Connect with us

საკითხავი

თევზის 3 სახეობა, რომელიც უთავოდ იყიდება და ამას მიზეზი აქვს

სუპერმარკეტში არც ერთი ჩემი ვიზიტი რამდენიმე ხეკის ყიდვის გარეშე არასდროს სრულდება. ბოროტმა ენებმა ამ გემრიელ თევზზე რაც არ უნდა თქვან, მას ხშირად ვამზადებ. ძირითადად, ბოსტნეულთან ერთად სოუსში ვთუშავ და სადილზე დიდი ტაფით გამაქვს. გარკვეულ მომენტამდე არასდროს დავფიქრებულვარ, თუ რატომ იყიდება ეს თავი უთავოდ.

ერთხელაც საკითხის შესწავლა გადავწყვიტე და შევძრწუნდი. ჩემი საყვარელი თევზის გარეგნობა მადის აღმძვრელი ნამდვილად არაა. სუპერმარკეტში არა მხოლოდ ხეკი გვხდება უთავოდ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი თევზი იყიდება უთავოდ და რატომ.

ჰეკი – ზვიგენის ნახევარძმა

ამ გემრიელი მტაცებლის გავრცელების არეალია ჩრდილოეთ ატლანტიკა, ხმელთაშუა და შავი ზღვები. ამასთან, 400 მ სიღრმეში თავს მეტნაკლებად კომფორტულად გრძნობს. მთელი ცხოვრების მანძილზე,რა თქმა უნდა, თუ არ დაიჭერენ,  70 სმ სიგრძეს აღწევს და 3 კგ–ზე მეტს იწონის. შთამბეჭდავია, არა?

როგორც უკვე ვთქვით, ხეკი მტაცებელია. ის სხვა, უფრო პატარა თევზებით, ასევე კალმარებით იკვებება. აი, რისთვის სჭირდება უზარმაზარი ხახა ბასრი კბილებით. თავი სხეულთან მიმართებაში მსხვილია. არა მხოლოდ მისი კბილები, არამედ გადმოკარკლული თვალებიც შემაძრწუნებლად გამოიყურება. ნამდვილი ზღვის ურჩხული.

საშიშად მომღიმარი კბილანა

ზღვის კიდევ ერთი მონსტრი, რომლის ჭამაზე ადამიანები უარს არ ამბობენ. ესაა კბილანა. უცნაურია, მაგრამ თევზი გარეგნულად გველს ჰგავს. მისი გაბრტყელებული მოგრძო სხეული სიგრძეში 2,5 მეტრს აღწევს და 50 კგ–ს იწონის. გიგანტური ზომის კბილები უფრო შემაძრწუნებელია, ვიდრე მისი თავი.

კბილანას ძლიერი კბილების რამდენიმე რიგი აქვს: უზარმაზარი კბილები წინ და უფრო პატარა შიგნით. ამის წყალობით კიბორჩხალის ჭურვს და არა მხოლოდ ადვილად უმკლავდება. როგორც ხალხში ამბობენ, კბილანას სჯობს პირში თითი არ ჩაუდოთ.

პალტუსის საზარელი გამოხედვა

ჩვენი შემზარავი ჰიტების გამარჯვებულია წყნარი ოკეანის მკვიდრი პალტუსი. ეს ღრმა წყლების თევზი კამბალასებრთა ოჯახიდან წონაში 400 კგ–ს აღწევს, ხოლო სიგრძეში – 5 მეტრს. პალტუსი უზარმაზარ ბრტყელ სხეულს ფლობს და აბსოლუტურად მახინჯი თავი აქვს. ყველაზე მეტად მისი თვალები მაწუხებს.

მაღალი წნევის, თუ ევოლუციის წყალობით მისი თვალები ორბიტიდან გადახტომას ლამობენ. როცა თევზი ახალგაზრდაა, სიმეტრიური და ნორმალური ზომა აქვს. ასაკთან ერთად პალტუსის თვალი მეორესკენ მიზიდვას იწყებს და თავზე მოძრაობს. ეს საშინლად გამოიყურება და მადის აღმძვრელი ნამდვილად არაა.

დაგვეთანხმეთ, ამ ლამაზმანების შემხედვარე მადას დაკარგავთ. შესაძლოა, კარგიცაა, რომ ასეთი საშინელი თევზი ბაზრობაზე უთავოდ ხვდება. ოდესმე გინახავთ ხეკი, კბილანა ან პალტუსი მთლიანად? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები!