Connect with us

მოდა და სტილი

ვეგეტარიანელები ხორცისმჭამელების წინააღმდეგ: რომელი ვარსკვლავი გამოიყურება უკეთ

ვეგეტარიანელებსა და ხორცისმჭამელებს შორის მარადიული ბრძოლა გარდაუვალია. ზოგი დარწმუნებულია, რომ ხორცზე უარის თქმა ახალგაზრდობის და სილამაზის საიდუმლოა. სხვები ფიქრობენ, რომ ამაში კარგი არაფერია. Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, თავად შეაფასოთ, თუ რომელი ცნობილი ადამიანი გამოიყურება უფრო ახალგაზრდულად, მოხდენილად და ლამაზად – ვეგეტარიანელი თუ ხორცისმჭამელი.

ვეგეტარიანელები

ალისია სილვერსტოუნი

ალისია სილვერსტოუნი უკვე 20 წელია მკაცრი ვეგეტარიანელია. მსახიობმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ წიგნიც დაწერა. „მინდა, რომ ხალხმა გაიგოს: მათ შეუძლიათ იყვნენ უფრო ბედნიერები, მოხდენილები და კეთილები, თუ ვეგეტარიანულ დიეტას დაიცავენ“ – ამბობს მსახიობი. აღსანიშნავია, რომ სილვესტოუნს საკმაოდ ბევრი ნაოჭი აქვს, მაგრამ სახე უცვლელ ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებს.

ზოუი დეშანელი

ზოუი დეშანელი ვეგანი და ცხოველების დამცველია. მსახიობი თავისი გლუვი კანით და დიდი ცისფერი თვალებით თოჯინას ჰგავს. რაშია საიდუმლო? „სილამაზის ნემსები“, გენეტიკა თუ ვეგეტარიანელობა? რთული სათქმელია.

ნატალი პორტმანი

ნატალი პორტმანი თავისი სილამაზით და უნაკლო სტილით წითელ ხალიჩაზე ყველას აოცებს. ვეგეტარიანელი ბავშვობაში გახდა, როცა დაინახა, როგორ ატარებდნენ ცდებს ცოცხალ ქათმებზე. „ამ ცხოვრების წესზე აგიტაციის ჩატარებას არავისთვის ვაპირებ, უბრალოდ ცხოველები ძალიან მიყვარს და ისე ვიქცევი, როგორც სინდისი მკარნახობს. თითოეულ ჩვენგანს არჩევანის უფლება აქვს“ – ამბობს მსახიობი.

ალისსა მილანო

„მოჯადოებულის“ ვარსკვლავი ვეგეტარიანელი და ცხოველების დამცველია. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ხორცს არ ჭამს. 2007 წელს ყველაზე სექსუალურ ვეგეტარიანელებს შორის მეორე ადგილი დაიკავა (სხვათა შორის, პირველ ადგილზე, ნატალი პორტმანი იყო). ახლა ალისსა დროს ოჯახს უთმობს, ცოტა წონაში მოიმატა, მაგრამ ბედნიერი და გაბრწყინებულია.

გვინეტ პელტროუ

გვინეტ პელტროუ გლობალური ვეგანური საზოგადოების წევრია, ფილმებში მონაწილეობს, სარეკლამო კამპანიის სახეა, ქველმოქმედებას ეწევა, წვეულებებზე ბრწყინავს, ორ შვილს ზრდის და ჯანსაღი კვების შესახებ წიგნს წერს. ტემპის შენელებას არ აპირებს და შესანიშნავი ფორმებით თაყვანისმცემლების გახარებას აგრძელებს.

ხორცისმჭამელები

დრიუ ბერიმორი

დრიუ ბერიმორი წლების განმავლობაში ვეგეტარიანელი იყო, მაგრამ ერთხელ ხორცი გასინჯა და კვლავ რაციონში ჩართო. რამდენიმე წლის წინ მსახიობმა 9 კგ–ს დაკლება შეძლო, რაშიც კიმბერლი სნაიდერის ვეგეტარიანული მეთოდის დაცვა დაეხმარება, ოღონდ ქათმის ხორცის და თევზის დამატებით. დრიუ თავდაჯერებულია და უმაკიაჟოდ სელფის გამოქვეყნების არ რცხვენია.

კეტი პერი

კეტი პერი ყოველთვის ლამაზი ხედვის, მკვრივი კანის და გემრიელი ფორმების მქონე ლამაზმანი იყო. პერიოდულად ჭარბ კილოგრამებს ებრძვის და პასტერნაკის სისტემებს იცავს (დღეში 5-ჯერ ჭამა, აქცენტი ცილებზე), მაგრამ მომღერლის ფორმები ნორმას არასდროს ცდება.

კირა ნაითლი

კირა ნაითლი ახალგაზრდულად და ლამაზად გამოიყურება. მოხდენილი ფორმებით ბუნებამ დააჯილდოვა – ეს მკაცრი დიეტების შედეგი არაა. მსახიობი ჭამაზე და ზედმეტი პორციის მიღებაზე უარს არ ამბობს. როგორ ფიქრობთ, ვინ უფრო უკეთ გამოიყურება – ხორცისმჭამელი ნაითლი თუ ვეგეტარიანელი პორტმანი? სხვათა შორის, „ვარსკვლავური ომების“ მეორე ტრილოგიის გადაღებებზე კირას და ნატალის ერთმანეთისგან გარჩევა მისმა დედამაც ვერ შეძლო.

ანასტასია ზავოროტნიუკი

ანასტასიამ არაერთხელ დაადასტურა, რომ „სილამაზის ინექციების“ და პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგია. ამასთან „ჩემი მშვენიერი ძიძის“ დროიდან დიდად არ შეცვლილა. მსახიობი შესანიშნავად გამოიყურება: მისი ფორმები ახალგაზრდა კოლეგებსაც აღაფრთოვანებს. ბუნებრივია, ამის მიღმა საკუთარ თავზე დიდი მუშაობა იმალება.

შარლიზ ტერონი

წლები გადის, მაგრამ შარლიზ ტერონი საზოგადოებას შეუდარებელი გარეგნობით გაოცებას აგრძელებს. ბევრი დარწმუნებულია, რომ მსახიობს დახვეწილი ფორმები ბუნებამ არგუნა, ხოლო ზოგი ეჭვობს, რომ ტერონი კოსმეტოლოგიურ და პლასტიკურ ქირურგიას გადაჭარბებით იყენებს. შარლიზი ბევრს შრომობს, რომ ფორმაში დარჩეს. მაგალითად, პროდუქტებს ერთმანეთს სწორად უხამებს, კუჭს მძიმე საკვებით არ ტვირთავს. ეს ყველაფერი ვარსკვლავის კანზეც აისახება.

ვეგეტარიანელი თუ ხორცისმჭამელი?

ალისია სილვერსტოუნი (42 წლის) – დრიუ ბერიმორი (44 წლის)

ზოუი დეშანელი (39 წლის) – კეტი პერი (34 წლის)

ნატალი პორტმანი (37 წლის) – კირა ნაითლი (34 წლის)

ალისსა მილანო (46 წლის) – ანასტასია ზავოროტნიუკი (48 წლის)

გვინეტ პელტროუ (46 წლის) – შარლიზ ტერონი (43 წლის)

კარგად რომ გამოიყურებოდეთ, ხორცზე უარის თქმა აუცილებელი არაა. საკუთარ თავზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი – სილამაზის და ახალგაზრდობის საუკეთესო მეგობრები არიან.