Connect with us

თავის მოვლა

გოგირდის საპონი გაგათავისუფლებთ დერმატიტის, როზაცეის, აკნეს, კანქვეშა ტკიპისა და სხვა დაავადებებისგან

გოგირდს “სილამაზის ბუნებრივ მინერალსა” და “სამკურნალო მინერალს” უწოდებენ, რადგან იგი აქტიურ როლს ასრულებს კოლაგენის(ცილა, რომელიც გვეხმარება კანის სიმკვრივისა და სახსრების სიმთელის შენარჩუნებაში) წარმოქმნის პროცესში.

გოგირდი მძლავრი ბუნებრივი მინერალია, რომელიც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისა და კანის სილამაზისთვის. მას ბუნებრივად შეიცავს კერატინი, რომელიც კანის, თმისა და ფრჩხილების გამაძლიერებელი ცილაა.

ასევე, იგი ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას, ამცირებს ანთებას და ასტიმულირებს ორგანიზმის ბუნებრივ სამკურნალო ძალებს. მას ხშირა დიყენებენ საპნის სახით, კანის სხვადასხვა პრობლემის სამკურნალოდ და კოსმეტიკური მოვლის ნაწილად. აი, ამიტომ უნდა გამოიყენოთ გოგირდის საპონი.

გოგირდი ძველად

5000 წლის წინ, ეგვიპტელები გოგირდის მალამოს როგორც აკნეს, ისე ეკზემის სამკურნალოდაც იყენებდნენ. ასევე, ტრადიციული ჩინური მედიცინა გოგირდს კანის მოსავლელად ყვითელი იმპერატორის მმართველობამდე, დაახლოებით 2200 წლის წინ იყენებდა.

გოგირდი დღემდე გამოიყენება მუწუკების სამკურნალოდ. 1950-იანი წლებიდან, გოგირდი 5%-იანი ქაფის სახით იწარმოება, რომელიც უშუალოდ დაზიანებულ კანზე დაიტანება. ქაფი შეიცავს 10% ნატრიუმის სულფაცეტამიდს, რათა პროდუქტი გახადოს დამარბილებელი, ხელი შეუშალოს ფორების დაბლოკვას და დაატენიანოს კანს. პროდუქტი სწრაფად კლავს მუწუკების ბაქტერიებს და არბილებს კანს.

აკნეს, მუწუკებისა და სხვა დეფექტების მკურნალობა

კანს, რომელიც აკნესა და სხვა დეფექტებისკენაა მიდრეკილი, გოგირდი ეხმარება კანის ქონის შემცირებაში და ხელს უშლის ფორების ჩახერგვას.

სებორეული დერმატიტის მკურნალობა

სებორეული დერმატიტი კანის გავრცელებული დაავადებაა, რომლის დროსაც, კანს უჩნდება წითელი, ცხიმიანი, აქერცლილი იერი. ეს ხშირია სახესა და თავზე, მკერდისა და იღლიების ზონებში. ეს გამოწვეულია კანზე სოკოების ჭარბი გამრავლებით. გოგირდის საპონი ამცირებს სოკოს რაოდენობას ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემურ ზონაში.

მუნის მკურნალობა

მუნი – ესაა დაავადება, რომელსაც კანქვეშ შეღწეული მიკროსკოპული ტკიპები იწვევს. დაავადების დროს სახეზეა გამონაყარი და უსიამოვნო ქავილი. გოგირდი ამ ტკიპებისთვის ტოქსიკურია, რაც გოგირდის საპონს ხელმისაწვდომ და ეფექტურ საშუალებად აქცევს სამკურნალოდ. გოგირდის საპნის რეგულარული გამოყენება კურნავს მუნს 6 კვირაში.

როზაცეას კონტროლი გოგირდის საპნის გამოყენებით

როზაცეა სახის კანის ქრონიკული დაავადებაა. მას ახასიათებს მოვლენები და რემისიები. განსაკუთრებით ხშირია მისი გამოვლინება ლოყების, ცხვირის, ნიკაპის ან შუბლის სიწითლით, რომლებიც ხშირად ჩნდება და ქრება. ასევე, შეიძლება გაჩნდეს კისრის, მკერდის, თავის კანისა და ყურების არეშიც. დროთა განმავლობაში, სიწითლე შეიძლება ჩაჯდეს და უფრო დიდხანს გასტანოს. ასევე, სისხლძარღვები შეიძლება შესამჩნევი გახდეს კანქვეშ. გოგირდის საპონი დაგეხმარებათ ამ უსიამოვნო დაავადებების სიმპტომების კონტროლში.

გოგირდის ქაფი კლავს მუწუკების ბაქტერიებს და ატენიანებს კანს.

ყოველთვის გამოსცადეთ ნებისმიერი გარეგანი გამოყენების საშუალება ხინამხარზე, რათა დარწმუნდეთ, რომ მასზე ალერგია არ გაქვთ და სახეზე მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით.

არ დაუშვათ გოგირდის მოხვედრა ტანსაცმელზე ან სამკაულზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: არ გამოიყენოთ გოგირდის პროდუქტები, რომლებიც შეიცავს არომატიზატორებს, გოგირდის სუნის დასაფარავად. არომატს შეუძლია გაღიზიანების გამოწვევა ან გოგირდის ეფექტურობის ჩახშობა.