ჯანმრთელობა
გაჭერით ლიმონი ოთხ ნაწილად და დატოვეთ საძინებელ ოთახში. შესაძლოა, ერთ დღეს ასე მთელი ოჯახი იხსნათ
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ლიმონი C ვიტამინის უმდიდრესი წყაროა და ძალიან უხდება კერძებსა და სასმელებსაც. მაგრამ, ალბათ არასდროს გიფიქრიათ იმაზე, თუ რა მოხდება, ლიმონის ნაჭერს ოთახში თუ მოათავსებთ. იგი საუკეთესო დამხმარეა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ყოველდღიურობაში.
და დღეს ჩვენ დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ ლიმონის უჩვეულო თვისებებს. უბრალოდ დადეთ ნაყოფის ნახევარი საძინებელ ოთახში ან იქ, სადაც დროის ყველაზე დიდ ნაწილს ატარებთ და დატკბით დადებითი შედეგით, რომლის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ.
ლიმონის გამოყენება
1. მწერებისგან თავის დახსნა
ზაფხულში კოღოებისა და სხვა ძილისმფრთხობელი მწერების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია. მარკეტები გვთავაზობს ქიმიური საშუალებების უზარმაზარ არჩევანს კოღოებთან საბრძოლველად, მაგრამ, რატომ უნდა მოიწამლოთ ორგანიზმი, თუ თავის დაცვა ნახევარი ლიმონითაც შეგიძლიათ? საუკეთესო ეფექტისთვის დაუმატეთ მას მიხაკი.
2. კარგი დასვენება
ციტრუსის არომატი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს შფოთვას და გეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში დამღლელი დღის შემდეგ. ჯანსაღი ძილი გარანტირებულია, თუ საწოლის გვერდით ლიმონის ნაჭერს დაიდებთ. საღამოთი ლიმონი მოგადუნებთ, დილით კი – პირიქით, გამოგაფხიზლებთ – ასეთი საინტერესო უნარი აქვს მას.
3. მობილიზება და ყურადღებიანობა
ლიმონს კიდევ ერთი გასაოცარი უნარი აქვს: ადამიანი, რომელიც ყოველდღე მის არომატს ისუნთქავს, ხდება მეტად კონცენტრირებული, მისი გონებრივი აქტივობა და მეხსიერება უმჯობესდება. სამსახურშიც კი, ადამიანები ნაკლებ შეცდომას უშვებენ, თუ ახლოს ლიმონის არომატია. ამ დასკვნამდე იაპონელი მეცნიერები მივიდნენ.
4. ამაღლებული განწყობა
ლიმონის ეთერზეთების არომათერაპიას უნიშნავენ მათ, ვისაც დეპრესია აწუხებს. არომატი, რომელსაც თქვენს ოთახში დატოვებული ლიმონი გამოაფრქვევს, აგიმაღლებთ განწყობას და აგავსებთ სასიცოცხლო ენერგიით.
5. ოთახის დეზინფექცია
ლიმონს არამხოლოდ სასიამოვნო არომატი, არამედ ბაქტერიციდული თვისებებიც აქვს. იგი კარგად წმენდს ჰაერს ოთახში. ასე, რომ თუ ოჯახის წევრებისგან რომელიმე გაცივდა, არამხოლოდ ჩაიში უნდა დაუმატოთ იგი, არამედ ოთახშიც უნდა დაალაგოთ, რათა მავნე მიკრობები მოკლათ.
6. წნევის დარეგულირება
თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, ლიმონი ამ საკითხშიც დაგეხმარებათ. მისი სუნი ამცირებს სისხლის წნევას.
7. ჰაერის წმენდა მაცივარში
შეგიძლიათ, ნახევრად გაჭრილი ლიმონი არამხოლოდ ოთახში, არამედ მაცივარშიც დადოთ. იგი შეიწოვს უსიამოვნო სუნს, სამაგიეროდ კი ციტრუსის არომატს დატოვებს.
8. კომფორტის შეგრძნება
საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიცილიაზე ლიმონის ხეებს ელიტური რესტორნების ტერასებთან რგავენ. ეს იმიტომ, რომ ლიმონის არომატი განიჭებთ კომფორტისა და სასიამოვნო ატმოსფეროს შეგრძნებას. უბრალოდ დადეთ ნახევარი ლიმონი თაროზე.
ვინ იფიქრებდა, რომ ამ ყვითელ ციტრუსს ამდენი ფუნქცია ექნებოდა. აუცილებლად დადეთ ერთი ნაჭერი ლიმონი ოთახში და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.