თავის მოვლა
ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს, შეინახეთ!
ყველა ქალმა უნდა იცოდეს, თუ რომელი ეთერზეთი და ნატურალური პროდუქტი როდის და რა მიზნით გამოვიყენოთ. აუცილებლად შეინახეთ.
ბირკავას და აბუსალათინის ზეთები – თმის ზრდის დასაჩქარებლად.
გარგარის ზეთი – სხეულის მასაჟისა და ფრჩხილების გამოსაკვებად.
მწარე წიწაკის ნაყენი – თმის ზრდის დამაჩქარებელი ნიღბებისთვის.
მუმიე – სტრიების საწინააღმდეგოდ. მუმიეს აბი ტანის ლოსიონში ან წყალში გახსენით და სტრიებზე წაისვით.
ლავანდას ეთერზეთი – რამდენიმე წვეთი კონდიციონერს დაუმატეთ. ასე თმა დიდხანს სუფთა დარჩება.
ზღვის მარილი – ფრჩხილების და სხეულის აბაზანებისთვის.
გაღვივებული ხორბლის ზეთი – მშრალი კანის გამოსაკვებად.
ჟოჟობას ზეთი – თვალის ირგვლივ კანისთვის და წვრილი ნაოჭების საწინააღმდეგოდ.
სალიცილი-თუთიის პასტა – აკნეს გამოსაშრობად.
E და A ვიტამინები კაფსულებში – მშრალი ტუჩების, ქუთუთოების გამოსაკვებად.
ბლეფაროგელი 1 (ჰიალურონის მჟავა) – თვალების ქვეშ შეშუპებული უპეების საწინააღმდეგოდ.
ვაშლის ძმარი ფეხზე ვარსკვლავის ფორმის სისხლძარღვების და ცელულიტის მოსაშორებლად: ფეხებზე მუხლებიდან დუნდულებამდე ყოველ საღამოს, შხაპის მიღების შემდეგ ვაშლის ძმარი წაისვით. 2 კვირაში „ვარსკვლავები“ მნიშვნელოვნად გაღიავდება. არანაირი გაღიზიანება არ ფიქსირდება, მხოლოდ სუნი.
ჩაის ხის ზეთი – აკნეს საწინააღმდეგოდ.
ბორის სპირტი – აკნეს საწინააღმდეგოდ.
ცისფერი თიხა – სხეულის და სახის ნიღბების მოსამზადებლად.
გულყვითელას ჰომეოპათიური მალამო – ქუსლის კანის დასარბილებლად.
ბადიაგა – ჩალურჯებების მოსაშორებლად.
ნიგვზის კოსმეტიკური ზეთი – ნაოჭების და თვალების ქვეშ სიშავეების საწინააღმდეგოდ.
გლიცერინი – ხელის კანის დასარბილებლად. ნიღაბი ქუსლის შესქელებული კანის საწინააღმდეგოდ: 1 ნაწილი გლიცერინი და 1 ნაწილი 6%-იანი ძმარი.
ნუშის ზეთი – სტრიების საწინააღმდეგოდ, ტანზე წასასმელად.
რეპევიტი – თავის კანის ზედაპირის მასტიმულირებელი, თმის ზრდას აუმჯობესებს.
A+E ზეთოვანი ვიტამინები, ლიმონის წვენი, დიმექსიდი – ნიღაბი თმის ზრდის დასაჩქარებლად: მხოლოდ 2 ჩ/კ აურიეთ, თავის კანზე წაისვით, პარკი დაიფარეთ და 1 საათით გაიჩერეთ.
პიტნის ზეთი ძილის წინ საფეთქლებზე – უძილობის საწინააღმდეგოდ.