ჰოროსკოპი
ვენერა და ნეპტუნი ოქტომბერში 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებას შეცვლის
ზოდიაქოს ნიშნების მფარველი პლანეტების ასპექტებმა შეიძლება ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები შეიტანონ და შეცვალონ ყველაფერი, რაც ურყევი ჩანდა. 2020 წლის ოქტომბერში ვენერას და ნეპტუნის დაპირისპირება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ.
18 ოქტომბრიდან ვენერა ნეპტუნის ოპოზიციაში იქნება. ორივე პლანეტა ცხოვრებაში აურზაურს შემოიტანს. ვენერა სიყვარულში ჰარმონიის მოპოვებაზე, ფინანსური კეთილდღეობის მიღწევასა და რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზეა პასუხისმგებელი. ნეპტუნი ილუზიებსა და სიამოვნებაზეა პასუხისმგებელი, ასევე პოტენციალის და სხვებისგან უხილავის დანახვაში გეხმარებათ.
ამ პლანეტების დაპირისპირება მშვილდოსნის, მერწყულის, თევზების, კუროს და სასწორის ცხოვრებაზე გავლენას იქონიებს. პლანეტების ენერგეტიკა ოცნებას და ფანტაზიას გააძლიერებს, შემოქმედებას ხელს შეუწყობს, გრძნობებში დაბნეულობას შემოიტანს.
18-22 ოქტომბრის პერიოდმა წარმატებულად რომ ჩაიაროს, ასტროლოგებს მოუსმინეთ. ასტროლოგიური პროგნოზის გათვალისწინებით უსიამოვნებებს თავიდან აცილებას და ბედნიერების მიღწევას შეძლებთ.
მშვილდოსანი
ასტროლოგები გირჩევენ, სიფრთხილე გამოიჩინოთ, რომ საჭირო დროს თავი არ დაკარგოთ და ილუზიებს დევნა არ დაუწყოთ. პლანეტების ასპექტი შეიძლება საქმესა და პირად ცხოვრებაში შეცდომის დაშვების მიზეზი გახდეს, ამიტომ თითოეული ნაბიჯი და წარმოთქმული სიტყვა კარგად აწონეთ.
მერწყული
მზად იყავით, რომ ყველა საიდუმლოს ფარდა აეხდება. ინფორმაცია ისე განკარგეთ, რომ ამან სარგებელი მოგიტანოთ და არა იმედგაცრუება და ზარალი. პირადი საიდუმლოებებიც ზედაპირზე ამოვა, ანუ არაკეთილმოსურნეებისგან თავდასაცავდ საკუთარ თავთან კომპრომისი არ ღირს.
თევზები
ვენერას და ნეპტუნის რომანტიკული ასპექტი თევზებს ახალ ნაცნობობას და სიყვარულს პირდება, თუმცა თავი არ დაკარგოთ და ემოციებში არ გადაეშვათ. პირველი შთაბეჭდილება შეიძლება მცდარი იყოს. შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ, თუ წინათგრძნობას ან გულის ხმას არ ენდობით.
კურო
საეჭვო გარიგებებს, ფინანსურ თაღლითობას და ინტრიგებს მოერიდეთ, რომ თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ. დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ შეიძლება უსიამოვნება მოგიტანოთ, რომელიც დღითიდღე გაიზრდება, ძალას და დანაზოგს წაგართმევთ.
სასწორი
სასწორი მზად უნდა იყოს, რომ წარსული ურთიერთობის შესახებ მცდარ წარმოდგენებს, ასევე ფინანსურ შეცდომებს ფარდა აეხდება. ასტროლოგები გირჩევენ, თითოეულ დეტალს ყურადღება მიაქციოთ, გამოცდილება გაითვალისწინოთ და წარსულის შეცდომები არ გაიმეოროთ.