Connect with us

ჯანმრთელობა

ვისთვის არ შეიძლება პომიდორი

ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ პესტიციდებისა და ნიტრატების გარდა ბოსტნეულს არანაირი ზიანი არ მოაქვს, რადგან ისინი სასარგებლო ნივთიერებების წყაროს წარმოადგენენ და მათ საკვებად უხსოვარი დროიდან იყენებენ. მაგრამ ყველა ბოსტნეული ნამდვილად არ გამოიყენებოდა ჩვენი წინაპრების სუფრაზე, მათ შორის არც პომიდორი ყოფილა! შეგვიძლია სრულიად დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ თანამედროვე ორგანიზმი ბოლომდე შეეჩვია ამ პროდუქტს?!

ბოსტნეულის მავნე თვისებები

იგულისხმება პომიდორი, კარტოფილი, წიწაკის ყველა სახეობა, ბადრიჯანი – ეს ბოსტნეული ყველას უყვარს. თუმცა ვიტამინებისა და მიკროელემენტების გარდა ისინი მავნე ნივთიერებებსაც შეიცავენ, მაგალითად სოლანინს. ეს გახლავთ ალკალოიდი რომელიც კუჭის, თავისა და სახსრების ტკივილების პროვოცირებას, ძილის დარღვევებს, გაღიზიანებას და საჭმლის მონელებისა და გულის მუშაობის დარღვევებს იწვევს.

კალციტრიოლი – ვიტამინი D3-ის აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც ორგანიზმის კალცის აქტიურ ათვისებაში ეხმარება, მაგრამ ზედმეტად ბევრი კალცი მის დაგროვებას იწვევს რბილ ქსოვილებში. ეს კი გულ-სისხლძარღვთა დაავდებებს და სხვა დარღვევებს პროვოცირებს.

ბევრი მედიცინის მუშაკი თვლის რომ ეს ბოსტნეული მაქსიმალურად უნდა შამციროთ რაციონში. უნდა იცოდეთ, რომ თამბაქოც მათ სიაშია და ის თანაბრად ვნებს ყველას ორგანიზმს! ამიტომ თუ ეწევით დროა ამ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაზე იფიქროთ.