სხვა
დასაშვებია თუ არა სამოსის სამზარეულოს პირსახოცებთან ერთად რეცხვა?
როდესაც საქმე ხელსახოცებს, მაგიდის ტილოებს ან სამზარეულოს პირსახოცებს ეხება, ხშირად გვეზარება მათთვის სარეცხი მანქანის ცალკე ჩართვა და დანარცენ პირსახოცებტან ან სამოსთან ერთად ვრეცხავთ. რამდენად დასაშვებია ეს მოქმედება?! ალბათ ხვდებით რომ არა!
ბოლო დროს ტანსაცმელში დელიკატური ქსოვილების სიჭარბის გამო, დელიკატური რეცხვის რეჟიმს ვიყენებთ, რომელიც 30-40 გრადუსით შემოიფარგლება. ერთი შეხევით ასეთი რეცხვის რეჟიმის გამოყენების შემდეგ ტანსაცმელი სუფთაა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ 30-40 გრადუსი ტემპერატურა ბაქტერიების გასანადგურებლად საკმარისი არ არის. როდესაც ისეთ ნივთს რომლეზე ბაქტერიებია, სარეცხ მანქანაში სხვა ნივთებთან ერთად დებ, გარეცხვის პროცესში ეს ბაქტერიები მთელს ტანსაცმელზე და ნივთებზე ვრცელდება. ეცადეთ ისეთი ნივთები რომლებიც საკვებთან არის შეხებაში, აუცილებლად ცალკე, უფრო მაღალი ტემპერატურის მქონე რეჟიმზე გარეცხოთ.
როგორ უნდა მოვიქცეთ?!
- რეცხვა კატეგორიებად დაყავით: ცალკე დარეცხეთ ის ნივთები რომლებსაც სამზარეულოში იყენებთ. მათზე არა მხოლოდ ბაქტერიები გროვდებიან, არამედ სხვადასხვა საწმენდი საშუალებების კვალიც არის და ამან შეიძლება სხვა ნივთები გაგიფუჭოთ.
- საერთოდ დაუშვებელია სამზარეულოს პირსახოცების და სხვა სამზარეულოსთან დაკავშირებული ტილოების, საცვლებთან ერთად რეცხვა! საშუალოდ, ჭუჭყიან საცვალზე 100 მილიონი ბაქტერია ცხოვრეობს, მათ შორის ნაწლავის ჩხირი და მათი სამზარეულოს ნივთებზე მოხვედრა დაუშვებელია.
- სულ ერთია სამზარეულოს პირსახოცებს და სხვა ტილოებს ერთად რეცხავთ თუ ცალ-ცალკე, მათი გარეცხვისთვის მაღალი ტემპერატურის რეჟიმი უნდა შეარჩიოთ, შემდეგ კარგად გააშროთ და დააუთოვოთ! მნიშვნელობა არ აქვს რა წერია სამზარეულოს პირსაოცის ეტიკეტზე, გახსოვდეთ: ის მაინც სრულფასოვანი რეცხვის ციკლით უნდა გარეცხოთ, აუცილებლად ცხელ წყალში!
როდესაც ნივთებს თბილ ან გრილ წყალში რეცხავთ, ბაქტერიების მხოლოდ 80% ნადგურდება