ჯანმრთელობა
დიაბეტური ტერფი – სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობა
ექიმები დიაბეტის ყველაზე სახიფათო გართულებად დიაბეტურ ტერფს მიიჩნევენ. სისხლში შაქრის მაღალ დონეს ბევრი პაციენტი სერიოზულად არ აღიქვამს და შედეგების შესახებ მხოლოდ ქირურგთან ვიზიტის დროს იგებენ. სწორი და ყოველდღიური პროფილაქტიკის დახმარებით ქვედა კიდურების დაზიანების თავიდან აცილებას და სისხლძარღვების ჯანმრთელობის შენარჩუნებას შეძლებთ.
დიაბეტური ტერფი სერიოზული სინდრომია, რომელიც პერიფერიული ნერვული სისტემის მუშაობის ცვლილებაზე, სახსრების და კიდურების სისხლძარღვების კვების დარღვებაზე მიუთითებს. მის ფორმირებას მტკივნეული და შეუხორცებელი წყლულები ახლავს, რომელიც განგრენის განვითარების საფრთხეს ქმნის. სტატისტიკის თანახმად, პრობლემა შაქრიანი დიაბეტის მქონე 7-8%-ს უვითარდება და სიცოცხლისთვის რეალურ საფრთხეს ქმნის.
დიაბეტური ტერფის განვითარების მიზეზები
დაავადება შაქრიანი დიაბეტის პირდაპირი გართულებაა. ეს პრობლემების მთელი კომპლექსია, რომელიც სისხლძარღვების, ნერვული დაბოლოებების, ძვლების და სახსრების ქსოვილების დაზიანებას უკავშირდება. 1987 წლიდან ამ დაავადებას ოფიციალური სახელი აქვს „დიაბეტური ტერფის სინდრომი“, რომელიც ექიმებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
დიაბეტური ტერფის წარმოქმნის ძირითადი მიზეზი გლუკოზის დაჟანგვის პროცესის დარღვევას უკავშირდება. დიაბეტის დროს ორგანიზმს ბუნებრივი ინსულინი აკლია, რომ ის ჯანსაღ ენერგიად გარდაქმნას. დაშლის დროს ის სორბიტოლს და ფრუქტოზას გამოყოფს, რომელთა ჭარბი რაოდენობა სისხლძარღვების კედლებზე გროვდება და ცილებს და ლიპიდებს დამატებით იზიდავს.
მუდმივი დაგროვების შედეგად კაპილარების კედლები ძლიერ სქელდება, ნაკლებად ელასტიური ხდება, სისხლის მიმოქცევის და ლიმფური სითხის გამოყოფის პროცესი ირღვევა. ქსოვილებში ტოქსინები, გლუკოზის ნარჩენი პროდუქტები და სხვა ფერმენტები რჩება, ჟანგბადის და სასარგებლო ნაერთების დონე მცირდება. პირველად, კი ტერფები და ფეხები იტანჯება: ეს გულიდან ყველაზე დაშორებული სხეულის ნაწილია, ამიტომ სულ უფრო და უფრო ნაკლებ სისხლს იღებს.
დიაბეტური ტერფი პატარა ჭრილობით ან დაზიანებით ვითარდება. ჩვეულებრივი კოჟრი ან ნაკაწრი არ ხორცდება, მასზე ჩირქოვანი და ტოქსიკური ნივთიერებები გროვდება. კანის და მიმდებარე ქსოვილების დაშლის პროცესი იწყება, რაც მეორად ინფექციებს და ნეკროზს იწვევს. განგრენის შეჩერების და ფატალური შედეგის თავიდან აცილების ერთადერთი მეთოდი ფეხის ამპუტაციაა.
მგრძნობელობის დაქვეითება – ექიმთან ვიზიტის მიზეზი
ბევრი პაციენტი შეცდომით ფიქრობს, რომ დიაბეტური ტერფი მხოლოდ „სტაჟიან“ დიაბეტიკებს ემართებათ. სინამდვილეში, საფრთხე სისხლში შაქრის მაღალი დონის დროს პრედიაბეტის პერიოდშიც შეიძლება განვითარდებს, რომელიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ერთ-ერთი „განგაშის ზარია“ ფეხებში მგრძნობელობის დაქვეითება. ის კაპილარების დაზიანებას უკავშირდება და სხვადასხვა ფორმით ვლინდება:
- ადამიანი ტკივილს ვერ გრძნობს და ფეხსაცმლით ფეხი ადვილად უზიანდება;
- ცხელ წყალში ფეხების ჩაყოფის დროს მაღალ ტემპერატურას ვერ გრძნობს;
- ფეხის კანი ზაფხულის ცხელ ამინდში შეიძლება ცივი იყოს, პაციენტი იყინება;
მგრძნობელობის შემცირების დროს ადამიანი ფეხს ხშირად იზიანებს, მაგრამ ნაკაწრებს ვერ ამჩნევს. ინფექციის მოხვედრისას ქსოვილში ანთება წარმოიქმნება და წყლული ვითარდება. თუ წვრილი ჭრილობა ცუდად ხორცდება, დიდხანს არ შუშდება, ექიმს დიაგნოზის დასასმელად და გამოკვლევისთვის აუცილებლად მიმართეთ.
ფეხის მოვლის განსაკუთრებულობა დიაბეტური ტერფის დროს
შაქრიანი დიაბეტის დროს ექიმები გართულებების მაღალი რისკის შესახებ პაციენტებს აფრთხილებენ. სწორედ ამიტომ, ფეხის მოვლას უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ. დიაბეტური ტერფის და მისი შედეგების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცავით:
- მხოლოდ ხარისხიანი ფეხსაცმელი შეიძინეთ, რომელიც ნატურალური მასალით იქნება დამზადებული. ორთოპედიული ღაბაში არ დაგავიწყდეთ. ასე თავს კოჟრებისა და მტკივნეული გახეხვისგან დაიცავთ. პედიკური ფრთხილად გაიკეთეთ, კუტიკულის და გაუხეშებული კანის მოსაშორებლად არატრავმული მეთოდები გამოიყენეთ. ექიმ-ორთოპედს დაუკავშირდით, რომელსაც დიაბეტიკებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.
- მკვრივი რეზინის წინდები არ ჩაიცვათ, რომელიც ტერფებში სისხლის მიმოქცევას აუარესებს.
- კოჟრების გაჩენისას ქირურგს მიმართეთ, ხალხური მეთოდები და კოჟრების მოჭრა დაივიწყეთ.
ფეხების მოვლა სისტემატიური და ყოველდღიური უნდა იყოს. აუცილებლად დამარბილებელი კრემები გამოიყენეთ, რომლებიც კანის ელასტიკურობას ზრდის. ფეხსაცმლის სისუფთავე დაიცავით, ფეხშიშველა ქვიშაში ან მიწაზე სიარულს მოერიდეთ. ყოველდღე შაქრის დონე გააკონტროლეთ, რომ სისხლძარღვებზე მავნე ზემოქმედება შეამციროთ.
დიაბეტური ტერფი სახიფათო გართულებაა, რომელიც დიაბეტის დროს ვითარდება. პროფილაქტიკის მთავარი მეთოდია ძირითადი დაავადების დროული მკურნალობა, შაქრის მკაცრი კონტროლი და ექიმი-ენდოკრინოლოგის რეკომენდაციების დაცვა.