეორეთ პროცედურა. თუმცა, უფრო სწრაფი და ეფექტური იქნება მარილის ხსნარი: შეურიეთ მარილი ნიშადურის სპირტს 1:3 პროპორციით და გახეხეთ ლაქა ამ ხსნარით.

4. მოამზადეთ ფაფა მდოგვის ფხვნილისა და წყლისგან, წაუსვით იგი ლაქას, გააჩერეთ 30 წუთით და გარეცხეთ ნივთი თბილი წყლით.

5. ცხიმიან ლაქას ხავერდიდან ამოიყვანს თეთრი პურის რბილობი. დაადეთ პური ლაქას, როცა ცხიმი შეიწოვება, გარეცხეთ ნივთი თბილ მინერალურ წყალში.

6. თუ ნივთის გარეცხვა არ შეიძლება ან შეუძლებელია, წაუსვით ლაქას სახამებელი, ცოტა ხანში მოაშორეთ ფხვნილი ჯაგრისით ან მშრალი ქსოვილით. გაიმეორეთ პროცედურა, სანამ ლაქა არ გაქრება. თუ ლაქა ძველია, ჯერ გაათბეთ ფხვნილი ტაფაზე ან მიკროტალღურ ღუმელში.

ეს საშუალებები აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც ქსოვილის, ისე თქვენი ჯანმრთელობისთვისაც. ნუ გადაყრით ფულს ლაქების ამომყვანში, როცა იმავე ფუნქციას ხალხური საშუალებები შეასრულებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.