Connect with us

თავის მოვლა

თვალის ირგვლივ კანის მოვლა: ყველაფერს სწორად ვაკეთებთ?

Alltime.ge–ს რედაქცია თვალის ირგვლივ კანთან დაკავშირებით ყველაზე პოპულარულ კითხვებზე პასუხს გაგცემთ.

საჭიროა თუ  არა თვალის ირგვლივ კანი, შეიძლება კარგი სახის დამატენიანებელი საშუალება გამოვიყენოთ?

თვალის ირგვლივ კანი ძალიან თხელია, ამიტომ სპეციალურად ამ ზონისთვის შექმნილი საშუალება სჭირდება. პერიორბიტალური ზონისთვის სჯობს გამოიყენოთ სპეციალური კრემი ph-ით, რომელიც ცრემლის ph–თან ახლოსაა. კრემს მსუბუქი ტექსტურა უნდა ჰქონდეს და გამაღიზიანებელ ინგრედიენტებს არ შეიცავდეს. ამ ზონისთვის სპეციალური შრატები და ნიღბებიც არსებობს.

შეიძლება თუ არა კრემის წასმა წამწამების ხაზთან ახლოს?

კატეგორიულად, არა. როგორი კარგი კოსმეტიკური პროდუქტიც არ უნდა იყოს, კონიუქტიურ თაღში მოსახვედრად განკუთვნილი არაა. კოსმეტიკა თვალის ხამხამისას სწორედ აქ ხვდება, თუკი კრემს მასთან ახლოს წაისვამთ.

ზედა ქუთუთოზე კრემის წასმას აზრი აქვს?

მოძრავ ქუთუთოზე კრემის წასმა არ შეიძლება, ის წარბის ქვედა ზოლზე უნდა წაისვათ. მოძრაობის მიმართულება უნდა იყოს ცხვირის ძგიდიდან საფეთქლისკენ.

რამდენად ეფექტურად ამცირებს კოსმეტიკური საშუალება გამოხატულ ნაოჭებს?

დაახლოებით მესამედით. პირველ შედეგს სპეციალური პროდუქტის გამოყენებიდან 2 კვირის შემდეგ დაინახავთ: ხშირად ნაოჭები გაუწყლოებული და ჩამოწელილი კანის გამო წარმოიქმნება. კარგი თვალს კრემი არა მხოლოდ გამომშრალ კანს ატენიანებს, არამედ მყისიერ ლიფტინგ ეფექტს ქმნის.

 რა შეცდომებს ვუშვებთ ხშირად თვალის კანის მოვლის დროს?

  1. პერიორბიტალური ზონიდან მაკიაჟს არასწორად იშორებენ: კოსმეტიკური ხაზების და არა ადეკვატური საშუალებების საწინააღმდეგოდ (იყენებენ საპონს, ტონიკს, სახის და არა თვალის საშუალებას).
  2. მხედველობის პრობლემებს დროულად არ აგვარებენ. შედეგად, თვალიერებისას თვალებს ჭუტავენ.
  3. მზის სათვალეს ბნელ ოთახში ატარებენ.
  4. მზის სათვალის მინის სერთიფიკატს არ ამოწმებენ. დოკუმენტებში ფოტოპროტექტორული თვისებების არსებობა მითითებული უნდა იყოს.
  5. მაკიაჟით იძინებენ.

შეშუპება

დილის შეშუპება, რომელიც დღის მეორე ნახევარში ქრება, ხშირად ორგანიზმის სადრენაჟე სისტემის არასრულყოფილ მუშაობაზე მიგითითებთ. თუ გვიან დაწექით (ბალიშში სახით თავჩარგული), მაკიაჟი არ მოიშორეთ, ძალიან ბევრი კრემი წაისვით ან ზედმეტი ჭიქა ღვინო დალიეთ ან უბრალოდ ძალიან დაიღალეთ, დილით თვალების ქვეშ ტომრებით გაიღვიძებთ. მათი წარმოშობა თავიდან რომ აიცილოთ, ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები გამორიცხეთ და შედეგს დააკვირდით. თუ შეშუპება საღამო ხანს იზრდება, ეს შეიძლება გულის პრობლემების ნიშანი იყოს.

მუქი წრეები თვალების ქვეშ

თვალის ქვეშ სილურჯე მიკროცირკულატორული ნაწილის სტაგნაციის ნიშანია, რომელიც დაღლილობის და უძილობის გამო ხდება. ასევე, შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის, ანატომიური ან ეთნიკური მახასიათებლის შედეგი ან რთული ვენური პრობლემის ერთ–ერთი სიმპტომი იყოს.