ჯანმრთელობა
დაუჯერებელი ფაქტები სელის თესლის შესახებ
უშველესი დროიდან მოყოლებული სელის თესლი თავისი უნივერსალურობისა და სასარგებლოობის წყალობით პოპულარობას არ კარგავს. ამ მცენარის მოხმარების სპექტრი საკმაოდ ფართოა, მას ხალხურ მედიცინაშიც აქტიურად იყენებენ ნაყენებისა და ნახარშების სახით.
კვების რაციონში მას საკვები დანამატის სახით იყენებენ, რომელიც ორგანიზმს სასარგებლო ცხიმოვანი მჟავებით ამარაგებს. დღეს სელის თესლის სასარგებლო თვისებების შესახებ ვისაუბრებთ:
1. სელის თესლი წმენდს ორგანიზმს და ტოქსინებისა და პარაზიტებისგან ასუფთავებს.
2. მასში შემავალი პექტინები და ბოჭკო ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამოდევნას უწყობენ ხელს.
3. მასში მაღალია ცხიმოვანი ამინომჟავების შემცველობა ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმის სწორი განვითარებისთვის. ომეგა-3 ხელს უწყობს სისხლის შეთხელებასაც, რაც თრომებების წარმოქმნას, ათეროსკლეროზსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას გამორიცხავს.
4. სელენის უკმარისობა შეგიძლიათ სელის ტესლის მეშვეობით აინაზღაუროთ. ეს მნიშვნელოვანი ელემენტი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებათა გაჩენის რისკს.
5. სელის თესლი ბევრ კალიუმს შეიცავს, ეს კი უმნიშვნელოვანესია ელემენტია ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. მისი შემცველობით ის ბანანსაც კი უსწრებს.
6. სელის თესლში შემავალი В ვიტამინი და ლეციტინი ნერვული სისტემის დამცველებს წარმოადგენენ, ისინი იცავენ ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ხელს უშლის დეპრესიულობას.