Connect with us

ყვავილები

ვარდების გამრავლება კალმით

რა ახარებს თვალს ისე, როგორც ლამაზი და ჯანმრთელი ვარდები აგარაკზე ან სახლის წინ არსებულ პატარა ნაკვეთზე?! ასეთი ვარდების გასახარებლად ბევრი საშუალება არსებობს, ამ სტატიაში კი ყველაზე ეფექტურ მეთოდს შემოგთავაზებთ – ვარდების კალმებით გამრავლებას. კალმები გაზეთში უნდა შეახვიოთ და მისთვის ფესვების გაზრდისთვის სასარგებლო გარმეო შექმნათ. ამ მეთოდის წყალობით რამდენიმე კვირის შემდეგ მზა ნერგები გექნებათ რომლებიც მზად იქნებიან ნიადაგში ჩასარგველად.

კალმების მოჭრა

შეგიძლიათ კალმები შემოდგომაზე მოჭრათ. დაჭერით 20 სანტიმეტრის სიგრძეზე, მათი სიგანე 0.5 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს, რათა საკვები ნივთიერებები ფესვების ფორმირებისთვის საკმარისი იყოს.

კალმების დამუშავება

შეფუთვამდე კალმები უნდა დააფასოვოთ და დაამუშავოთ. დარწმუნდით, რომ მათ შორის დაზიანებული და დამპალი ღერები არ არის. შემდეგ კი ისინი ზრდის რეგულატორით დაამუშავეთ.

კალმების შეფუთვა

ახლა კი დროა უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდეთ. შეაგროვეთ 5-7 ცალი კალამი და შეახვიეთ 2-3 ფენა გაზეთში ან ქაღალდის ხელსახოცში. დაასველეთ წყლით, შეახვიეთ პოლიეთილენის პარკში და დადევით მუქ ადგილას. ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის 14-18 გრადუსი ტემპერატრურის შენარჩუნება.

პაკეტის შემოწმება

როდესაც 3 კვირა გავა, გამოიღეთ და ფრთხილად გახსენით კალმებიანი პარკი. შეამოწმეთ გაუჩნდა თუ არა ფესვები. თუ საჭიროა ოდნავ დაასველეთ გაზეთი და კვლავ შეინახეთ.

კალმების დარგვა

როდესაც ფესვები გაუჩნდება, კალმები ნიადაგში გადარგეთ (ქილა ან ქოთანი). გააკეთეთ ორთქლის აბაზანა – ქოთანზე პარკის ან ქილის წამოცმით. ქოთანი შეინახეთ 23-25 გრადუს ტემპერატურაზე. კალმების ზრდის პარალელურად ქოთანს პარკი ნელ-ნელა გადახადეთ. დრო და დრო კალმები შესხურებით მორწყეთ.

როგორც ხედავთ რთული სულაც არ არის! მთავარია კალმებს სათანადო ტემპერატურა შეუქმნათ. მას შემდეგ რაც კალამი კარგად გაიზრდება თამამად გადარგეთ ის ნაკვეთზე.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.