Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ისე ამზადებენ, როგორც ღმერთები

ზოგი სამზარეულოში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, სხვა კი ამ ოთახიდან თავს შორს იჭერს. Alltime.ge-ს რედაქცია გაგაცნობთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშანია საუკეთესო მზარეული.

საუკეთესო მზარეული

მე–12 ადგილი: თხის რქა

ბოლო ადგილი თხის რქას შეხვდა არა უნიჭობის, არამედ მომზადების პროცესი სიძულვილის გამო. რა თქმა უნდა, დიდი სურვილის შემთხვევაში შეუძლია სტუმრები გაახაროს კულინარიული შედევრებით, როგორიცაა ბუტერბროდები ან შემწვარი კარტოფილი. თუმცა ეს მაქსიმუმ ათას წელში ერთხელ ხდება. უბრალოდ ეზარება.

მე–11 ადგილი: ქალწული

ზოგჯერ ქალწულს ფაფის მომზადებაც უჭირს ისე, რომ ქვაბის ძირი არ დაეწვას. ზოგჯერ ისე ხდება, რომ დიდი შთაგონება ეწვევა და დიდებულ სუფრას შლის. თუმცა ხშირად ქალწული ზედმეტად დაკავებულია, რომ რამე მოამზადოს, ამიტომ მიტანის სერვისი მისი საუკეთესო მეგობარია.

მე–10 ადგილი: ტყუპები

ტყუპები კერძების მომზადებაზე საერთოდ არ წუხან. თუ წახემსება სურს, შეუძლია უბრალოდ პელმენი მოხარშოს და ადგილობრივ რესტორანში წავიდეს. თუმცა მის მიერ წარმოუდგენლად გემრიელად მოხარშული მაკარონის გამო შექება უბრალოდ სჭირდება.

მე–9 ადგილი: ლომი

ლომი თავისებური ბუნებისაა. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს აუცილებლად სჭირდება შთაგონება, რომ სამზარეულოში შევიდეს. ხშირად ისე ხდება, რომ იტალიურ რესტორანში დიდებული ვახშმობის შემდეგ პურის გასახუხებლად ძალები ემატება.

მე–8 ადგილი: თევზები

თევზები მარტივი და უპრეტენზიოა. მოხარული იქნება, თუ პარტნიორი შემწვარი კვერცხით და ბეკონით გაახარებს. თავის მხრივ, თევზსაც უყვარს მარტივი კერძებით ახლობლების გახარება.

მე–7 ადგილი: მშვილდოსანი

მშვილდოსანი პრაქტიკულად არასდროს შედის სამზარეულოში, რომ საკუთარი თავისთვის რაიმე მოამზადოს. თუმცა სხვებისთვის ეცდება გააკეთოს. მშვილდოსანი მზადაა რამდენიმე საათი გაზქურასთან გაატაროს, რომ საყვარელ ადამიანს ღიმილი მოგვაროს.

მე–6 ადგილი: ვერძი

კერძების მომზადების მოყვარულთა რეიტინგში ცენტრალური ადგილი ვერძს ტყუილად არ უკავია. ვერძი ძალიან მომთხოვნია. თუ დარწმუნებულია, რომ ხბოს სტეიკი ათეულს ვერ მიაღწევს, რესტორანში წავა. სახლში კი წვნიანს ან ბორშს მოამზადებს, რომ ნამდვილად გემრიელი გამოვიდეს.

მე–5 ადგილი: სასწორი

სასწორს ძალიან უყვარს სამზარეულოში მყუდრო საღამოს გატარება, ფქვილ ამოსვრილი და შინაურული კეტჩუპით. თუმცა მას კომპანიონი სჭირდება. მომზადება აუცილებელი არაა, უბრალოდ გვერდით უნდა იჯდეთ და ატმოსფეროს მხარი დაუჭიროთ.

მე–4 ადგილი: მერწყული

მერწყული კერძების მომზადებისგან ნამდვილად სიამოვნებას იღებს. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რისი გაკეთებაა საჭირო: კონსერვის მოხუფვა თუ ფარშირებული კურდღლის გამოცხობა. მართალია, ყოველთვის ისეთი გემრიელი არ გამოდის, როგორც დაგეგმა, მაგრამ ერთი წვეთითაც არ დარდობს.

მე–3 ადგილი: კირჩხიბი

კირჩხიბი ექსპერიმენტების ნამდვილი მოყვარულია. თუნდ პური არ აჭამოთ და ახალი გიჟური რეცეპტის მოფიქრების საშუალება მიეცით. კირჩხიბს თავისი კულინარიული შედევრებით სხვების გაოცება და შოკირება უყვარს.

მე–2 ადგილი: კურო

ჩვეულებრივ, კურო კულინარიულ მიზანსწრაფვას ნაადრევი ბავშვობიდან გრძნობს. ხშირად მისთვის უფრო საინტერესოა ბებიასთან ერთად ცომის მოზელა, ვიდრე მეგობრებთან ერთად ეზოში თამაში.

1–ლი ადგილი: მორიელი

ჩვენს კულინარიულ ჰოროსკოპში დამსახურებული პირველი ადგილი მორიელს შეხვდა. ამბობენ, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის მიერ მომზადებულ კერძებთან ფრთხილად უნდა იყოთ. საქმე იმაშია, რომ ღვთაებრივი გემო შეიძლება სამუდამოდ შეგიყვარდეთ და გული ნიჭიერ მზარეულს მისცეთ.

ახლა უკვე იცით, რომელი ზოდიაქოს ნიშნები გაგაოცებთ კულინარიული შედევრებით. შესაძლოა, ეს ასტროლოგიური რეიტინგი მეორე ნახევრის წარმატებულად პოვნაში დაგეხმაროთ.