Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები რომლებიც ზედმეტ ემოციებს არ გამოხატავენ

ზოდიაქოს ყოველი ნიშანი თავისებურად გამოხატავს ემოციებს: ზოგი ბევრს ლაპარაკობს და ხელებით ჟესტიკულირებს, ზოგი უბრალოდ შეხედავს მოსაუბრეს და ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს ფეხქვეშ მიწა გამოეცალოთ. დღეს ზოდიაქოს იმ ნიშნებზე მოგითხრობთ, რომლებიც ბევრი ლაპარაკით არ გამოირჩევიან და გაბრაზებისას ყველა პრობლემას მზერითა და “წარბის აწევით” აგვარებენ:

მორიელი – ყველაზე მისტიური ზოდიაქოა, მას არაჩვეულებრივი ინტუიცია აქვს, ის ერთი შეხედვით კითხულობს ოპონენტებს, კონკრეტული ადამიანის შესახებ აზრის ჩამოსაყალიბებლად მათ დიდი დრო არ ჭირდებათ, თუმცა ამ აზრის სხვებისთვის გაზიარებას მორიელები საჭიროდ არ თვლიან. ამ ნიშნის წარმომადგენლები საიდუმლოებით არიან მოცულნი ამიტომ მათი ჭეშმარიტი ფიქრების გაგება ძალიან რთულია.

თუ მას გააბრაზებთ, მისი საპასუხო მზერა ფეხქვეშ მიწას გამოგაცლით. მორიელებს ყველაფრის კონტროლი უყვართ და არ აიტანენ თუ მის წინააღმდეგ წახვალთ, ამ მომენტში მის თვალებში შურისძიების გეგმას ამოიკითხავთ.

თხის რქა – საკუთარი სამსახურის ფანები არიან. ძალიან მიზანსწრაფულები და ამბიციურები, კარიერულ კიბეზე ასვლის შანსს ხელიდან არასდროს უშვებენ. თუ თხის რქა სამსახურის ან მისთვის მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას შეგამჩნევთ – ის ცივი და ბოროტი მზერით დაგასაჩუქრებთ. თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ მას ადამიანების წინაშე ნუ დაამცირებთ და ნურც მის გასულელებას ეცდებით – ამას თხის რქა არასდროს გაპატიებთ.

კუროების წყობიდან გამოყვანა ძალიან რთულია, თუმცა თუ უარყოფით ემოციებს თავისუფლებას მიანიჭებენ ისინი – გაცეცხლებულ ხარს ემსგავსებიან. გაბრაზების დროს როგორც წესი, კუროები უხვსიტყვიანობით არ გამოირჩევიან. თავიდან ის ჯერ ცივი მზერით დაგაჯილდოვებთ, მაგრამ თუ დროულად ვერ მიხვდებით საქმის არსს, ეს მზერის სიცივე ცეცხლად გადაიქცევა.

რაც შეეხება კირჩხიბებს – ძალიან თბილი და გულისხმიერი ადამიანები არიან, რომლებსაც სახლი და ოჯახი ძალიან უყვართ. აფასებენ ოჯახურ სიმყუდროვესა და ბედნიერებას, ამიტომ თუ ამ სიწმინდეებს შეეხებით მისი გაყინული და გამჭოლი მზერა გაიძულებთ მიწა გახეთქოთ და შიგნით გაუჩინარდეთ.

წყლის ნიშნები საკმაოდ მგრძნობიარეები არიან, ზოგჯერ შეიძლება ელემენტარულ წვრილმანზე გაგიბრაზდნენ და მტრების სიაში შეგიყვანონ თან ისე, რომ არც კი გაგაფრთხილონ. ჯერ სულიერ კავშირებსა და საუბრებს უბრალო ფამილიარობით ჩაანაცვლებენ, შემდეგ კი უბრალოდ დაგივიწყებენ და დაგაიგნორებენ.

ქალწულები – მათ უყვართ როდესაც ყველაფერი სწორად და იდეალურად არის, მათ შორის მათ საახლობლო წრეშიც. საკმაოდ დაკვირვებულები არიან და ურთიერთობისას ყველა წვრილმანს ამჩნევენ. ისევე როგორც თხის რქები – სამუშაოს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, ამიტომ თუ ვინმე ამ ასპექტების შესახებ რაიმე სისულელეს იტყვის, წილად ქალწულის გამყინავი მზერა და აწეული წარბი ერგებათ. მათთან საუბრისას აჯობებს სიტყვებს კარგად დაუფიქრდეთ და მაქსიმალურად დალაგბულად ისაუბროთ!