ჯანმრთელობა
თეთრი შხამი რომელსაც ყოვედღე მივირთმევთ და ეს მარილი არ გახლავთ!
ერთ-ერთი ყველაზე მავნე ინგრედიენტი რომელსაც რეგულარულად ვიყენებთ ნატრიუმის გლუტამატი Е621 გახლავთ, ის თითქმის ყველა წარმოებულ პროდუქტში გვხვდება, რესტორნები კი მას გემოს გასაძლიერებლად იყენებენ.
ეს დანამატი თეთრი კრისტალიზებული ფხვნილი რომელიც ძალიან გავს შაქარსა და მარილს. მას იყენებენ სოსისებში, ჩიფსებში, სწრაფი მომზადების წვნიანებში, კონსერვებში, ლუდში, გაზიან სასმელებში და ზოგადად უამრავ საკვებ პროდუქტში. ის ნარკოტიკის მსგავსაც მოქმედებს, იხსნება სისხლში და გენებში გემოს შეგრძნებებთან დაკავშირებულ ცვლილებებს იწვევს. დიდებისთვის სადღეღამისო დოზა 1.5 გრამია, ბავშვებისთვის კი 0.5 გრამი.
ყოველწლიურად 200 ათას ტონაზე მეტ ნატრიუმის გლუტამატს მოიხმარენ. მისი გადაჭარბებული დოზის მაჩვენებელია: შაკიკი, მხედველობის დარღვევა, ჰორმონალური დისბალანსი, გულის რევა, თავბრუსხვევა, სისუსტე, ტკივილი მკერდის არეში და ა.შ. ის ჩინური რესტორნის სინდრომის სახელითაც არის ცნობილი.
ეს დანამატი პირველად 1907 წელს, მეცნიერმა იკედა კიკუნაემ იაპონიაში აღმოაჩინა. ის მიხვდა, რომ ნატრიუმის გლუტამატი გემოს აძლიერებს, განსაკუთრებით კი როცა საქმე გაყინულ პროდუქტებს ეხება. ნელ-ნელა ამ დანამატმა დიდ პოპულარობას მიაღწია და დღეს თითქმის ყველა პროდუქტში გამოიყენება.
ნატრიუმის გლუტამატს ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანი მოაქვს. ექსპერიმენტის დროს, თაგვებმა რომლებსაც ნატრიუმის გლუტამატით კვებავდნენ – მხედველობა დაკარგეს. მიუხედავად მავნებლობისა – მწარმოებლები ნაკლებად ზრუნავენ თქვენს ჯანმრთელობაზე და განაგრძობენ მის მოხმარებას, ეს დანამატი მათ გაყიდვების გაზრდაში ეხმარება, ამიტომ სანამ რაიმე საკვებ პროდუქტს შეიძლენთ, აუცილებლად დააკვირდით მის შემადგენლობას.