Connect with us

ტესტები

გონების თამაში ან ტესტი, რომელიც გეტყვით, როგორ მუშაობს თქვენი ქვეცნობიერი

ქვეცნობიერს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გგონიათ. მასში კონცენტრირებულია დათრგუნული სურვილი, შიშები და ეგოისტური მოტივები. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ შეცვალოთ ქვეცნობიერი და საერთოდ შესაძლებელია თუ არა. გთავაზობთ საინტერესო ტესტს, რომლის შედეგებით საკუთარ თავზე რაღაც ახალს გაიგებთ.

როგორ შევცვალოთ ქვეცნობიერი

ცოტა რამ ისტორიის შესახებ. ტერმინი „ქვეცნობიერი“ ზიგმუნ ფროიდმა შემოიღო. ახლა ამ ავსტრიელი ფსიქოლოგის ბევრი თეორია ეჭვქვეშაა, მაგრამ ზოგიერთი გაგება დღემდე აქტუალურია. თანამედროვე ფსიქოთერაპევტები და ფსიქიატრები სიტყვა „ქვეცნობიერს“ აღარ იყენებენ, მის ნაცვლად გამოიყენება ტერმინი „არაცნობიერი“.

ადამიანის არაცნობიერი მოიცავს ყველაფერს, რასაც ცნობიერება ვერ აკონტროლებს. ეს შეიძლება იყოს რაღაც მოვლენა ან განცდა. ხშირად არაცნობიერი ხდება ადამიანის მოტივი, რომელსაც სოციუმი არ აღიარებს ან სხვა მოტივებთან სერიოზულ კონფლიქტშია.

ზოგიერთი სპეციალისტი ამ კატეგორიას მიაკუთვნებს ისეთ საინტერესო გაგებას, როგორიცაა ინტუიცია, შემოქმედებითი იმპულსი ან შთაგონება. ჩვენი არაცნობიერი ან ქვეცნობიერი სიზმარში ხშირად ვლინდება. იქ ხშირად ვაკვირდებით სურვილებს, რომლებიც სოციალურად მიუღებელია.

ზემოთ მოცემულ სურათს ყურადღებით დააკვირდით. დათვალეთ, რამდენ სახეს ხედავთ. ქვემოთ სწორ პასუხს იპოვით. რიცხვების შედარებით შეგიძლიათ გაიგოთ, რამდენად კარგად მუშაობს თქვენი ქვეცნობიერი და ცნობიერი. მანამდე გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ფაქტს ქვეცნობიერის და მისი შესაძლებლობების შესახებ.

ქვეცნობიერის თავისებურებები

1. არაცნობიერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენს ბევრ ქმედებაზე პასუხისმგებელია. ყველაფერს, რასაც დაუფიქრებლად ვაკეთებთ, გონების ეს ნაწილი მართავს.

2. ქვეცნობიერი არასდროს „ითიშება“. ძილის დროსაც აქტიურად მუშაობს და ჩვენს გრძნობებს იყენებს.

3. ჩვევები არაცნობიერთან მჭიდრო კავშირშია. სწორედ იქ გამყარებულია. როცა საქმე ავტომატურ შესრულებამდე მიდის, თითქოს, ვუშვებთ. ახლა მას ქვეცნობიერი მართავს, ამის გამო ჩვევის შეცვლა რთულია.

4. ქვეცნობიერის წყალობით ბევრ გამოგონილ ნივთს პირდაპირ ვიღებთ. ამ მიზეზით რაიმე საშიში ისტორიის წაკითხვა ან საშინელებათა ფილმის ყურება გვეშინია.

5. ჩვენი გონების არაცნობიერ ნაწილს ბევრი ინფორმაციის გადამუშავება შეუძლია. ამას გაუცნობიერებულად ვაკეთებთ. ასევე ქვეცნობიერი რეალობასა და აწმყოსთან კავშირზე პასუხისმგებელია. ის გვაკავებს იმ დროში, რომელშიც ვართ.

6. ცნობიერსა და არაცნობიერს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება იმაშია, რომ არაცნობიერი სიტყვებს არა, არამედ გამოსახულებებს და ნახატებს იყენებს. აი, სიტყვები და წინადადებები ჩვენი ცნობიერის პრეროგატივაა.

7. პირველ რიგში, ქვეცნობიერი ემოციებთან მჭიდრო კავშირშია. მეორეც, პირველყოფილი წესებით მუშაობს. სწორედ ამიტომ, კრიზისულ სიტუაციაში თავის გაკონტროლება ძალიან გვიჭირს. რეაქცია „დაარტყი ან გაიქეცი“ სწორედ მას უკავშირდება.

რამდენი სახე დაინახეთ ნახატზე? სულ 7 სახეა. თუ ყველა დაინახეთ, გამოდის, რომ თქვენი ქვეცნობიერი მაქსიმალურად აქტიურია. თან საკმაოდ ყურადღებიანი ადამიანი ხართ!

Advertisement