Connect with us

ჯანმრთელობა

თუ საუზმეს ამ სასმელით ჩაანაცვლებთ, მუცელი და გვერდები დაახლოებით 1 კვირაში გაქრება.

კეფირი – მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ პოპულარული პროდუქტი, რომელსაც სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. იყო დრო, როდესაც ამ სასმელს “ზეცის საჩუქრად” მოიხსენიებდნენ და ხალხს სწამდა, რომ განსაკუთრებული სოკოსგან დამზადებული რძის ამ ნაწარმის გაჩუქება ან გაყიდვა, თუნდაც საკმაოდ სოლიდურ თანხად, არავითარ შემთხვევაში შეიძლებოდა.

მაინც რა არის ასეთი განსაკუთრებული კეფირში? ამ უბრალო პროდუქტის დახმარებით ნებისმიერი დიეტის ეფექტურობა რამდენჯერმე შეგვიძლია გავზარდოთ და წონის კლების ჯანსაღი პროცესი საგრძნობლად დავაჩქაროთ. თუ როგორ მივაღწიოთ ამ შედეგს, აუცილებლად შეიტყობთ ჩვენს დღევანდელ სტატიაში, თუმცა გარდა წონის კლების პროცესის სტიმულირებისა, კეფირისთვის არაერთი სასარგებლო თვისებაა დამახასიათებელი, რომელთა იგნორირება უბრალოდ არ შეიძლება.

კეფირის სარგებელი ჩვენს ორგანიზმზე

1. რძისგან განსხვავებით, კეფირს გაცილებით უკეთ ითვისებს ჩვენი ორგანიზმში, თანაც მასში საკმაოდ მაღალია ცილების, მინერალებისა და ვიტამინების შემცველობა.

2. საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანებისა და ფუნქციონირების დარღვევის დროს კეფირი მოქმედებს ძლერი ანტისეპტიკის მსგავსად, რომელიც ანეიტრალებს მავნე გარემოს.

3. მონოტონური დიეტების დაცვისას ან ორგანული კვების დროს ორგანიზმში დიდი რაოდენობით საკვები ნარჩენები რჩება, რომელთაც კეფირი თვალის დახამხამებაში გამოდევნის ორგანიზმიდან.

4. მოცემული სასმელი ეფექტურად აღადგენს ნაწლავების ჯანსაღ მიკროფლორას ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ.

5. ცხიმგაცლილი კეფირი ძალზედ ეფექტურია ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირების მოსაწესრიგებლად.

6. კეფირი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მათ შორის A, B და D ვიტამინებს, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლო და აუცილებელი ფეხმძიმე ქალბატონებისთვისაა, რათა ნაყოფი სრულფასოვნად, ნორმალირად განვითარდეს.

7. ეს სასმელი ძალიან სასარგებლოა სპორტსმენებისთვისაც. კეფირი, ცილის მაღალი შემცველობის ხარჯზე, არაჩვეულებრივია კუნთოვანი მასის ზრდის პროცესის სტიმულირებისთვის.

კეფირის სასმელი წონის დასაკლებად

ჭარბი წონა სწრაფად რომ მოვიშოროთ, დიეტოლოგები კვების რაციონში უცხიმო კეფირის ჩამატებას გვირჩევენ. ამ სასმელი ეფექტურობა რამდენჯერმე გაიზრდება, თუ მას სხვადასხვა სასარგებლო ინგრედიენტებთან გავაერთიანებთ. მწვანე კოქტეილი, რომელსაც შედეგად მიიღებთ, გაგიწმენდთ მთელ სხეულს, გაგიუმჯობესებთ კუჭ-ნაწლავის მუშაობას, მოამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, საგრძნობლად დააჩქარებს წონის კლებისა და ცხიმის წვის პროცესს.

ინგრედიენტები:

  • 300 მლ კეფირი
  • ოხრახუში – 3 ღერო
  • კამა – 3 ღერო
  • ქინძი – 3 ღერო
  • 1 კიტრი
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი პილპილი

მომზადება: 

1. მწვანილები კარგად გარეცხეთ, შემდეგ შეამშრალეთ და დაკეპეთ, დააქუცმაცეთ კიტრთან ერთად.

2. დაქუცმაცებულ მწვანილსა და ბოსტნეულს დაასხით ნახევარი კეფირი და კარგად ურიეთ რამდენიმე წუთის განამვლობაში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3. ჩაამატეთ დარჩენილი კეფირიც და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.

4. მზა, ბლანტი კონსისტენციის ერთგვაროვანი მომწვანო ფერის მასა გადაიტანეთ შესაბამისი ზომის ჭიქაში, დაამატეთ მწიკვი მარილი და პილპილი.

ახლადმომზადებული კოქტეილით ჩაანაცვლეთ საუზმე ან ვახშამი, რათა ხანმოკლე დროში, როდესაც სარკეში ჩაიხედავთ, თქვენი ანარეკლით კმაყოფილი დარჩეთ. თუ ამ სასმელის მიღების პარალელურად დღიურ კალორაჟს ოდნავ შემაცირებთ, იტყვით უარს თეთრ ფქვილზე და ტკბილეულზე, მიიღებთ ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით წყალს და დაიცავთ ძილის რეჟიმს, მინიმალურ დროში საოცარი ცვლილებები თვალსაჩინო იქნება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.