საკითხავი
დედამთილი გაცოფდა, როცა გაიგო, რომ მისი ნაჩუქარი ანტიკვარული ბეჭედი გადავადნე
თითოეული ადამიანი ინდივიდია საკუთარი ფიქრებით, გრძნობებით და გემოვნებით. მაგალითად, არიან ადამიანები, რომელთაც მარკების შეგროვება სიამოვნებას ანიჭებთ, სხვები თანამედროვე ტექნოლოგიებით აღფრთოვანებულნი არიან, ზოგის კი ვინტაჟური სამკაულები უყვარს. ყველას გულს ვერ მოიგებთ. სწორედ ამიტომ, სანამ ადამიანს საჩუქარს შეურჩევთ, მის ინტერესებზე, ჰობზე, ჩვევებზე ცოტა რამ უნდა გაიგოთ. ასე შესაფერის საჩუქარს შეარჩევთ და ყველა კმაყოფილი დარჩება.
ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს. ამბობენ, რომ ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო. ადამიანმა საჩუქარი მადლიერების გრძნობით უნდა მიიღოს, ზრდილობიანად მოიქცეს. დასავლეთში მიღებულია საჩუქრების სიის ჩამოწერა. ასე სტუმარი ხვდება, რა აჩუქოს იუბილარს. ჩვენთან მიღებული პრაქტიკა არაა, მაგრამ ვფიქრობთ, ასე ბევრი უსიამოვნების თავიდან აცილებას შევძლებდით. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ამბავს, სადაც ქალმა დედამთილის ნაჩუქარი ბეჭედი გადააკეთა და ამით კონფლიქტი გამოიწვია.
ანტიკვარული სამკაული
„გინახავთ ბებიები, რომელთაც ძველებური ქუდი ახურავთ, რაღაც ველური მაკიაჟი უკეთიათ და ბევრი ოქროს ბეჭედი, საყურე, ყელსაბამი აცმული აქვთ? თან ოქრო სპილენძივით წითელია. დედამთილმა ასეთი ბეჭედი მაჩუქა. ძველებური ბეჭედი ფირუზის ქვით. ჩვეული საბჭოური.
მითხრა, რომ ბეჭედი დედამთილიდან რძალს უკვე რამდენიმე თაობაა გადაეცემა. ბედნიერების, ძლიერი ოჯახის სიმბოლოა. ხელზე გავიკეთე და ცუდად გავხდი. დიდი ბეჭედი, რაღაც საშინელი ფერი, ფირუზი საერთოდ უადგილოა. რა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადე, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ შორს შევინახავდი და აღარ გავიკეთებდი.
2 თვე გავიდა. უფროს ქალიშვილთან ერთად სავაჭრო ცენტრში ვიყავი. მაღაზიებში დავდიოდით. კუთხეში საიუველირო მაღაზია შემხვდა. იქ ყოველგვარი წვრილმანი იყიდებოდა, მაგრამ ქალიშვილი ამით არ დაინტერესებულა. ენერგიული იუველირი თავის პროფესიაზე ყვებოდა, ხალხს ართობდა და თან კლიენტის სამკაულზე მუშაობდა. ცოტა ხანი გავჩერდით, სამკაულები განვიხილეთ და წამოვედით. ეს ადგილი დავიმახსოვრე.
რამდენიმე დღეში ჩემი ქალიშვილის დაბადების დღე იყო. საჩუქარზე ვფიქრობდი და საიუველირო მაღაზია გამახსენდა. ასე ორ კურდღელს ერთი გასროლით დავიჭერდი. ვიფიქრე, რომ დედამთილის ნაჩუქარი ბეჭდის გადადნობა და თანამედროვე ბეჭდის გაკეთება კარგი იდეა იყო. ასე საშინელ ბეჭედს მოვიშორებდი და შვილსაც გავaხარებდი. მისი პირველი ნამდვილი სამკაული იქნებოდა.
თუ მასალა და ხელობის ფული გაქვთ, სამკაულის გადაკეთება ან გადადნობა პრობლემა არაა. ინტერნეტში მასალაც მოვიპოვე, რომ ბეჭედში ზებუნებრივ ძალას ქვა ფლობს და არა ლითონის ჩარჩო.
ოქროს ბეჭდის გადაკეთება
იუველირმა ნამდვილად კარგად იმუშავა. ფირუზის ქვა ამოიღო და ოქრო სპეციალური მასალით დაფარა. ასე მოდური თეთრი ოქროს მსგავსი გახდა. მართლაც, საოცარი შედეგი გამოვიდა.
დაბადების დღეზე დედამთილი და მამამთილი გვესტუმრნენ. ქალიშვილს ძალიან საყვარელი კომბინიზონი აჩუქეს. თუმცა საჭირო არ იყო, ისინი ხომ პენსიონრები არიან. დედამთილის მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ აქვს. უბრალოდ განსხვავებულად ვაზროვნებთ. ვინ იცის, როგორი ვიქნები მის ასაკში. ჩემი საჩუქარი მოეწონა. დეტალურად ათვალიერებდა.
დედამთილთან კამათი
ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა. დედამთილს მისი ნაჩუქარი ბეჭედი გაახსენდა და მოიკითხრ. მოტყუება არ მიცდია. პირდაპირ ვუთხარი. ფირუზის ქვაც გამოვუტანე და ავუხსენი, რომ მთელი ძალა მას ჰქონდა. ქალი გათეთრდა, სიბრაზისგან თვალებში ძუნწი ცრემლები გაუჩნდა.
ბოლო ხმაზე ყვიროდა. მეუბნებოდა, რომ უნამუსო ვარ და მისი დიდებული ჟესტი ვერ დავაფასე. მალე ხელით შემეხებოდა, სერიოზულად ვამბობ. მამამთილი, ქმარი და ერთი ჩვენი მეგობარი მის შეკავებას და დამშვიდებას ცდილობდა. რთულად გამოსდიოდათ. მეუღლემ რამდენიმე მუშტიც იგემა. მოკლედ, ქალიშვილს დაბადების დღე ჩაეშალა.
ვერ ვხვდები, რა გავაკეთე არასწორად. ბეჭედი ხომ ჩემი იყო, მაჩუქა და შემეძლო ის გამეკეთებინა, რაც მსურდა. ნუთუ ჩამომახრჩობდა, ბეჭედი რომ დამეკარგა? მას ხომ გადაკეთებული ბეჭედი ძალიან მოეწონა. რა საჭირო იყო ამ სკანდალის მოწყობა. ყველაფრის მიუხედავად, მასზე გაბრაზებული არ ვარ, თითქმის.
რატომღაც თავში ჩანერგილი აქვს მითიური ცრურწმენები და ამით ცხოვრობს. აზრს უკვე ვერ შევაცვლევინებ. ალბათ, ამისთვის საჭიროა, რომ ყოველ საღამოს ტელევიზორში გამოვჩნდე. და მაინც, ქმრის დედაა და პატივი უნდა ვცე. იმედი მაქვს, რომ უმცროსი შვილის დაბადების დღემდე შერიგებას მოვასწრებთ“.