ჯანმრთელობა
დაძინებას ვერ ახერხებთ, როცა სახსრები გტკივათ? შინაურული წიწაკის მალამო სწრაფად დაგეხმარებათ
სახსრების ტკივილი გაწუხებთ? წიწაკის ზეთი დაგეხმარებათ!
მას მწარე წიწაკისგან ამზადებენ. კარგი საშუალებაა რადიკულიტის, მიოზიტის, ნევრალგიის და რევმატიზმის დროს.
შესაზელი მალამოს მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
- 10 ცალი ახალი წითელი წიწაკა
- 2 ჭიქა მცენარეული ზეთი
მომზადება:
10 ცალი ახალი წითელი წიწაკა გარეცხეთ, კუდები მოაჭერით და ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. დაახლოებით ნახევარი ჭიქა დაქუცმაცებული მასა გამოგივათ. ერთ ლიტრიან ქილაში გადაიტანეთ, 2 ჭიქა მცენარეული ზეთი დაასხით და ბნელ ადგილას, მაგალითად კარადაში დააყენეთ. 1 კვირის შემდეგ მარლაში გადაწურეთ.
გამოყენებული წიწაკა შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ და საკვებში გამოიყენოთ. ხოლო გაწურული, წითელი ფერის ზეთი შესაზელად გამოიყენეთ.
პირველ დღეებში ზეთი მტკივნეულ ადგილას დღეში რამდენჯერმე შეიზილეთ, როცა სახსრების ტკივილი შეგაწუხებთ. შეზელვის შემდეგ თბილი წინდები ან კოლგოტი ჩაიცვით. რა თქმა უნდა, ზეთის წვას ხელების და ფეხის კანზე იგრძნობთ. თუმცა წვა ასატანი და სასიამოვნოც კია, რადგან წიწაკა კანს ღრმად ათბობს და დამწვრობას არ იწვევს.
1-2 თვის შემდეგ კვირაში მხოლოდ ერთხელ წაისვით, თუ ამინდის შეცვლისას სახსრების ტკივილი თავს შეგახსენებთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.