Connect with us

ტესტები

დეტალური ტესტი, თუ რამდენად ძლიერი ნებისყოფის ადამიანი ხართ

„ტესტები ინტროვერტისა და ექსტროვერტის გამოსავლენად ძალიან მიყვარს. ადამიანის ხასიათს და ქცევას დეტალურად აღწერს. აი, ნახე!“ – მითხრა მეგობარმა ფსიქოლოგმა  და შავ–თეთრი გამოსახულება გამომიწოდა. ნანახის გაშიფვრით მივხვდი, თუ რამდენად ძლიერი ნებისყოფის ადამიანი ვარ.

დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ ექსტროვერტის და ინტროვერტის თავისებურებებზე, ასევე გიზიარებთ ტესტს, რომლის დახმარებით საკუთარ თავს შეიცნობთ. ინტროვერტებს სამუშაო ადგილის გაფორმება არ უყვართ!

ტესტი ინტროვერტსა და ექსტროვერტზე

ხშირად თამაშობთ ექსტროვერტის როლს? მე– დიახ, წლების მიერ გამოჭედილი უნარია.

ჩვენ ბავშვობიდან ვიცით, რომ სამყარო ორი ტიპის ადამიანებად იყოფა: ექსტროვერტებად და ინტროვერტებად. უმეტესობა მათგანი ამ დაყოფას ზედაპირულად და კატეგორიულად აღიქვამს: ექსტროვერტები – კომუნიკაბელური, ქარიზმატული ლიდერები, ხოლო ინტროვერტები – ჩაკეტილი ლურჯი წინდები.

ამბობენ, რომ ექსტროვერტები არიან ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანების კომპანიაში ისვენებენ, რადგან მათთან ურთიერთობისას ძალებს იღებენ, ხოლო ინტროვერტები ძალებს საკუთარ თავთან საუბარში იღებენ.

მთავარ სურათს დააკვირდით და დაიმახსოვრეთ გამოსახულება, რომელიც პირველად დაინახეთ. დიდხანს არ იფიქროთ. რამდენიმე წამი საკმარისია. ასე შედეგი თქვენი ქვეცნობიერით (სწორი) ნაკარნახევი უფრო იქნება, ვიდრე გონებით არჩეული.

მზად ხართ გასაშიფრად?

ტუჩი

თუ პირველად ტუჩები დაინახეთ, გამოდის მოქნილი აზროვნების ადამიანი ხართ. მშვიდი და საქმეზე კონცენტრირებული ხართ, ასევე თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნოა.

ასეთ ხალხს კონფლიქტის შექმნა არ უყვართ. ასევე ადამიანები, რომლებმაც პირველად ტუჩი დაინახეს, მიამიტები და გულკეთილები არიან. სხვებს და სამყაროს დიდად ენდობიან.

ხე

ექსტროვერტები პირველ რიგში ამ სურათზე ხეს ამჩნევენ. ხშირად ლიდერული პოზიცია უჭირავს. ეს უბრალოდ მისი ბუნების ნაწილია. იყო ლიდერი, ნიშნავს ხალხის შორის იყოთ. ექსტროვერტების უმეტესობამ იცის, თუ რა სურს. გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს, დიდხანს ფიქრი არ უყვარს.

სიწყნარეში თავს უხერხულად გრძნობს და მის შევსებას ცდილობს. ნებისმიერ ადამიანთან სასაუბრო თემა ყოველთვის აქვს. ბევრი ფიქრობს, რომ ასეთი ადამიანის გრძნობა ყალბია ან ყურადღება სურთ. უბრალოდ ექსტროვერტებს საუბარი ნამდვილად მოსწონთ.

ფესვები

თუ ფესვები დაინახეთ, გილოცავთ, ინტროვერტი ხართ. ინტროვერტისთვის საკუთარ თავთან განმარტოება ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ხალხი  გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან ფრთხილი და ანგარიშიანია.

ინტროვერტი ბევრს ფიქრობს და აანალიზებს, ამით სიხარულს განიცდის. ერთ ამოცანაზე დიდხანს ფოკუსირება შეუძლია. ინტროვერტი ძალიან კრეატიული ადამიანია და ეს კრეატივი მშვიდ საათებში, საკუთარ თავთან განმარტოებისას მოდის.

როგორ მოგწონთ ინტროვერტის და ექსტროვერტის ტესტი? შედეგს ეთანხმებით? ჩემს შემთხვევაში 100 %–ით დაემთხვა!  მივხვდი, რომ ჩემი სასიცოხლო ენერგია უფრო შიგნით არის მიმართული, ვიდრე გარეთ.