Connect with us

ჰოროსკოპი

ვენერა მშვილდოსანში: ქალწულებო იყავით მარტო, მერწყულებო – მეგობრები სოციალურ ქსელში ეძებეთ

დაიწყო ზამთარი. ქუჩაში შესაძლოა ცივა, თუმცა პირად ურთიერთობებში ნამდვილი ცეცხლოვანი ზაფხული იწყება. 15 დეკემბერს სიყავრულის, სიამოვნებისა და სილამაზის პლანეტა ვენერა ცეცხლოვან მშვილდოსანში გადავიდა – ყველაზე ველურ და ოპტიმისტურ ზოდიაქოს ნიშანში…

ვერძი

წესით თქვენს შემდგომ გატაცებად ვინმე ისეთი უნდა იქცეს, ვინც თქვენი ჩვეული წრიდან არ არის ან სულაც შორ მანძილზე ცხოვრობს. თუ ჩვეულებრივ მსუბუქი ინტრიგების მიმართ გულგრილი ხართ, ამჯერად წინ სწორედ ასეთი ურთიერთობა გელოდებათ.

კურო

ეს ტრანზიტი თქვენ რუქაზე მერვე სახლს ააქტიურებს. ეს ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში დაძაბულობა გელით. მიუხედავად მშვლდოსნის არასაიმედო რეპუტაციისა, გაცილებით მაღალი შანსი გაქვთ სერიოზული ურთიერთობები დაიწყოთ, რადგან ეს თქვენთვის ინტენსიური, ღრმა ემოციური გარდასახვის პერიოდი იქნება. მშვილდოსანი კვლევის ნიშანია, თქვენს თავში დაიწყებთ ძიებას და ბევრ რამეს გაიგებთ საკუთარი თავისა და ურთიერთობების შესახებ. ვენერა ფინანასებსაც მართავს, მერვე სახლი კი მართავს – მემკვიდრეობას, ასე რომ მალე შეიძლება მოულოდნელი კაპიტალიც გაგიჩნდეთ.

ტყუპები

ეს სეზონი შესანიშნავია პარტნიორის ძებნისთვის. ვენერას მშვილდოსანში გადასვლა თქვენს რუქაში ურთიერთობების ზონას ააქტიურებს. თუ თავისუფალი ურთიერთობები გაინტერესებსთ ან პარტნიორთან ერთად ცხოვრებაზე გსურთ საუბარი – შესანიშნავი პერიოდია! ურთიერთობები რომანტიკით იქნება სავსე, ასევე მეგობრებთან და კოლეგებთან არსებული ურთიერთობებიც ჰარმონიული გახდება.

კირჩხიბი

დროა საკუთარ თავს მეტი ყურადღება დაუთმოთ. თქვენი რუქის მეექვსე სახლი გააქტიურდება რომელიც ჯანმრთელობას მართავს. მოახდინეთ თქვენი ცხოვრების რეორგანიზება. დახარჯეთ ფული ახალ თავის მოვლის საშუალებებზე ან ვირტუალური კულინარიის მასტერკლასი შეიძინეთ რათა ჯანმრთელი საკვების მომზადება დაიწყოთ.

ლომი

ეს ტრანზტი მხოლოდ საუკეთესოს მოგიტანთ. სიყვარულისა და სიამოვნების პლანეტა თქვენი რუქის მეხუთე სახლს ააქტიურებს ის კი რომანტიკის, სექსისა და მხიარულების სახლია, შესაბამისად თქვენი პირადი ცხოვრებაც გაუჯობესდება. ამ პერიოდში ქარიზმასა და თვითრწმენას ასხივებთ, თქვენი ვერ შემჩნევა შეუძლებელია. თუ ერთი ღამის სექსს ეძებთ პირადი შეტყობინებები შეამოწმეთ. ხოლო თუ რაიმე სერიოზულს ეძებთ ამ პერიოდში პოტენციური პარტნიორის პოვნის დიდი შანსი გაქვთ. ეს წელი თქვენთვის ძალიან ქაოტური იყო და ეს ტრანზიტი ყველაფერს დააბალანასებს, რაც ნამდვილად დაიმსახურეთ.

ქალწული

ამ პერიოდში ქალწულები თავს შებოჭილად გრძნობენ. სახლში ჯდომას და ოჯახურ ურთიერთობებზე კონცენტრირებას ამჯობინებთ იმის ნაცვლად, რომ საზეიმო წვეულებაზე იოცნებოთ. თუ მარტო ხართ შესვეება გამოაცხადეთ და არავისთან დაიწყოთ ახალი ურთიერთობები.

სასწორი

თქვენ და მშვიდოსანს ერთი საერთო გაქვთ – არასაიმედო ადამიანის რეპუტაცია. ორივეს შესახებ ცნობიალია, რომ ერთდროულად შეიძლება ასი ადამიანი გიყვარდეთ. თქვენს ნიშნებში არსებული შეთავსება ამ ტრანზიტს თქვენთვის სასიკეთოდ აქცევს. შეგიძლიათ უამრავ ადამიანს ეურთიერთოთ, დაკავდეთ სექსით და იდეალური შთაბეჭდილება მოახდინოთ პრველ პაემანზე.

მორიელი

ვენერა თქვენი ნიშნიდან გადავიდა თუმცა თქვენს პირად ცხოვრებაზე ნუ ინერვიულებთ. თუ ვინმე განსაკუთრებულს შეხვდით გახსოვდეთ, რომ ნამდვილი გრძნობებისა და ახალი ურთიერთობებისთვის შესანიშნავი პერიოდია. ეს ტრანზიტი ვინმე საინტერესოს პოვნისთვის კარგი პერიოდია, ის ხანგრძლივ და სერიოზულ ურთიერთობებზე დაგაფიქრებთ. თქვენი რუქის ფინანასური ზონაც ახლაც აქტიურდება, ელოდეთ ბონუსს ან ხელფასის მატებას.

მშვილდოსანი

ვენერა თქვენს ნიშანშია და შესანიშნავ ვიბრაციებს ასხივებთ: კარგად გამოიყურებით, თავს შესანიშნავად გრძნობთ და ეს ყველაფერი შესანიშნავია! ადამიანები თქვენსკენ მოისწრაფიან და სიყვარულით გავსებენ, თქვენ კი ეს ყველაფერი ძალიან მოგწონთ! შესანიშნავი პერიოდია იმიჯის შეცვლისთვის!

თხის რქა

ვენერა მშვილდოსანში თქვენი რუქის მეთორმეტე სახლს ააქტიურებს, რომელიც იზოლაციასა და ციკლების დასასრულს მართავს. ყოფილი შეყვარებულები ბრუნდებიან თქვენს ცხოვრებაში და დროა ზოგიერთი გადაუწყვეტი პრობლემა გადაწყვიტოთ. მოიშორეთ ყველაფერი ძველი და არასაჭირო. როდესაც ვენერა თქვენს ნიშანში შემოვა – სასწაულების გაკეთებას შეძლებთ!

მერწყული

თვქენი სოციალური ცხოვრება აყვავების პორცესშია. ვენერა მშვილდოსანში თქვენს სოციალურ ზონას ააქტიურებს. ამიტომ მიმოწერების, ახალი მეგობრების და ბევრი ურთიერთობების პერიოდი იწყება! თვქენ უცნაურობითა და ექსცენტრიულობით ხართ ცნობილი და ამით უნიკალურ ადამიანებს მოიზიდავთ. დატკბით ამ პერიოდით!

თევზები

თქვენი სამსახურებრივი ცხოვრება გაუმჯობესდება. ვენერა თქვენს რუქაში კარიერისა და საზოგადოებრივი იმიჯის სექტორს გაააქტიურებს, თუ რაიმე სერიოზული განზრახვები გაქვთ დროა მათ შესრულებას შეუდგეთ. ამ პერიოდშ იოლად შეძლებთ ხელმძღვანელობის გაოცებას. თუ ამ პერიოდს კარგად გამოიყენებთ შეიძება ხელფასის მატებას ან დაწინაურებასაც გამოჰკრათ ხელი!