Connect with us

ჯანმრთელობა

ვიხსნით სათვალეს – სამუდამოდ!

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მხედველობა არა თვალის ბროლზე არამედ მის გარშემო არსებული კუნთების ძალაზეა დამოკიდებული. ისევე როგორც ტანის კუნთების ტონუსში მოყვანაა შესაძლებელი ფიზიკური სავარჯიშოებით, ჩვენ თვალის კუნთის განავითარებაც შეგვიძლია.

თუ ადამიანი ფეხს იტკენს და უნარშეზღუდულთა სავარძელში ჩაჯდება, დროთა განმავლობაში მას ფეხების დამორჩილება გაუჭირდება. ასევეა თვალებთან დაკავშირებით. როდესაც სათვალის ტარებას ვიწყებთ, მხედველობა დროდადრო უარესდება. ამიტომ საჭიროა შეძლებისდაგვარად უარი ვთქვათ სათვალეზე და დავიწყოთ თვალების ვარჯიში, ამაში კი ქვემოთ მოყვანილი ცხრილი დაგეხმარებათ.

რა თქმა უნდა არსებობს სიტუაციები როდესაც სათვალის ტარება მართლაც აუცილებელია, თუმცა უმეტეს შემთხვევებში მათგან თავის დაღწევა შეიძლება თუ აქტიურ ვარჯიშს დაიწყებთ მხედველობის აღსადგენად!

მხედველობის აღსადგენად ასევე მნიშვნელოვანია:

  • თავი აარიდოთ თვალების დატვირთვას, იძინოთ დღისით (ან უბრალოდ რამდენიმე წუთით დახუჭოთ თვალები ყოველ 2-3 საათში)
  • გააკეთოთ თვალის ვარჯიშები, გამოიყენოთ ცხრილი 16 სავარჯიშოსგან.
  • უარი თქვეთ სათვალეზე (თუ მხედველობა მკურნალობას ექვემდებარება
  • გაიკეთოთ თვალის მასაჟი სპეციალურ წერტილებში

თავიდან ორი თითის ბალიშით (საჩვენებელი და შუა თითის) მსუბუქად დააწექით თვალის კაკლებს 8 ჯერ. დაჭერის ძალა ისეთი უნდა იყოს, რომ ტკივილის შეგრძნება არ გამოიწვიოს. შემდეგ საჩვენებელი თითების ბალიშებით ზემოთ მოცემულ ფოტოზე ნაჩვენებ წერტილებს – ორ-ორჯერ დააჭირეთ.

  • დაიცავით დღის რეჟიმი (დაწექით 10 საათზე და ადექით მზის ამოსვლამდე)
  • ისეირნეთ სათვალის გარეშე და იყურეთ სივრცეში.
  • დაიცავით დიეტა (უარი თქვთ ცხიმიანზე, ცომეულზე, შემწვარზე, მარილიანსა და შებოლილ პროდუქტზე), გამოიყენეთ სტაფილოს წვენი ზეითუნის ზეთის რამდენიმე წვეთით, მიირთვით მოცვი.
  • დაიბანეთ თვალები თბილი წყლით
  • უარი თქვით კომპიუტერთან ჯდომაზე საღამოს 7 საათის შემდეგ
  • თავი მოარიდეთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვასა და სტრესს.