ჯანმრთელობა
ეს რეცეპტი 5000 წლისაა! ტიბეტის მონასტრის ძველ პალატაში ნაპოვნი დღემდე მუშაობს: სქელ ფენად წაისვით
ასაკის მატებასთან ერთად ადამიანების უმეტესობას სახსრების მოძრაობა უმცირდება. მისი აღდგენა შესაძლებელია სპორტული ვარჯიშებით, სააფთიაქო მალამოებით, ასევე ეფექტური ხალხური საშუალებით.
სახსრების მოძრაობის გაუმჯობესებას სახლის პირობებშიც შეძლებთ. ამისთვის ხელმისაწვდომი საშუალება დაგჭირდებათ. გთავაზობთ ნივრის ზეთის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ სახსრები წესრიგში სწრაფად მოიყვანოთ და მტკივნეული შეგრძნებები მოიშოროთ!
ნივრის ზეთი სახსრებისთვის!
350-450 გრ ნიორი აიღეთ, გაასუფთავეთ და ნივრის საჭყლეტით ან ხორცსაკეპი მანქანით დააქუცმაცეთ. 1 ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ და გაუსუფთავებული მცენარეული ზეთი დაასხით. 2 კვირა ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე დააყენეთ. ყოველდღე ქილა გახსენით და შემადგენლობას აურიეთ. შემდეგ ზეთი 4 ფენად გაკეცილ მარლაში გადაწურეთ.
ნივრის ზეთი მტკივნეულ ადგილას მსუბუქი მასაჟური მოძრაობით შეიზილეთ. პოლიეთილენის პარკი დაიფარეთ, ზემოდან თბილი ბეწვის ნაჭერი შემოიხვიეთ და დაწექით. დილით თბილი შხაპი საპნით მიიღეთ. უკვე მეორე დღეს ტკივილის შემცირებას იგრძნობთ. ეს პროცედურა 2 თვე ჩაიტარეთ.
რატომ არის ნიორი ასეთი ეფექტური სახსრების უძრაობის დროს? ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ამით სახსრების აღდგენას ხელს უწყობს.
სამწუხაროდ, ამ შესანიშნავ ხალხურ მედიცინას უკუჩვენება აქვს. თუ ღვიძლის, თირკმლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის სერიოზული დაავადება გქონდათ, ფრთხილად უნდა იყოთ. არ შეგეშინდეთ – თავიდან ცოტა შეიზილეთ, როგორც ნებისმიერი მედიკამენტის მიღების დროს, და ორგანიზმის რეაქციას დააკვირდით. თუ ყველაფერი კარგად იქნება, შემდეგ მცირე რაოდენობით ზეთი თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ამ ზეთის წასმას ტერფებზე გვირჩევენ, რომ კოჟრები მოიშოროთ.
ხალხური მედიცინის ეს უნიკალური რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!